Wednesday, November 3, 2010

აი ასეთია ბერლინი ^_^

აგერ უკვე საზეიმო ერთი თვე შესრულდა და გავიდა კიდეც, მას შემდეგ რაც ბერლინში გადმოვსახლდი. ჰოდა ბოლო 34 დღეა  ძირითადად 2 კითხვა მესმის (აქაურებისგან, მაქაურებისგან, უცხოპლანეტელებისგან) : 1) როგორია ბერლინი
2) როგორ ხარ (ეს მეორე ჩისტა ზრდილობისთვის :დ)
ჰოდა
ვერ ვახერხებ, სათითაოდ და პერსონალურად მოგწეროთ ყველას, ამიტომ ვეცდები აქ დავწერო ამომწურავად და გამომწურავად.



პირველი შთაბეჭდილებები:

Wohoh, I'm allien, I'm a legal alien ^_^ - ეს შეგრძნება განსაკუთრებით   აქაური მეტროთი: S და  U-bahn-ებით მგზავრობისას მქონდა, დიდი რუკით ხელში დავბოდიალობდი გაჩერებებზე, ყურებდაჭყეტილი ვუსმენდი რომელი მიმართულება გადიოდა/მოდიოდა და ბოლოს, თუ  ვინმე უნაუშნიკო მგზავრს გამოვიჭერდი მატარებლის მოსვლამდე ვუხნავდი ტვინს. როგორც აქაურებმა დამარიგეს-სანერვიულო არაფერია "თუ არ დაიკარგე ვერასდროს ისწავლი"-ო, ჰოდა  ჩემდა საამაყოდ უნდა აღინიშნოს რომ პირველივე კვირას კომუნისტური გადაჭარბებით შევასრულე გეგმა და 10 ჯერ მაინც ავცდი სახლს. ყველაზე კარგი  კი ის იყო მთელ ამ ამბავში რომ მობილურის კარტა  არ მქონდა ნაყიდი და ვერავინ მპოულობდა ^_^
მოკლედ, ათვისების პროცესი დებილიზმის პირდაპირპროპორციულია და ყველაზე დუნდუკიც კი (ანუ მე) მაქსიმუმ 2 კვირაში "პროფი" ხარ.


სახლი (ანუ რატომ ჭირდება ყველა ევას თავისი ადამი)
ჩემი ახალი მისამართი-რომელსაც 3 დღე ვიმახსოვრებდი-Fritz-Reuter allee (ნოიკ'ოლ'ნელი ვარ ბრატ! :დ) მწვანე დასახლებაა ბევრი ხეებით, ლამაზი მოისლანდიურო დომიკებით და ბევრი შუქნიშნებით. ყველაზე კარგი კი ის არის რომ უახლოესი უ-ბანი ჩემგან 20 მეტრშია ^_^

ახლა რაც შეეხება ჩემს დედიკოს. ანუ ვის ოჯახში ვარ :დ
პროგრამით გათვალისწინებულია რომ ყველა სტიპენდიანტმა Gastfamilie-სთან ანუ ადგილობრივ ოჯახთან უნდა იცხოვროს. იმისთვის რომ უკეთესი კულტურული ექსჩეინჯი მოხდეს და ბლა ბლა. მოკლედ, ჩემს შემთხვევაში მთელი  ოჯახი არა, მაგრამ დედიკო მიპოვნეს. 65 წლის ევა-a.k.a. მისის ეკონომია- ადამიანი საოცრად არაადეკვატური იუმორის გრძნობით. ევა მარტო ცხოვრობს, საპენსიო ასაკით (ეგ გერმანელებისთვის ყველაზე წმინდა ასაკია) და მარტოობით ტკბება, პერიოდულად კი მე მიშლის ნერვებს ^_^  მაგალითად, ამასწინათ ჩათვალა რომ ცოტა დროს ვუთმობდი მასთან ლაპარაკს და ხელის მარტივი მოძრაობით გამოაერთა ინტერნეტის შნური (ჰო აქაც დსლ მაქვს :| ).
ნეტი მხოლოდ მას შემდეგ ჩართო, როცა დავარწმუნე რომ სასწრაფოდ მქონდა გასაგზავნი მეილი ლექტორთან. მოკლედ კორექტულად რომ ვთქვათ ფრიად თავისებული ფრაუ გახლავთ  და მეც მესმის რომ 65 წელი კრიტიკული ასაკია, მაგრამ, მაინც  მჯერა:  ჩემს ევას ადამი რომ ყავდეს ყვეალფერი უფრო ჰარმონიულად იქნებოდა და იქნებ არც ბანანებზე და ჰოლანდიურ ყველზე გაეკეთებინა თავისი ყოვლისმომცველი ეკონომია. მაგრამ წვლილი რომ არ დავუკარგო: პერსონალური მადლობა ეკუთვნის ჩემს ფორმაში ყოფნაზე ზრუნვისთვის! ისევ 52 კილო ვარ ^_^
ევას რომ შევეშვა- მის გარდა მყავს ჩემი ლურჯა ვირ-ჯინია, რომლითაც საყიდლებზე და ხანდახან უნიშიც დავდივარ, რომელსაც ხშირად ეშვება პაკრიშკა (თუ საბურავი) და რომელიც მაინც მაგარი ტიპია.

კიდევ მაქვს საყვარელი ბაღი, სადაც დილაობით სიგარეტს ვეწევი და სადაც როგორც ევა ბრძანებს ზაფხულში ჰამაკიც კიდია, ზამთარში კი თოვლის ბაბუას დგამენ მისი შვილიშვილები როცა სტუმრად მოდიან ხოლმე.

რა ვისწავლე ბოლო ერთ თვეში?

1) თამბაქოს გადახვევა
2) ველოსიპედის ტარებისას სმს-ის აკრეფა.
3) მეტი გერმანული
4)რუკის ხმარება (პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით, იმიტომ რომ უკვე 2 რუკა შემომეხა O_o )

პირველი განსაკუთრებით მტკივნეული თემაა, აქ სიგარეტი არანორმალურად ძვირი ღირს, ეს იმას ნიშნავს რომ როცა გენძრევა და თბილისიდან წაღებული ბოლო პაჩკაც გითავდება, უნდა წახვიდე და და ტაბაკი უნდა იყიდო. აი მერე იწყება მთავარი ბედნიერება. თუთუნის ხელით გაზომვა (ემანდ ბევრი არ მოგივიდეს და არ გასკდეს), ქაღალდის სწორედ გადახვევა, ფილტრის მყარად ჩამაგრება და....
აღარ გინდა აღარაფერი :|
მაგრამ, არ დაიჯეროთ ჰიჰიჰიჰიჰიჰი
ეს თავიდან გგონია რომ აღარ გინდა აღარაფერი, მაგრამ როცა ხვდები რომ ეს ბოლო გამონათება და პრასვეტია, 2მაგი ენერგიით აკეთებ.
ჰოდა ასე მეც
უკვე 1,5 წუთში ვახვევ.
(თან ჰჰჰჰჰჰ ნოემბერში ისევ მექნება ნამდვილი, ფილტრიანი სიგარეტები ^_^)


უნი

კარგია, საინტერესოა, ძალიან საინტერესოა, მააგარია, აპარატურითაც იხევს ჩვენს "ძედა უნივერსიტეტს" და ყველა სხვა ასპექტშიც  მაგრამ მაინც ვერ ვუმუღამებ ჯერ :დ
 1) იმიტომ რომ ყველაფერი არ მესმის რაც ლექციაზე ხდება.( ენობრივი ბარიერი)  2) ძალიან სტერეოტიპულ/გადაჭარბებული წარმოდგენებით წამოვედი თბილისიდან.
მოკლედ  რაღაც ჰიპერ-ბუპერ-სუპერ-ტრუპერ სპეცეფქტებიან ლექციებს ველოდი მგონი :დ
ენივეი,ჯერ არც გახურებულა სასწავლო პროცესი და ყველაფერი წინ არის, მაგრამ   არაფერი ახალი არ მისწავლია/გამიგია  ჯერ ისეთი რაც  თსუ-ში არ მქონდა ნასწავლი (ან სასწავლი) (OMFG)
თუმცა რათქმაუნდა როგორც ეიფელი და ანძა, ჩემო ჟანეტ, ჰა-უ და თსუ-ც ეგრე გვანან ერთმანეთს.
კურსელებს რაც შეეხება: გერმანელები დაზეთილი რობოტებივით დადიან უმეტესწილად, ასე რომ უფრო ხშირი კონტაქტი უცხოელებთან მაქვს. განსაკუთრებით ესპანელებთან (არადა ძალიან არ მიყვარს ესპანელები და იტალიელები :დ)

 ესეც პსიხალოგიის ინსტიტუტის შენობა, დაახლოებით ბერლინის ვარკეთილშია, მაგრამ მხეცური ბიბლიოთეკა აქვს. რა შუაშია ეხლა ეს, მაგრამ მაინც. :დ
ვს'ო დავიღალე, ტუ ბი კანწინიუდ , ეხლა  რეფერატს უნდა მივხედო, ხვალ
მაქვს ლექცია და უნდა მივიტანო,აი ეგაა თქვენი ბერლინი! :დდ
სერიოზულად კი, ძალიან კარგია. და კარგი იმიტომ არის რომ no matter რა ფორმის, ფერის, ზომა/წონის ხარ, რას აკეთებ, რამდენი iq და შესაბამისად რამდენი ეუ  გაქვს, რა გაცვია ან არ გაცვია,  ინძი-შმინძის უსმენ ბრიტნი სპირსს,მეტალ ქორს  თუ საერთოდაც  ყურში გაკლია, მოკლედ რა ჯანდაბაც არ უნდა იყო  აქ აუცილებლად იპოვი შენს ადგილს. იო!

აუ ჰოდა, გართობას რაც შეეხება-მაგაზე ცალკე დიდ პოსტს დავწერ ერთხელ კარგად, ზოგადად კი:, ყველაზე იზვრაშენკულ/იზვრაშენეცული ფანტაზიებიდან დაწყებული წმინდა,  უცოდველი და ქე რო ქართველ ორთოდოქსებს გუხარდებათ იმფერი გ გართობის ფორმებით დამთავრებული შეგიძლია ყველაფრით დაკავდე! მთავარია გაერკვე რა გინდა, არჩევანი კი მართლა ძალიან დიდია, ძააააააააალიან დიდი! იაი!

უი ჰოდა კიდევ, რომ არ დამავიწყდეს :
 კარგი სამკურნალო ადგილია მათთვის ვისაც ჰომოფობია და მსგავსი ტიპის სოც. ფობიები  აწუხებს. (უკუჩვენებები მხოლოდ პირველ დღეებში) ასე რომ- ჩემი გულითადი რჩევაა არ დაინანოთ, გაჩითეთ როგორმე ფული და აქედან გარანტირებულად ბედნიერები დაბრუნდებით უკან.


პირობას გაძლევთ! :

Berlin is cool,  Berlin ist schwull

ჰიჰიჰიჰიჰიჰიჰიჰიჰიჰიჰი! 


პ.ს. ალ ბი ბექ როგორც დიდი ტერმინატორი იტყოდა.


2 comments:

Xtravaganza said...

zaan magari postia! <3
gaatmagebulad mominda chamosvla da vxvdebi rom ukve programa unda shevadgino sayvareli adgilebis mosanaxuleblad! imedia shemomiertdebi! <3

Томас said...

რათქმაუნდა შემოგიერთდები!!!!!!!!!!!
გელოდები მმმმმმმმმმმმმმმმმ
ვერ წარმოიდგენ როგორ გელოდები <3