Monday, November 29, 2010

Helena Blomqvist (!)

გავჭედე, დიდი ხანია ასე არავინ არ მომწონებია!



Georgian National Anthem

ქართველები რომ ერთ-ერთი ყველაზე არაადეკვატური, ფეხებზემკიდია, უდარდელი და არანორმალური ერი ვართ ამაში ეჭვი დიდი ხანია აღარ მეპარება. შორს რომ არ წავიდეთ, უახლოესი წარსულიდან გემახსოვრებათ ალბათ-წაგებული ომის დროს  ბედნიერები რომ დავრბოდით ჭავჭავაძე-რუსთაველზე  დროშებით და სიგნალებით. რას ვზეიმობდით მაშინ, როცა თავზე გვემხობოდა ყველალფერი არ ვიცი, მაგრამ მთავარია ვზეიმობდით.  ჩვენ ხომ გვიყვარს ყველაფერი ყალბი, ფსევდო და კოლექტიური.

Wednesday, November 24, 2010

ოდა Last.fm-ს (მანიაკის აღსარება)

ინტერნეტის გამოგონებამდე ადამიანები რომ უფრო მოწყენილები იყვნენ ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. და მგონი, არც იმაში რომ, ინტერნეტის გამოგონების შემდეგ ადამიანები ორმგად მოსაწყენები გახდნენ. ინტერნეტმა ჩვენს freak-ობებს უფართოვესი გასაქანი მისცა, და ჩვენც  ვირტუალურად ვინაზღაურებთ ინდივიდუალურ  მარაზმებს. ვიღაც(ეები) ფეისბუქს არეფრეშებენ ყოველ 4,5 წუთში ერთხელ, ვიღაცეები World Of Warcraft ში ცხოვრობენ და მხოლოდ მაშინ უბრუნდებიან რეალურ ცხოვრებას როცა შიათ ან ტუალეტში უნდათ. ზოგს ძილშიც სკაიპის ზარი ჩაესმის და ზოგი კიდევ მხოლოდ ბლოგ-სივრცეში არსებობს და ლაივში მარტო იმიტომ ურთიერთობს   რომ მერე საღამოს აკანკალებულმა გამოაცხოს მორიგი პოსტი და ნახოს რამდენი ადამიანი მიასკდება მის ნაწერს. მოკლედ ვინ რითი ერთობა და რაზე მასტურბირებს ვერ გაიგებ. ინტერნეტი მრავალფეროვანია და კომპში/კომპით  რომ ყველაფრის პოვნა/გაკეთება შეგიძლია ეს უკვე აქსიომაა.

ჰოდა, მეც ჩემს ერთ "პატარა" ადიქციაზე მინდა დავწერო.   Last.FM  ერთადერთი სოციალური ქსელია, რომელსაც, მგონი  მე5 წელია  ვიყენებ და რომელიც ჯერ არ მომბეზრებია! ჩემი ოპერის speed dial -ში (ამ ფუნქციის გაჩენის დღიდან )პირველ ადგილზეა და ერთადერთი საიტია რომელსაც სისტემატიურად ვამოწმებ დაზარების გარეშე დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც.  გარდა ამისა, ლასტის ფლაგ-ინი  ერთადერთი პროგრამაა რომელსაც ჯუჯღუნის გარეშე ვააფდეითებ და რომლის ყველა  ფუნქციასაც თავიან ბოლომდე ვიყენებ.

Tuesday, November 23, 2010

წმინდაო ინსომნიავ, შეგვიწყალე ჩვენ!

თუ გააკეთე ყველაფერი  რაც გევალებოდა, უპასუხე ყველა საქმიან (:|) იმეილს და მაინც არ გეძინება,
 რა უნდა ქნა?
უნდა წაიკითხო წიგნი * , რომელიც გეზარება?
აღარ უნდა შეარსრულო მოვალეობები?-გვიანია
უნდა მოუსმინო მუსიკას?-უსმენ, მერე ჰა?
უყურო ფილმს? -ვერ იწერ.
ესეიგი უნდა დაწერო პოსტი ბლოგზე?
მაგრამ ეგეც რომ გეზარება? მოყოლა და აღწერა და ბლა ბლა.
ამიტომ უნდა დადო რამდენიმე კარგი ვიდეო:

დღეს ასეთი დღეა>
გუშინ როგორი იყო არ მახსოვს ზუსტად,
გუშინ წინ კი აი ასეთი იყო>



პ.ს. წესით ხვალ მოთოვს ბერლინში. ასე ამბობენ სინოპიკოსები.

პ.პ.ს. ძილინების ნიჭიერებო და ზარმაცებო, შედეგზე ორიენტირებულებო, კაპიტალისტებო, კომუნისტებო, ანანისტებო, პოხუისტებო და ჩემზე იდიოტებო. პრინციპში ჩემზე ჭკვიანებო თქვენც.გუდ ნაით.
გაინაწილეთ რა ჩემი ინსომნია
კოლექტიურად. (

* ჩემი ერთი ლექტორი წიგნს წიგს ეძახდა :|
აი რატომ გამასენდა, ეხლა საერთოდ აღარ დამეძინება ((

Saturday, November 13, 2010

Hello Charlie, Tom and Virginia!

ჩემი ბოლო პოსტის მერე , სადაც ვწუწუნებდი რომ 18 ცენტი მაქვს, 2 ჯერ დაღამდა, 2 ჯერ გათენდა და...
აგერ მესამე დღე ღამდება.
როგორც დიდმა ილიამ დაგვიბარა,
ყოველ ღამე შენს თავს კითხე
ვის რა არგე -ო,
ჰოდა, ა ბატონო :D ვეკითხები:

ვის ვარგე? -საკუთარ თავს ^_^
რა ვარგე?- საჩუქრები ^_^ 



                                                       რა საჩუქრები? 

ამბავი #1 (ცოტა ტურისტული, ცოტა სინწიმენწალური)
ღამე გამოუძინებელს და დილას ვერ ჩაძინებულს ერთმა კარგმა იდეამ მომიკაკუნა. ჩავიცვი, დავიმხე ჩემი ტომიკას ქუდი თავზე და Kochstraße-ზე წავედი. ამ ქუჩაზე 20ოდე წლის წინ სასაზღვრო პუნქტი იყო -სახელად Checkpoint Charlie და ბერლინს 2 ნაწილად ყოფდა. ჩარლის იქით ბნელი, ბოროტი, კომუნისტი ძიები ცხოვრობდნენ და აფრო-კოლას სვამდნენ, ჩარლის აქეთ კი თვითკმაყოფილი კაპიტალისტები იყვნენ, რომლებსაც ნამდვილი კოკა-კოლა, ჩიზბურგერები და სექსი  ქონდათ.
 დაახლოებით ასე გამოიყურებოდა ჩეკ-პოინტ ჩარლი 20 წლის წინ

Thursday, November 11, 2010

traffic lights

DB
EB
AP

არის/ არ არის? საკითხავი აი ეს არის!? :O

ესეიგი, გუშინ ისეთი რამ გადამხდა, რომ თვით მე,  ღრმად ათეისტი და ურწმუნო თომა-სიც  კი დავფიქრდი! თქვენც გაგიზიარებთ და მერე თქვენ გამიზიარეთ რას ფიქრობთ O_o o_O
მაშ! (როგორც წმინდა დალი იტყოდა) დავიწყოთ!
არის 10 ნოემბერი. ჯიბეში მაქვს 18 ცენტი (თან სულ ერთ და ორ ცენტიანებით), კარტაზე მაქვს 4 ევრო და სტიპენდიის ჩარიცხვამდე 5 დღე არის დარჩენილი + მაქვს 4 ღერი გალუაზი და მთელი ჩემი მათემატიკური ცოდნის გამოყენებით, ვცდილობ 5 დილა-საღამოზე გადავანაწილო. მაგრამ არ გამოდის, დაჟე არც დაბიჩოკებით, ჰოდა ამჟავებული ვზივარ მეტროში და მოვდივარ სახლში.( გზად ბანკომატიდან ჩემი უბედური 4 ევროს მოხსნა ვცადე (ოჰ ეს ოპტიმიზმი) მაგრამ ბანკომატმა მათხოვარი ხარ ვიღაცა ხარ, გააჯვიო  დამიწერა და მეც წამოვედი რა მექნა :()
ვომდა, სრულიად სასოწარკვეთილი და იმედგადაწურული ვზივარ მეტროში და უაზროდ ვიყურები თან გონებაში ისევ 3 ჯერ ვაბიჩოკებ ჩემს 4 ღერ გალუაზს რომ როგორმე 5 დღე ვიმყოფინო და მაინც არ გამოდის :| ტაბაკის ყიდვის შანსიც არ მაქვს, იმიტომ რომ ქაღალდიან-თუთუნიან-ფილტრიანად 5,30 ჯდება :| მოკლედ ბლაჰ! :(

Wednesday, November 10, 2010

65 Days of Static (or Dynamic?) და ჩემი 39-ე დღე ბ'ლინში

ჩემი 39-ე დილა ფრიად უცნაურად დაიწყო, ჯერ იყო და პუნქტუალურად ავდექი, საუზმეც მოვასწარი და სიგარეტიც დავაყოლე.ასეთი რამეები იშვიათად ხდება ხოლმე ჩემს თავს ^_^ მერე უ-ბანში ჩავედი და რას ხედავს ჩემი თვალები? :O
აი ამას ^_^ (ეგეც თქვენი გერმანული მოწესრიგებულობა ^_^
ჰოდა ასეთი უცნაურობების მერე, რა გასაკვირია რომ ლექციაზეც პუნქტუალურად მივედი? თან ძალიან საინტერესო ლექცია იყო. ფაქტიურად სტატისტიკურად დავითვალეთ ვინ უფრო მეტს მასტურბირებს გარდატეხის ასაკში, რა გავლენა აქვს სექსუალურ მიმზიდველობას ევოლუციის თეორიაში და ა.შ. მე თან გიჟივით ჩემთვის მეცინებოდა , იმიტომ რომ მხეიძის ერთი ლექცია გამახსენდა თბილისში, თსუ-ში, ფროიდზე და სექსებზე რომ  ლაპარაკობდა ბატონი ზურაბი. ჰოდა, ამ ლაპარაკში 10ოდე ნამდვილმა ქართველმა მანდილოზავრმა დემონსტრაციულად დატოვა აუდიტორია. ემანდ ქალიშვილობასაც არ შეეხოსო თავს უშველეს და გაასწრეს ალბათ ^_^ 
ეჰ  არადა, სულ არ არის სასაცილო, მომავალ'ი ფსიქოლ'ოგები იყვნენ. (ახლა ალბათ უკვე დაჟე დიპლომიანნი იმიტომ რომ შორეულ 2007 ში მოხდა ეს ამბავი)
მოკლედ აქაურობას  რომ დავბრუნდეთ, ბოლოს როგორც იქნა დავთვალეთ ვინ უფრო მეტს ანძრევს ხოლმე, დავმშვიდდით, მოვეშვით, შევეშვით და დავიშალეთ.

Saturday, November 6, 2010

ტესტ-პოსტი

ჯერ-ჯერობით ბლოგის ტექნიკურ მხარეებში სრული ჩაინიკი ვარ, ჰოდა ახლა ვერკვევი, თან რაღაცეებს ვამატებ/ვაკლებ/ვაფუჭებ.

რაიხსთაგი/ბუნდესთაგი, შაგალი და ცხელი შოკოლადი

აქ საშინლად წვიმს, არ მეძინება.  ცხელი შოკოლადი არ მაქვს, ლინდგრენის წიგნების წამოღებაც დამავიწყდა, ფილმებს ვერ ვიწერ,ნო ალკოჰოლ, ნო სიგზ.
ამიტომ დავწერ, აბა სხვა რა ვქნა?
 დღეს 12 საათიდან უნთერვეგს ვარ, ანუ დავდივარ ჰოდა დავიღალე ცოტა. ჯერ ვიზის გასაგრძელებლად მივედი ჰაუში, მაგრამ მარტო ოთხშაბათობით არიან (თურმე). მერე  ნატო ვნახე შაგალში. ნუ ამ წინადადებაში საინტერესო მეორე სახელია, იმიტომ რომ ნატოს ნახვა თქვენთვის არამგონია საინტერესო იყოს. შაგალი  ერთი  საშუალო ზომის მორესტორან-ბარ-კაფეო ადგილია ფრიდრიხშთრასეზე,
საყვარელი დიზაინით, გემრიელი მენიუთი და უსაყვარლესი ფასებით. ჰოდა, მივედით მე და ნატო, ვიჭორავეთ გურჯისტანზე, დოიჩლანდზე, კომბინირებულად ორივეზე, ცხელი შოკოლადი დავლიეთ, მაფინები ვჭამეთ და მერე ბუნდესთაგის დასათვალიერებლად წავედი.

Wednesday, November 3, 2010

აი ასეთია ბერლინი ^_^

აგერ უკვე საზეიმო ერთი თვე შესრულდა და გავიდა კიდეც, მას შემდეგ რაც ბერლინში გადმოვსახლდი. ჰოდა ბოლო 34 დღეა  ძირითადად 2 კითხვა მესმის (აქაურებისგან, მაქაურებისგან, უცხოპლანეტელებისგან) : 1) როგორია ბერლინი
2) როგორ ხარ (ეს მეორე ჩისტა ზრდილობისთვის :დ)
ჰოდა
ვერ ვახერხებ, სათითაოდ და პერსონალურად მოგწეროთ ყველას, ამიტომ ვეცდები აქ დავწერო ამომწურავად და გამომწურავად.