Monday, November 28, 2011

რა აკლია ბათუმს?

ამ მოკრძალებულ პოსტში მინდა პირველ რიგში კმაყოფილება და მადლიერება გამოვხატო ბათუმის განიცებასთან დაკავშირებით. საშინელი თვით კმაყოფილების და ელდისებრი სიხარულის განცდა მიპყრობს ხოლმე როდესაც წარმოვიდგენ რომ ნიცა ჩემგან სულ რაღაც 500 კილომეტრშია და 20 ლარიანი ნახევრადჩქარიმატარებლით შემიძლია 8,5  საათში  ჩავაღწიო.
(პირველად საქართველოში ფრანგული ხრუშოვკები ნიცის პროექტით)

ასევე მინდა აღფრთოვანება გამოვთქვა იმ კრეატიული (რომელი ერთი გინდა ამოარჩიო) შედევრებისა და ხელთუქმნელი ძეგლების მიმართ, რომლებიც ბათუმს საათში ერთხელ ემატება <3

Friday, October 7, 2011

iპანაშვიდი და სარკოზობა

 (ანუ  ეროვნული ემპათიურობის და სტუმართმოყვარეობის თავისებურებები )


ბოროტი ენები ამბობენ დედაქალაქში ჯერ კიდევ დაძრწის საბჭოთა აჩრდილის სულიო,  თუმცა- რაღა დაძრწის, ნელი ნაბიჯებით დასეირნობს ცენტრალურ ქუჩებზე და ხანდახან პარკშიც ჩამოჯდება ხოლმე შესასვენებლადო.
 
ბოროტი ენები ქირქილით იმასაც ამატებენ, რომ ამ აჩრდილს მხოლოდ 33 მანეთად მოსკოვში გადამფრენი ნატაშას რისხვა ღიპუცები და 3 მანეთად ყველის, ზეთის, შაქრის და ხორცის მარაგის მყიდველი დიასახლისები კი  არ მისტირიან არამედ იგი ბევრს და  კოლექტიურად ენატრებაო.   ერსაც, ბერსაც, მთავრობასაც და მოსახლეობის დიდ ნაწილსაც და ამ ნოსტალგიას თავისებურად, მაგრამ ერთად და კოლექტიურად  გამოხატავენ-.
არ ვიცი, არ ვიცი
მე მხოლოდ 2 ამბავი ვიცი, რომლებიც ბოლო 2 დღეში გავიგე:

Wednesday, September 28, 2011

Monday, September 12, 2011

[cold girl] Fever

შესავლის სახით:


[სანამ განვევრცობი, უნდა დავძინო :E] რომ  ზოგადად ძალიან არ მიყვარს  ბლოგებზე გამოფენილი ჯგუფები/არტისტები და ავტორების მიერ რივიუს სტილში გადაწყვეტილი ეგზჰიბიციონისტურ-მელომანური წივილ-კივილი, წიპა: „გუშინ სიგურ როსზე 4 ჯერ დავანძრიე“ , „ელამი ტომი- სამყაროს უკანასკნელი სევდიანი რაინდია“, “the national-მა დეკადის ალბომი დადო!“  და ა.შ.  არ მომწონს, იმიტომ რომ არ მაინტერესებს რა სიხშირით უდგება ბლოგის ავტორს ნიქ ქეივის ხმაზე, რას ფიქრობს ჯენეზის პი ორიჯზე და რა სიღრმის ეგზისტენციალურ ტკივილს ხედავს Kid A-ს ყდაზე.



მაგრამ Fever Ray გამონაკლისია :]

Monday, July 18, 2011

8 წუთი, 23 წამი

                                                                     ***

     დაბალი, მსუქანი, მელოტი და საშუალოდ ღიპიანი ვარ. სამსახურიდან 3 წლის წინ დამითხოვეს და მას შემდეგ უშედეგოდ ვეძებ. ცოტა ხნის წინ ფილტვების ანთება მქონდა და ექიმმა ბახმაროს სანატორიუმი მირჩია. თან მცირეოდენი შფოთვაც მაწუხებს და წამლების ყლაპვას ბუნებაში ყოფნა ჯობსო დააკსვნა.
     წამოსასვლელი ფული მეზობლებმა და ნათესავებმა შემიგროვეს. დიდი ვერაფერი კურორტია ეს ბახმარო, კაცმა რომ თქვას. აქაურობა ისეა გაჩანაგებული, გეგონება ეს ეს არის თემურ ლენგმა შემოირბინა საქმეზეო. სანატორიუმიც არ უქნია ღმერთს მაინცდამაინც. ოთხ ოთახიან კოტეჯში მე და ჩემზე უარესი,  6 თითქმის მომაკვდავი პაციენტი "ვისვენებთ". მთელი ღამე ხველა და ხველას მოყოლილი სინქრონული წყევლა კრუვლა მესმის. სამკურნალოდ ჩამოსულს ინსომნიაც დამემართა. ღამეც და დღეც ერთნაირად ნელა გადის. საქმე ბევრი არაფერი მაქვს. ხან კოტეჯებს შორის ვეძებ არ არსებულ სოკოებს, ხანაც ჩემს მომაკვდავ მეზობელს ვეთამაშები ნარდს არ დახველებაზე. უკიდეგანოდ მომაბეზრებელია ეს ყველაფერი. შუალედებს ტურბაზის სასადილოთი და ტყუილი სუპით ვივსებ. მაინც ვერ გავიგე რა უბედურებაა ეს ტყუილი სუპი, ან ვის ატყუებენ. მენიუში მაინც წაეშალათ "ტყუილი".

Thursday, May 12, 2011

While all the little children sleep






( სანამ თავს მოვაბამ  დიდ ( დაგეგმილ ) პოსტს) ძალიან მიტოვებული რომ არ იყოს აქაურობა

და ბარემ, რახან ბავშვები ვახსენე, ჩემი ლექტორის მიერ რეკომენდირებული ვიდეო :


Children see, children do



სად არ არის ცოცხალი სკინერი?

Thursday, April 28, 2011

Time Out/ Meeting People is Easy

მაშასა და მე
გუშინ მინი გმირობა ჩავიდინე, ჩემს მთავარ ადიქციას, თავისუფალი დროის ყველაზე დიდ მტერს და 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ღენიალურ გამოგონებას დროებით დავემშვიდობე.
დროებით იმიტომ რომ დავბრუნდები :E 
როდის არ ვიცი, მაგრამ სანამ ადიქციის დონე ცოტა არ დაიკლებს და სასურველ /ნორმალურ ზღვარს არ დაუბრუნდება მანამდე არ იქნება ჩემი მაუსის კურსორი ფბ-ზე :E
იმიტომ რომ:

Saturday, April 16, 2011

გვათარგმნინე! გვცემე! გაგვტყიპე!

                                                                                                                             (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) თბილისის  
                                                                                                                             სახელმწიფო უნივერსიტეტის ა.კ.ა. ცოდნის              
                                                                                                                              ტაძრისა/ "ჟუჟუნას კანტორის" რიგითი                                                                                                                                                                                                                                                                                                                              სტუდენტის მიმართვა, ამავე 
                                                                                                                              უნივერსიტეტის

                     რექტორს/ ადმინისტრაციას/ ან ვინმეს ვისაც ეხება



 ... ში ჩაბარების პირველ წელს, ზამთრის სემესტრშივე მივხვდი რომ დავუშვი უდიდესი შეცდომა, ისეთი როგორსაც ცხოვრების მანძილზე იშვიათად უშვებ ადამიანი. ნუ აღთქმული ცოდნის ტაძრის მაგივრად რომ ზემოთხსენებული ჟუჟუნას კანტორა დამხვდა ამ ამბავს ჩემი დაბალი ადაპტაციური უნარების გამო მხოლოდ მეორე სემესტრში შევეგუე.

         სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების და  ბოლონიის პროცესის ერთადერთი თვალშისაცემი შედეგიც 100%ით გამოვცადე საკუთარ თავზე. 6 საგნიდან 3 აუცილებლად თუ არ დაგემთხვა ერთმანეთზე და ერთი კოლოქვიუმიდან მეორეზე  სპრინტერული მარათონით თუ არ მიასწარი რა არს ..?

sms.tsu. ge-ს  დაჰაკვა რომ ბებიაჩემსაც შეუძლია და მონაცემთა ბაზა  წელიწადში რამდენჯერმე ყველაზე საჭირო დროს (მაგალითად აკადემიური რეგისტრაციის პერიოდში) რომ ითიშება  ეგ არაფერია. ვის არ მოსვლია!


ყოველ წელს რომ საკუთარ თავს ვეკითხები- სად ვსწავლობ სინქრონული თარგმნის სპეც კურსზე თუ ფსიქოლოგიურზე და მაინც რომ ვერ ვიპოვე პასუხი ესეც ჩემი ბრალია.  უნდა მცოდნოდა (როცა ვაბარებდი) რომ მართალია თ.ს.უ. ში ოფიციალური სწავლების ენა ქართულია მაგრამ მასალების 91 % ყველა ენაზეა ქართულის გარდა. აგრეთვე უნდა მცოდნოდა ისიც, რომ სტუდენტების ნათარგმნი კონსპექტებით მეცადინეობას ხირაგანაზე დაწერილი იაპონური წიგნის წაკითვა ჯობს. (შინაარსს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაიგებ და ვიზუალურად ეს უკანასკნელი ჯობს , ჩემი მოკრძალებული აზრით რათქმაუნდა.)


Friday, April 15, 2011

"მართლმადიდებლური" სივი (ნაკურთხია მამაოს მიერ)



პირადი ინფორმაცია:

სახელი / გვარი: ღვთის შვილი
დაბადების ადგილი / თარიღი: თბილისი, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა/. 1989/28/08 (მარიამობას)
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, 7 შვილი, აქედან 2 პატრიარქის ნაკურთხი
საკონტაქტო მონაცემები: E-mail: ufaloshegviwyalen2011@posta.ge

განათლება:
1995-2006:  საჯარო/ ქუჩის სკოლა #333
2006-2010: სსიპ ქალიშვილობის ინსტიტუტი- კაცობის გაგების და მეობის ფაკულტეტი
2010-დღემდე: მაგისტრატურა სსიპ ქალიშვილობის ინსიტუტი/ ვიწრო სპეციალიზაცია - ქალის როლი კუხნაში და ეკლესიაში

გამოცდილება:
1997-1999  -მნათე უბნის ეკლესიაში
1998-2003 პირადად მყავს ნაცემი დაახლოებით 120 იაღოველი და დახეული მაქვს დაახლოებით 1000ზე მეტი ბროშურა
2005-2008 სამარხვო გოჭების და ტკბილეულის ბიზნესი (ნაკურთხი)
2003-დღემდე: დასავლური ფასეულობების წინააღმდეგ მებრძოლი და ეროვნული  სიწმინდეების დამცველი (უშტატო)
სპეციალიზირებული ცოდნა:
უცხო ენები: 
რუსული- გაქცეულს მოვაბრუნებ / ინგლისური-მასონების ენაა
კომპიუტერული ცოდნა:
ჩართვა/გამორთვა
www.odnoklassniki.ru

დამატებითი ინფორმაცია:
ჰობი:  მარხვა, პიდარასტების ცემა,  ოდნოები



p.s. გმადლობთ რომ განიხილეთ ჩემი CV, დამატებითი ინფორმაციისთვის და რეკომენდაციისთვის მიაკითხეთ ჩემს მამაოს.

უფალს ებარებოდეთ

 

♥