აქ საშინლად წვიმს, არ მეძინება. ცხელი შოკოლადი არ მაქვს, ლინდგრენის წიგნების წამოღებაც დამავიწყდა, ფილმებს ვერ ვიწერ,ნო ალკოჰოლ, ნო სიგზ.
ამიტომ დავწერ, აბა სხვა რა ვქნა?
დღეს 12 საათიდან უნთერვეგს ვარ, ანუ დავდივარ ჰოდა დავიღალე ცოტა. ჯერ ვიზის გასაგრძელებლად მივედი ჰაუში, მაგრამ მარტო ოთხშაბათობით არიან (თურმე). მერე ნატო ვნახე შაგალში. ნუ ამ წინადადებაში საინტერესო მეორე სახელია, იმიტომ რომ ნატოს ნახვა თქვენთვის არამგონია საინტერესო იყოს. შაგალი ერთი საშუალო ზომის მორესტორან-ბარ-კაფეო ადგილია ფრიდრიხშთრასეზე,
საყვარელი დიზაინით, გემრიელი მენიუთი და უსაყვარლესი ფასებით. ჰოდა, მივედით მე და ნატო, ვიჭორავეთ გურჯისტანზე, დოიჩლანდზე, კომბინირებულად ორივეზე, ცხელი შოკოლადი დავლიეთ, მაფინები ვჭამეთ და მერე ბუნდესთაგის დასათვალიერებლად წავედი.
ბუნდესთაგი ტურისტების მესამე საყვარელი ადგილია ბრანდენბურგერ თორის და ალექსანდერფლაცის მერე. თავმოყვარე ტურისტი ისე არ წავა ბერლინიდან, ამ სამ ადგილას რომ არ გადაიღოს სურათი!
ჰოდა, გასაგები მიზეზების გამო, პირველ ორ ადგილას რიგი არ დგას, აი ბუნდესთაგში შესაღწევად კი 24 საათის მანძილზე დაახლეობით 1000 იდიოტი აბირჟავებს უცვლელად. (მართლა 24 საათია ღია საწყალი შენობა, რომ ყველამ მოასწაროს დათვალიერება).
ჩვენ (მე და ოქსანას-მეორე სტიპენდიანტს) გაგვიმართლა, ვიტამინ ბე-ს (ნაცნობობის) საშუალებით ყოველგვარი რიგის და ჩაწერების გარეშე შეგვიყვანეს. სავალდებულო შემოწმების გავლის შემდეგ, კლაუდიამ (ყოფილმა კოპ-მა) ითავა ჩვენი გიდობა და ერთ საათში ერთი დიდი ნაწილის (კიდევ ბევრი შენობაა) დათვალიერება-ახსნა მოასწრო.
საინტერესო ადგილია ნამდვილად, თანამედროვე და არაქაჯური, განსაკუთრებით ქართული თანამედროვე არქიტექტურის ფონზე :დ
(რა ვქნა მაინც ყველაფერს ვადარებ მაქაურობას, კი ვიცი რომ არ ღირს, მაგრამ მაინც)
მაგრამ არქიტექტურულ ღირებულებებზე არ ვაპირებ წერას, უბრალოდ რამდენიმე საინტერესო რაღაც ვნახე და ავტომატურად გავავლე პარალელი საქართველოსთან.ისეთი რამეებია, ჩვენც რომ არ გვაწყენდა გაკეთება/არ გაკეთება.
ამბავი #1
ცენტრალური შესასვლელიდან ხელმარჯვნივ, პლენუმების და სხდომების დარბაზამდე არის ერთი ძალიან საინტერესო ადგილი, რომელსაც ყოველდღე ყველა პარლამენტარი გადის. და იცით როგორია ეს ადგილი?
ყავისფერი ყუთებით არის აწყობილი ხელოვნური კედელი. ყუთებზე ყველა პარლამენტარის გვარი აწერია, ვინც კი ოდესმე აურჩევიათ და ქრონოლოგიურად აწყვია. 1931 წლიდან დალაგებულ ყუთებს ქვემოთ შავად აწერია-"ნაციზმის მსხვერპლი" და ასე გრძელდება 1945 წლამდე, 1945 წლის პარლამენტარების გვარების ნაცვლად კი ერთი შავი ყუთი დევს.
"ეს იმისთვის რომ ყოველთვის გვახსოვდეს ჩვენი შავი წარსული" გვიხსნის კლაუდია.
შავი ყუთის შემდეგ რიგი კონრად ადენაუერის ყუთით გრძელდება.
ისევ პარალელები - ნეტა ჩვენ რას ვთვლით შავ ლაქად ჩვენს ისტორიაში (I mean, ჩვენს დანაშაულად) და რამდენ წელიწადში ან საუკუნეში ვაღიარებთ? ნუ ყუთებიან კედ(ე)ლამდე და ძეგლებამდე რომ შორია კი ვიცი მაგრამ მენტალურად მაინც როდის ვაღიარებთ რომ მივქარეთ რაღაც-რაღაცეები...
ამბავი #2
ყუთებიანი კედლის შემდეგ სუპერ-ბუპერ მოდერნიზებული სხდომათა დარბაზია, მერე გადამწვარი რაიხსთაგის (მო)ნარჩენი კედლები. ეს ძალიან მისტერიული რამეაო-გვანიშნებს კლაუდია, თვალს არიდებს და სწრაფად გადავყავართ სხვაგან.
"ეს კი კაფეტერიაა, მაგარი ხედი აქვს, მაგრამ მგონი არავინ დადის ისე ძვირი ღირს ყველაფერი, არც მე დავდივარ 2 ჯერ ვიყავი მგონი სულ". ჩემი ტვინი ჩემდა უნებურად ისევ ავლებს პარალელს თბილისთან. error error, something wrong. წარმოგიდგენიათ ქართველი პარლამენტარი რომელიც არ შედის კაფეტერიაში იმიტომ რომ ძვირია? :დ
ამბავი #3
მოკლედ, ბევრს ივლი თუ ცოტას ,კაფეტერიის და ბევრ გასასვლელიანი დარბაზის შემდეგ ჰოლია სადაც...
საბჭოთა მძღნერი სამახსოვროდ დატოვეს გერმანელებმა და თან წელიწადში დაახლობით 3 მილიონ ადამიანს აჩვენებენ :დ
ძალიან ეფექტურია-გადიხარ ცივილიზებული ჰოლიდან და რას ხედავ? ძველი კედლები და ზემოდან წარწერები-
და სადღაც შუაში ამ რუსულ წარწერებს შორის-დიდად ანათებს ოდიშარია (არ გამკვირვებია რომ დავინახე ქართული წარწერა / უფრო ის გამიკვირდებოდა რომ არ ყოფილიყო. )..,
მოკლდ არ ვიცი, ვიღაც ალბათ თვლის რომ ეს ისტორიული ძეგლია, მე კი მგონია რომ ძალიან მაგარი ფიშკაა,- ბუნდესთაგის კედლებს დღესაც სათუთად აქვთ შემონახული საბჭოთა ბარბაროსული დუხი და ქაქი.))
მოკლედ, საინტერესო ადგილია..
ნამდვილად ღირს 2 საათი up and down სასიარულოდ

2 comments:
auu Chagallshi mec var 1-2jer namyofi, magram ar maxsovda tu friedrichstrasseze iyo, sadgac sxvagan maxsovda ufro rosenthaler platz-isken.. zaan sayvareli adgilia da menatreba erti dge gansakutrebit mand rom viyavi megobrebtan ertad. :S
kai gogo xar blogi ro gaakete, shen tavheado shena :*
რამდენიმე შაგალია, ეს ერთი ფრიდრიხშთრასეზე ისეთია, ორთოდოქსებს რომ მოეწონებათ :დ
შენ რომელზეც ამბობ, ეგ კროიცბერგისკენ არის ხო?
პ.ს. ნელ ნელა ვერკვევი თან ბლოგ-ამბებში
სრული ჩაინიკი ვარ და ვაწესრიგებ დიზინს და ბლა ბლა.
მიხარია რომ მოგწონს <3 :*:*
Post a Comment