Wednesday, November 24, 2010

ოდა Last.fm-ს (მანიაკის აღსარება)

ინტერნეტის გამოგონებამდე ადამიანები რომ უფრო მოწყენილები იყვნენ ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. და მგონი, არც იმაში რომ, ინტერნეტის გამოგონების შემდეგ ადამიანები ორმგად მოსაწყენები გახდნენ. ინტერნეტმა ჩვენს freak-ობებს უფართოვესი გასაქანი მისცა, და ჩვენც  ვირტუალურად ვინაზღაურებთ ინდივიდუალურ  მარაზმებს. ვიღაც(ეები) ფეისბუქს არეფრეშებენ ყოველ 4,5 წუთში ერთხელ, ვიღაცეები World Of Warcraft ში ცხოვრობენ და მხოლოდ მაშინ უბრუნდებიან რეალურ ცხოვრებას როცა შიათ ან ტუალეტში უნდათ. ზოგს ძილშიც სკაიპის ზარი ჩაესმის და ზოგი კიდევ მხოლოდ ბლოგ-სივრცეში არსებობს და ლაივში მარტო იმიტომ ურთიერთობს   რომ მერე საღამოს აკანკალებულმა გამოაცხოს მორიგი პოსტი და ნახოს რამდენი ადამიანი მიასკდება მის ნაწერს. მოკლედ ვინ რითი ერთობა და რაზე მასტურბირებს ვერ გაიგებ. ინტერნეტი მრავალფეროვანია და კომპში/კომპით  რომ ყველაფრის პოვნა/გაკეთება შეგიძლია ეს უკვე აქსიომაა.

ჰოდა, მეც ჩემს ერთ "პატარა" ადიქციაზე მინდა დავწერო.   Last.FM  ერთადერთი სოციალური ქსელია, რომელსაც, მგონი  მე5 წელია  ვიყენებ და რომელიც ჯერ არ მომბეზრებია! ჩემი ოპერის speed dial -ში (ამ ფუნქციის გაჩენის დღიდან )პირველ ადგილზეა და ერთადერთი საიტია რომელსაც სისტემატიურად ვამოწმებ დაზარების გარეშე დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც.  გარდა ამისა, ლასტის ფლაგ-ინი  ერთადერთი პროგრამაა რომელსაც ჯუჯღუნის გარეშე ვააფდეითებ და რომლის ყველა  ფუნქციასაც თავიან ბოლომდე ვიყენებ.

ზოგადად, სოციალური ქსელების მიმართ ადიქტური ვარ, მაგრამ როგორც წესი, მბეზრდება ხოლმე, ან სხვა ქსელით ვანაცვლებ, ან ვშლი.. მაგრამ ლასტს ჯერ ვერ შეველიე.

თანმიმდევრულად რომ მოვყვეთ- თარიღები და სტატისტიკა.

17.12.2006
ამ დღეს დავმეგობრდით მე და ლასტი.  არ ვიცი როგორ გავერკვიე ყველაფერში ერთად , როგორ დავაყენე ფლაგ-ინი და როგორ არ ავიბენი ამ აჯაფსანდალში, მაგრამ ფაქტია რომ წარმატებით დასრულდა ოპერაცია კოდური სახელით "ვაინსტალირებთ რაღაცა საინტერესოს " და მას შემდეგ წითლად ანათებს ეს იკონკა (როგორ ქვია ქართულად არ ვიცი)  ჩემს კომპში. ^_^





აქედან მოყოლებული-დღემდე  ჩემმა ლასტუკამ  103254 სიმღერა, 968 loved track , 2 ფლეილისტი და 400+ შაუთი (დ)ათვალა. ამ ციფრების მიღმა ჩემი ცხოვრების აწ უკვე გასული 5 წელია 17-დან 21 ის ჩათვლით. ამიტომ ნებისმიერ ბლოგზე, დღიურზე და მსგავს რაღაცეებზე ინფორმატიული და ძვირფასია  ჩემთვის ლასტის მონაცემები. . ჩემს პირად არქივს ვეძახი და მართლა ეგრეა პრინციპში. ლასტი ინახავს ყველაფერს, რაც 2006დან დღემდე  მომისმენია:  ჩემს გაჭედვებს, ჩახვევებს, გემოვნების და ხასიათის ცვლილებებს,  ფავორიტ ტრეკებს და ჟანრების აჯაფსანდალს. თუ კარგად დააკვირდები  მიხვდები  როდის როდის შევეშვი ნირვანას და ოაზისის  სმენას ^_^ , როდის დავუმეგობრდი ბლონდ რედჰედს, ნიქ ქეივს, რამდენი ხანია ლედ ზეპელინისთვის არ მომისმენია,  როგორ ვარცხვენ ჩემს ნიკს (ლოლ)  და რამდენი ხანია   ვერ ვეშვები რედიოჰედს ^_^.   მთელი ამ ინფორმაციული შტურმის საკუთარ თავზე მისაღებად კი მხოლოდ სურვილი და ერთადერთი კლიკია საჭირო

ცოტა ისტორიული მონაცემები + ფუნქციები :
2008 წლის სექტემბრამდე ლასტს სხვანაირი ინტერფეისი  ქონდა და აი ასე გამოიყურებოდა:
                                     
 1) პერსონალური გვერდი/2) ლასტის რეკომენდაციების ფეიჯი 3) არტისტის ფეიჯი
2008 წლის სექტემბრიდან კი ამ დიზაინზე გადავიდა: 1) Simply red:
                                 

               2) Paint it Black


 Last.Fm-ის უპირატესობები სხვა სოციალურ ქსელებთან შედარებით: 
1) არ აქვს არანაირი ჩათი, ტოპ-ფრენდები და ა.შ. ანუ არავინ არ შემოგივარდება უდროო დროს და არ აგაფეთქებს- მარტო PM და სიმღერის დაშეარების ფუნქცია აქვს.
2) ფეისბუქივით არ ჩანს ყველაფერი-მაგალითად: ჰოუმ ფეიჯზე არ ამოგივარდებათ ტოპ ნიუსად რომ თქვენი მეგობარი X ვინმე ლამარა ღვამიჩავას დაუმეგობრდა, ან რომ მეგობარი Y დანიშნულია ვიღაც უცხოპლანეტელზე. მაისფეისივით არ მოგიწევთ გვერდის დიზაინზე ტვინის ჭყლეტა და თვალების დათხრა, არც უაზრო რეკლამები შემოგეფეთებათ და საერთოდ სხვის გვერდებზე ძრომიალის ნაცვლად საკუთარს დააკვირდებით ნუ + თქვენთვის საინტერესო 2-3 მეგობრის გვერდს.
3) Last.Fm recommends:  ამ ფუნქციის საშუალებით ბევრი ახალი და კარგი ჯგუფის აღმოჩენა შეიძლება. ლასტი თქვენს ჩარტებზე დაყრდნობით გიგდებთ ჯგუფებს/არტისტებს რომლებიც გვანან თქვენს ტოპ არტისტებს და შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია. სამწუხაროდ რადიო უფასო აღარ არის, მაგრამ თუ 3 ევროს გაიმეტებთ თვეში Subscriber ობასაც აირტყამთ, უფასო რადიოსაც და კიდევ ბევრ უპირატესობებსაც ჩვეულებრივ იუზერებთან შედარებით.
4) Events: ყოველთვის შეგიძლიათ თვალი ადევნოთ როდის აქვს თქვენთვის საინტერესო ჯგუფს ტურნე. (ნუ თბილისში დიდად არ მახარებდა ეგ ინფორმაცია ხოლმე :D მაგრამ აქ მართლა გამოსადეგია)
5) ბიოგრაფია/სურათები - თუ შემთხვევით უსმენთ რაღაცას და  მოგეწონათ, მაგრამ აზრზე არ ხართ ვინ არის, მარტივად შეგიძლიათ ესტუმროთ არტისტ ფეიჯს ან გახსნათ ფლაგ-ინი და წაიკითხოთ/დაათვაიეროთ!


მოკლედ I adore Last.Fm
პ.ს. კარგი ფსიქოლოგი იტყოდა რომ ა) რიცხვებზე გაგიჟებული ასპი ვარ. ბ) უსაქმური და სოციალური ქსელების მორიგი მსხვერპლი

მაგრამ, მთავარია კარგმა ფსიქოლოგმა ეგ ფეისბუქზე არ მომწეროს. ჰუჰუჰუჰუ ^_^

პ.პ.ს. ეს პოსტი ინგლისურად უნდა ვთარგმნო და ლასტის მეილზე ვაფრინო, ემანდ და პიარშიკად ამიყვანონ? O_O :D 

2 comments:

NIN said...

completely true..same goes to me :XD

Томас said...

ჰაჰა, მიხარია რომ მეთანხმები. :d
პ.ს. ლასტზე არ მყავხარ? :ძალიან მანიაკი სმაილი :DDDD