Monday, November 29, 2010

Georgian National Anthem

ქართველები რომ ერთ-ერთი ყველაზე არაადეკვატური, ფეხებზემკიდია, უდარდელი და არანორმალური ერი ვართ ამაში ეჭვი დიდი ხანია აღარ მეპარება. შორს რომ არ წავიდეთ, უახლოესი წარსულიდან გემახსოვრებათ ალბათ-წაგებული ომის დროს  ბედნიერები რომ დავრბოდით ჭავჭავაძე-რუსთაველზე  დროშებით და სიგნალებით. რას ვზეიმობდით მაშინ, როცა თავზე გვემხობოდა ყველალფერი არ ვიცი, მაგრამ მთავარია ვზეიმობდით.  ჩვენ ხომ გვიყვარს ყველაფერი ყალბი, ფსევდო და კოლექტიური.

წეღან ფეისბუქზე აი ამ გენიალურ ვიდეოს წავაწყდი


და გამახსენდა ჩვენი sweet 90ies, ლამპის და სანთლის შუქით + ფერად-ფერადი კერასინკებით (ჯერ მწვანე მერე წითელი) განათებულ-გამთბარი ))

გ ი ხ ა რ ო დ ე ნ !!!

  WTF? ნორმალურები ვიყავით? ან ვართ?

2010 წლის გადასახედიდან 2010ჯერ გულისამრევად ჩანს ეს ყველაფერი. bullshit.

ამ ვიდეოს გადაღებიდან დროის გასვლის გარდა არაფერი არ შეცვლილა. მენტალურად ისევ "მანდ" ვართ და ვიქნებით მანამ, სანამ "ეროვნული სულის წართმევის" და"ქართულ სულში ჩაფურთხების" ფობია გვექნება და სანამ საზოგადოების  70% მაინც  "ნამდვილი ქართველის" კრიტერიუმებს დავაკმაყოფილებთ.

პ.ს.  წინადედება მაქვს სახელმწიფოსთან: შევცვალოთ ჰიმნი! რა ჩემი ხატია სამშობლო და რის  სახატეები და მთა-ბარი. ჩვენ ხომ ბედნიერი და ღვთისმშობლის წილხვედრი  ერი ვართ. ჩვენ ხომ ამერიკის ტოლა  მუხა გვიდგას სოფელში  და რუსი რომ ხიდან ჩამოდიოდა ჩვენი შოთა ვეფხისტყაოსანს წერდა. 
ეს უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ჰიმნი (თავის კლიპითურთ რათქმაუნდა), იმიტომ რომ ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენს შეგნებას, გაგებას და მეობას. (c)ნამდვილი ქართველი
პოსტ სკრიპტუმად:
თუ გიხაროდენ მოძველდა, ან ცუდ ასოციაციებს იწვევს აგერ ბატონო ახლები, ცინცხლები ) , ავარჩიოთ რა პრობლემაა, "დუხი" ყველას ერთიდაიგივე აქვს.






ავირჩიოთ, ვიმღეროთ და დაველოდოთ:  ივერია აუცილებლად გაბრწყინდება.
<3

1 comment:

Trader said...

"ჩვენ ხომ გვიყვარს ყველაფერი ყალბი, ფსევდო და კოლექტიური."–>ვგიჟდები სიმართლის მღაღადებლებზე... :))