ჩემი ბოლო პოსტის მერე , სადაც ვწუწუნებდი რომ 18 ცენტი მაქვს, 2 ჯერ დაღამდა, 2 ჯერ გათენდა და...
აგერ მესამე დღე ღამდება.
როგორც დიდმა ილიამ დაგვიბარა,
ყოველ ღამე შენს თავს კითხე
ვის რა არგე -ო,
ჰოდა, ა ბატონო :D ვეკითხები:
ვის ვარგე? -საკუთარ თავს ^_^
რა ვარგე?- საჩუქრები ^_^
რა საჩუქრები?
ამბავი #1 (ცოტა ტურისტული, ცოტა სინწიმენწალური)
ღამე გამოუძინებელს და დილას ვერ ჩაძინებულს ერთმა კარგმა იდეამ მომიკაკუნა. ჩავიცვი, დავიმხე ჩემი ტომიკას ქუდი თავზე და Kochstraße-ზე წავედი. ამ ქუჩაზე 20ოდე წლის წინ სასაზღვრო პუნქტი იყო -სახელად Checkpoint Charlie და ბერლინს 2 ნაწილად ყოფდა. ჩარლის იქით ბნელი, ბოროტი, კომუნისტი ძიები ცხოვრობდნენ და აფრო-კოლას სვამდნენ, ჩარლის აქეთ კი თვითკმაყოფილი კაპიტალისტები იყვნენ, რომლებსაც ნამდვილი კოკა-კოლა, ჩიზბურგერები და სექსი ქონდათ.
დაახლოებით ასე გამოიყურებოდა ჩეკ-პოინტ ჩარლი 20 წლის წინ
ოღონდ ამ სიმბოლური-საპატიო ყარაულის(?) ნაცვლად ნადმვილი ჯარისკაცები იდგნენ ორივე მხარეს და
როგორც ბოროტი ენები და ისტორია ღაღადებენ, ხანდახან ისროდნენ კიდეც (განსაკუთრებით აფრო-კოლის მხრიდან-ო)
დღეს ამ პუნქტს სამუზეუმო ექსპონატის ფუნქცია აკისრია. ქუჩის გასწვრივ მარჯვენა მხარეს მუზეუმის დათვალიერებაც შეგიძლიათ და ბევრი საბჭოთა და იმ დროინდელი სუვენირის პოვნა/ყიდვაც- თუ მოგინდებათ რათქმაუნდა.
კიდევ არის ბევრი პატარა კაფეები სადაც მზიან ამინდში შეგიძლიათ დაჯდეთ, ყავა დალიოთ, სიგარეტი მოწიოთ, ტურისტებზე იკაიფოთ და ისტორიულ ადგილასაც ჩააქროთ თქვენი ბიჩოკები.
მაგრამ დღეს წვიმდა თან საშინლად. მე რაღა ჯანდაბამ წამაბოდიალა ასეთ ამინდში? რამ და 8 წლის წინ ნასწავლმა ერთმა გაკვეთილმა (ჰერ კრენცლინის დაჟინებული წივილის შემდეგ) , რომელიც საბოლოოდ ერთადერთი საინტერესო თემა აღმოჩნდა WerWieWas-ის სქელტანიანი წიგნიდან. ვოომდა იმის მერე სულ მახსოვს ჩარლი და ერთადერთი ადგილია, რომელიც ვიცოდი რომ ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ უნდა მენახა აქ.
ტაში მეგობრებო, ტაში!
:მაია ასათიანის სმაილი:
ამბავი # 2 : Hello Tom, hello Virginia
ჩარლიდან წამოსული, მეტროში ჩავედი და 2 გაჩერებაში ისევ ამოვყავი თავი.
და ისევ ფრიდრიხშთრასეზე. ამ ქუჩაზე ძალიან, ძალიან ბევრი მაღაზიაა მაგრამ ჩემი გული, ტვინი და ძილისწინა ფანტაზიები ამ ერთს ეკუთვნის. <3
მთელი ეს სამი სართული წიგნებს, დისკებს, ფირფიტებს, პლაკატებს და დვდ-ებს უჭირავთ. ჰოდა ვინაიდან და რადგანაც ჩემი შემოსავალი ბოლოს და ბოლოს აცდა 18 ცენტს, ვერ მოვითმინე და შევედი...
ater 2 hours:
გამოვედი ყურებამდე გაღიმებული, ყველაზე ბედნიერი და ყველაზე (თვით)კმაყოფილი:
ერთი ხელით აი ეს მომყავდა <3
Rain Dogs!
მეორე ხელით კი ეს <3
ჩემი ქალის ბიოგრაფია, ბევრი საინტერესო ინფორმაციებით და უნიკალური და გამოუქვეყნებელი ფოტოებით გატენილი.
და და და და და ^_^!!!!
და ბოლოს ამბავი # 3 ანუ "თუ გადაჯმაა, გადაჯმა იყოს"
ამ დევიზით და განწყობით დავიძარი zoologischer Garten-ისკენ, 20 წუთიანი ძებნის შემდეგ მივაგენი ბილეთების კიოსკს (რომელიც რაც არ უნდა საოცარი იყოს, ცხვირწინ ყოფილა) და ხმის კანკალით ვიკითხე ქონდათ თუ არა The National ის ბილეთები.
ჰოდა
-Yes-ო, Yes-ო!!!
ჰოლი ჯიზაზ!!!! იეს-ო!
იაი!
მოკლედ 25 თებერვლის ჩათვლით სიკვდილს არ ვაპირებ, ტრაქტორმაც რომ გადამიაროს მაინც!!!! (ბუდა განსაკუთრებით შენი და შენი ვუდუ თოჯინის საყურადღებოდ <3)

4 comments:
ras gvaxarbeb U sonofabitch :D shuri tetri araa da amirom mshuuuuurs :*
^_^ :2magad bednieri da tvitkmayofili smile: :D :D:D :*
P.S maiko var :) ar vicodi blogi tu gkonda da gamixarda axla kidev erti internet nevrozis prasveti gamomichnda :D
:D mivxvdi meti vin momwerda mgas <3
ki maqvs tan facebookzed vaPReb periodulad :D
exlaxans daviwye. shen ar gaqvs? vacher shen niks da ar shoba :|
me viyo vana gunia :|
Post a Comment