Monday, November 28, 2011

რა აკლია ბათუმს?

ამ მოკრძალებულ პოსტში მინდა პირველ რიგში კმაყოფილება და მადლიერება გამოვხატო ბათუმის განიცებასთან დაკავშირებით. საშინელი თვით კმაყოფილების და ელდისებრი სიხარულის განცდა მიპყრობს ხოლმე როდესაც წარმოვიდგენ რომ ნიცა ჩემგან სულ რაღაც 500 კილომეტრშია და 20 ლარიანი ნახევრადჩქარიმატარებლით შემიძლია 8,5  საათში  ჩავაღწიო.
(პირველად საქართველოში ფრანგული ხრუშოვკები ნიცის პროექტით)

ასევე მინდა აღფრთოვანება გამოვთქვა იმ კრეატიული (რომელი ერთი გინდა ამოარჩიო) შედევრებისა და ხელთუქმნელი ძეგლების მიმართ, რომლებიც ბათუმს საათში ერთხელ ემატება <3

მე ძალიან ვაფასებ ბათუმის მერიის და კრეატიული არქიტექტორ-დიზაინერების ნიჭს და გემოვნებას:  აღფრთოვანებაში მოვყავარ ანბანის ძეგლს რომელიც საოცრად ფაქიზად და ნატიფად ერწყმის რამდენიმე დღის წინ დადგმულ ფლოსტებიან კვერცხებს და ერთიან კონცეფციაში ჯდება <3

მე ვფიქრობ რომ ამ ძეგლების და შენობების ხარჯზე ჩვენ უკვე გავასწარით ნიცას. დროა გეზი რომელიმე გალაქტიკათაშორის მეგაპოლისზე ავიღოთ და იქაურ სტილზე ვორიენტირდეთ.
ამისთვის კიპირველ რიგში  საჭიროა :
პარლამენტის ახალი შენობა, რომელიც საოცრად გავს U.F.O-ების დასაფრენ ბილიკს (და რომელიც გეგმის მიხედვით ქუთაისში უნდა დაიდგას) გადატანილ იქნას ბათუმში! ამით რამდენიმე კურღდელს ერთად მოვიგებთ: პირველ რიგში გახშირდება უცხოპლანეტელების ვიზიტი ჩვენს ღვთივკურთხეულ მიწაზე და იქნებ დიპლომატიური კავშირებიც დავამყაროთ კოსმოსში. მეორე- ბათუმი გახდება თბილისის დეცენტრალიზაციის და ქალაქების გამიჯვნის მთავარი ამოსავალი წერტილი, მესამეც- მოიმატებს ტურისტების რაოდენობა და ხალხი  პერუს ნაცვლად (რაღა იქ დაათვალიერონ ნასკას საეჭვო კოსმოდრომები) პირდაპირ ბათუმში ნახავს უცხოპლანეტელებს. ამით რაღათქმაუნდა კიდევ უფრო განვითარდება ქალაქის ტურისტული პოტენციალი, ბათუმს სეზონზე 3 მილიონი კი არა 30 მილიონი ტურისტი ერთად მოაწყდება, დაიხვეწება ქალაქის ინფრასტრუქტურა და გაიზრდება ბიუჯეტი!

მეორე, რაც ჩემი აზრით ასევე დაამშვენებდა და აკლია ბათუმს არის ვაგინის ფორმის შენობა ან ქანდაკება. ეს იმისთვის რომ დაცულ იქნას ფემინისტების, ვაგინოფილების და ფალოსთმოძულეების  უფლებები. მეტი ორიგინალურობისთვის შეიძლება ამ შენობა/ქანდაკების პირდაპირ ზღვაში აღმართვა, რაც მას უფრო მიმზიდველს გახდის ტურისტებისთვის და დელფინებისთვის.

(კრეატიული ტვინები ტყუილ-უბრალოდ არ გადაიღალონ, მაკეტი უკვე არსებობს და შეგვიძლია პირდაპირ გადმოვაკოპიროთ. )

და ბოლოს, მესამე და მთავარი რაც აუცილებლად დასჭირდება კოსმიურ მასშტაბზე ორიენტირებულ ბათუმს ყველა ამ ძეგლის ერთ ძეგლად ქცევა, შერწყმაა. ამისთვის საჭიროა ავიღოთ აწ უკვე დადგმული ანბანი, მივცეთ პიზ(დ)ისებრი მიმართულება,  მივუდგათ გვერდით კვერცხები (ნუ ფლოსტები შეგვიძლია დროებით მოვაშოროთ) , გადმოვანაცვლოთ ვაგინა ზღვიდან რედისონთან და პირდაპირ მწვანე მოლზე აღვმართოთ ანბანის წინ.
თუ კრეატივია კრეატივი იყოს <3



3 comments:

babisa said...

:/ ნეტა, ოდესმე ვინმე მოაშორებს ამ უგვანო ქანდაკებებს თუ სკულპტურებს?

Томас said...

jer jerobit raghac ar uchans piri mag saqmes :D piriqit dgamen da dgamen <3

Anonymous said...

marazmi