Thursday, November 11, 2010

არის/ არ არის? საკითხავი აი ეს არის!? :O

ესეიგი, გუშინ ისეთი რამ გადამხდა, რომ თვით მე,  ღრმად ათეისტი და ურწმუნო თომა-სიც  კი დავფიქრდი! თქვენც გაგიზიარებთ და მერე თქვენ გამიზიარეთ რას ფიქრობთ O_o o_O
მაშ! (როგორც წმინდა დალი იტყოდა) დავიწყოთ!
არის 10 ნოემბერი. ჯიბეში მაქვს 18 ცენტი (თან სულ ერთ და ორ ცენტიანებით), კარტაზე მაქვს 4 ევრო და სტიპენდიის ჩარიცხვამდე 5 დღე არის დარჩენილი + მაქვს 4 ღერი გალუაზი და მთელი ჩემი მათემატიკური ცოდნის გამოყენებით, ვცდილობ 5 დილა-საღამოზე გადავანაწილო. მაგრამ არ გამოდის, დაჟე არც დაბიჩოკებით, ჰოდა ამჟავებული ვზივარ მეტროში და მოვდივარ სახლში.( გზად ბანკომატიდან ჩემი უბედური 4 ევროს მოხსნა ვცადე (ოჰ ეს ოპტიმიზმი) მაგრამ ბანკომატმა მათხოვარი ხარ ვიღაცა ხარ, გააჯვიო  დამიწერა და მეც წამოვედი რა მექნა :()
ვომდა, სრულიად სასოწარკვეთილი და იმედგადაწურული ვზივარ მეტროში და უაზროდ ვიყურები თან გონებაში ისევ 3 ჯერ ვაბიჩოკებ ჩემს 4 ღერ გალუაზს რომ როგორმე 5 დღე ვიმყოფინო და მაინც არ გამოდის :| ტაბაკის ყიდვის შანსიც არ მაქვს, იმიტომ რომ ქაღალდიან-თუთუნიან-ფილტრიანად 5,30 ჯდება :| მოკლედ ბლაჰ! :(


და ამ დროს!!!! ევრიკა! ჟუჟუნა! დოდო! მადონა!!!!!
რას ხედავს ჩემი თვალები ზუსტად ჩემს წინ სკამზე?

აი ამ პატარა, სათუთ და საყვარელ კოლოფს, რომელიც გთხოვს რომ წაიყვანო!
<3
(შიგნით არც მეტი არც ნაკლები 18 ღერია!)))
ჰოდა გეკითხებით ახლა მე თქვენ
ნეტარო მორწმუნენო და კიდევ უფრო ნეტარო და თვითკმაყოფილო ურწმუნონო:
1) არსებობს თუ არა რაღაც?
2) თუ არსებოს როგორ ფიქრობთ გამომიგზავნიდა სიგარეტს?
3) თუ არსებობს და გამომიგზავნიდა, შემდეგ პაჩკას როდის გამოუშვებს? <3

მოკლედ ამ საჭირბოროტო, სადისკუსიო, საძმისკუსიო და საბიძაშვილკუსიო თემებით გემშვიდობებით. გამიზიარეთ თქვენი ჰაზრები!

პ.პ.ს. Dear god, give me more and I'll be!

11 comments:

Anonymous said...

tu sigarets ipovit tqvens skamze eg nishnavs rom vigac gabamt, da cdilobs miipyros tqveni dzvirpasi yuradgeba. ar danebde qartvelo qalo, ar danebde sanam manqanas ar giyidis, mere danebdi, tan ise danebdi ro gauswordes (aba manqanis yidva xo unda daupasdes) icode visi gorisa xar!

Томас said...

vici genacvale vici da sanam stenkas ar davdgam iqane (!) sadac sachiroa rogor davnebdebi?!

Nina Gorecki said...

პრიალაფურცლიან ჟურნალებში წამიკითხავს, თუ რაღაცას ძალიან ძალიან, მთელი გულით მოინდომებ, აუცილებლად აგისრულდებაო
მთლად ეგრე ხელის გაუნძრევლად თუ ხდებოდა, ეგ აღარ ვიცოდი :)))

იმ სტენკას კიდევ კაი მადონას სერვიზიც რო უნდა :/

Томас said...

ჰოდა არ ტყუიან ეგ პრიალაფურცლიანი ჟურნალები ესეიგი, მაგრამ მე მაინც ღმერთის იმედი მაქვს :დ
პ.ს. სტენკას კაი მადონას სერვიზიც უნდა და ერთი ორი ბეზძელ'უშკაც, მაგრამ მთავარია
საძირკველი, ეგენი ნელნელა ჩაიდგმება <3

Nina Gorecki said...

:D

takagana said...

ra tkma unda arsebobs sigareti gamogigzavna ro mogklas :devil: xo ici jesus doesn`t love u :D

Томас said...

oh yes i know!
and so do I! :D:D:D:D

Anonymous said...

dzaan momcons sheni nawerebi :)

Томас said...

დანქე :)

Katiee.Ge said...

:D
საინტერესო ბლოგია, მიყვარს სხვაგანმყოფების ამბების კითხვა და ვნანობ რომ მე მაშინ ბევრი რამ არ დავწერე, როცა ზუსტად ასეთ სიტუაციაში ვიყავი ხოლმე :))) ნუ კიდევ კარგი, სიგარეტს არ ვეწეოდი, სად იყო მაგდენი 4.5 ევრო ":D

Томас said...

მადლობ ), ჰაჰაჰა ლაქი იუ, რომ არ ეწევი! )
მე ცუდ დღეში ვარ, ხან ერთ კოლოფს მიგდებს ღმერთი
ხან 10ს ერთად მართმევს :დ