Wednesday, November 10, 2010

65 Days of Static (or Dynamic?) და ჩემი 39-ე დღე ბ'ლინში

ჩემი 39-ე დილა ფრიად უცნაურად დაიწყო, ჯერ იყო და პუნქტუალურად ავდექი, საუზმეც მოვასწარი და სიგარეტიც დავაყოლე.ასეთი რამეები იშვიათად ხდება ხოლმე ჩემს თავს ^_^ მერე უ-ბანში ჩავედი და რას ხედავს ჩემი თვალები? :O
აი ამას ^_^ (ეგეც თქვენი გერმანული მოწესრიგებულობა ^_^
ჰოდა ასეთი უცნაურობების მერე, რა გასაკვირია რომ ლექციაზეც პუნქტუალურად მივედი? თან ძალიან საინტერესო ლექცია იყო. ფაქტიურად სტატისტიკურად დავითვალეთ ვინ უფრო მეტს მასტურბირებს გარდატეხის ასაკში, რა გავლენა აქვს სექსუალურ მიმზიდველობას ევოლუციის თეორიაში და ა.შ. მე თან გიჟივით ჩემთვის მეცინებოდა , იმიტომ რომ მხეიძის ერთი ლექცია გამახსენდა თბილისში, თსუ-ში, ფროიდზე და სექსებზე რომ  ლაპარაკობდა ბატონი ზურაბი. ჰოდა, ამ ლაპარაკში 10ოდე ნამდვილმა ქართველმა მანდილოზავრმა დემონსტრაციულად დატოვა აუდიტორია. ემანდ ქალიშვილობასაც არ შეეხოსო თავს უშველეს და გაასწრეს ალბათ ^_^ 
ეჰ  არადა, სულ არ არის სასაცილო, მომავალ'ი ფსიქოლ'ოგები იყვნენ. (ახლა ალბათ უკვე დაჟე დიპლომიანნი იმიტომ რომ შორეულ 2007 ში მოხდა ეს ამბავი)
მოკლედ აქაურობას  რომ დავბრუნდეთ, ბოლოს როგორც იქნა დავთვალეთ ვინ უფრო მეტს ანძრევს ხოლმე, დავმშვიდდით, მოვეშვით, შევეშვით და დავიშალეთ.
დავიშალეთ და წამოვედი სახლში, თან 4-ზე ერთ სირ-აქლემა ნაცნობს უნდა შევხვედროდი, რომელსაც იდეაში წიგნი უნდა მოეცა, მაგრამ გზაში კონტროლიორები შემხვდნენ და რახან პასპორტი არ მქონდა , შემომთავაზეს, ჩვენთან ერთად ხომ არ გადმობრძანდებოდითო , თან ეს ისე მითხრეს გეგონება სხვა არჩევანს მიტოვებდნენ ^_^
ჰომდა სხვა რა გზა მქონდა, ჩავედი. ამოწერეს ჩემი მონაცემები, რაღაც ქვითარი და მისამართი მომცეს და ერთი კვირის მანძილზე როცა გინდა მოდიო დამიბარეს. მაგარი დაქნეული ტიპები იყვნენ, თავი ჰოლივუდის ფილმში ეგონათ, კაკ მინიმუმ ტერმინატორის ადგილას და ძალიან სერიოზული და დაძაბული სახეებით დაქროდნენ. მოკლედ ყველა არარეალიზებულის რეალიზება კონტროლია, დავასკვენი მე! ^_^ და ბოლოს როცა ამდენი წვალების მერე მივაღწიე ჩემი გლდანიდან სირაქლემას  ვარკეთილამდე (4 წუთი დამაგვიანდა გადაჯდომა-გასეირნების გამო)  არ დამელოდა და წავიდა !  ახლა დაახლოებით  წარმოიდგინეთ რამდენი ალერსიანი და თბილი მოკითხვა გავაგზავნე სრულიად ტაჯიკეთის (იქაურია ) და კონკრეტულად ჩემი სირ-აქლემას მიმართ. 
მოკლედ წამოვედი ფრუსტრირებული, აგრესიული, აღშფოთებული და გამხეცებული ^_^ ჟელიბონები მოვიმარაგე და ნეტში შემოვძვერი და ჰოი საოცრებავ!  აჰანდე რას ხედავს ჩემი თვალები!
65 DaysOfStatic ის კონცერტია სულ რაღაც 1,5 საათშიო.  ჰოდა როგორ გავვარდი არ მახსოვს. მერე რომ მოვბრუნდი და მისამართი ამოვიწერე ეგ მახსოვს მარტო :D
ბილეთი რათქმაუნდა არ მქონდა, მაგრამ გამიმართლა, თვითონ ლიდო-ში (სადაც კონცერტი იყო) იყიდებოდა და არ მომიწია ბოდიალი აქეთ -იქით.


                                                     კანცერტ!
კონცერტზე 65DAYSOFSTATIC ის გარდა  NEDRY და Tall Ship იც უკრავდნენ. კონცერტი სწორედ ამ უკანასკნელმა გახსნა და გახურების რა გითხრათ მაგრამ, ტვინი მართლა მოგვიტყნა. ზვუკი არეული ქონდათ და დრამერი პირდაპირ უჯრედებში გვიჩაქუჩებდა თავის დრამ სტიკს ^_^  ნუ ამას კიდევ აიტანდა კაცი, ფრონტმენი მიკროფონთან რომ არ მისულიყო და არ ემღერა. :| ვისთან იყო, რა უნდოდა კაცმა არ იცის, აე!!!
"უხვი " აპლოდისმენტების მერე, როგორც იქნა გაემწუწნენ და NEDRY-მ დაიწყო თავისი აპარატურის დატესტვა და უაზრო ხუმრობების ჩაწივლება მიკროფონში ^_^ ხალხი ნელ ნელა შემოეყარა (თითქმის ყველა გავიქეცით თოლ შიფის მერე :დ) და დაიწყო!
აი ამით დაიწყო და იმდენად ეფექტური იყო ლაივში (არადა ზოგადად დიდად არ მომწონდა ეს ჯგუფი) რომ უკან გავიკეთე ყველა ჩემი ნეგატიური მოსაზრებები და

აი ძალიან ძალიან გაასწორა! უტკბილესი და უსაყვარლესი ტრიპ-ჰოპია, ტრანსში გადაგვიყვანა და დაგვტოვა გაღიმებულები :დ

თან ჩემი ბოლო სიყვარული გამახსენეს, თუმცა დიდად არ გვანან მუსიკალური თვალსაზირისით, უბრალოდ ერთი აზიელი ფრონტ-ვომანი და 2 ბიჭი ერთ ჯგუფში, ბოლოს და ბოლოს შემადგენლობით მაინც ხო გვანან :დ. თუმცა კაზუ შენ ცუდი არაფერი იფიქრო! ეს პროსტა კომპლიმენტის პონტში აღვნიშნე :დ
თორემ Blonde Redheadი ერთადერთი და განუმეორებელია რათქმაუნდა <3

 
მოკლედ სასიამოვნოდ აღფრთოვანებული დავრჩი ამ ჯგუფით! და გული დამწყდა რომ ცოტა ხანს იყვნენ სცენაზე.
მათი გასვლის შემდეგ, 65DOSის დრამერი ავიდა სცენაზე და 40 წუთი აღარ ჩამოვიდა :დ ასწორებდა ყვეალფერს რისი გასწორებაც შეიძლებოდა, თან რაციით კოორდინირებდა, მოკლედ ვერ მიხვდებოდი სააკაშვილის დაცვა იყო თუ ბენდის წევრი :დ ნელ ნელა ჯგუფის სხვა წევრებიც შეუერთდნენ, მართლა იდეალურად მუშაობდნენ ზვუკის დაყენებაზე, თან პერიოდულად გვიღიმოდნენ და კარგი იქნებაო ცერა თითით გვანიშნებდნენ. ჩვენც თავს ვუქნევდით და კოლექტიურად ვჩხაოდით ბასისტის ჩართულ "15 steeps " ზე (ამისთვის კიდევ ერთი გიგანტური + ჩემგან ამ ჯგუფს! ^_^)
ბოლოს როგორც იქნა გატესტეს ყველაფერი და დაიწყო! მაგრამ რა დაიწყო!!!! ^_^
თუ მთელი დღე ფრუსტრირებული და მარზმული გქონდა  ამაზე უკეთესი თერაპიის დედაც! არასდროს გადაუხადოთ ფსიქოლოგებს ფული თერაპიაში 1)იმიტომ რომ შარლატანები ვართ და გაბოლებთ 2) იმიტომ რომ არსებობს 65DOS და თან ტურნე აქვს! ^_^
სრული სიგიჟე, დომხალი, ქაოსი, აგრესია და ბრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ!.
ღირს, მართლა ღირს!



იმადაც ღირს, დილიდან რომ მტკივა ყელი, ხელები, ეხები, ზურგი, გაშეშებული მაქვს კისერი და ჩახლეჩილი მაქვს ხმა. სამაგიეროდ იმდენად დაცლილი ვარ და - ბუნჩულა-ფუნთუშა ხასიათზე ვარ, რომ ჩემი ფეხით, წყევლა-კრუვლის გარეშე მივდივარ BVG-ში გუშინ არტყმული ჯარიმის გადასახდელად ^_^


 
 მორალი: მერე რა რომ ყვეალფერი თავზე გემხობა და დედა გაქვს მო$$^ლი, მთავარია შინაგანი სიმშვიდე და სტაბილურობა ::D:D
პ.ს. დიდი მადლობა პატრულს, კონტროლიორებს, ჩემს სირ-აქლემას და 65DOS-ს!

No comments: