Thursday, April 28, 2011

Time Out/ Meeting People is Easy

მაშასა და მე
გუშინ მინი გმირობა ჩავიდინე, ჩემს მთავარ ადიქციას, თავისუფალი დროის ყველაზე დიდ მტერს და 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ღენიალურ გამოგონებას დროებით დავემშვიდობე.
დროებით იმიტომ რომ დავბრუნდები :E 
როდის არ ვიცი, მაგრამ სანამ ადიქციის დონე ცოტა არ დაიკლებს და სასურველ /ნორმალურ ზღვარს არ დაუბრუნდება მანამდე არ იქნება ჩემი მაუსის კურსორი ფბ-ზე :E
იმიტომ რომ:
არ შეიძლება საიტი დაარეფრეშო წამში 47 ჯერ.
 არ შეიძლება გუგლ ხრომში, ოპერაში და ექსპლორერში ერთდროულად მხოლოდ ერთადერთი საიტი-ფეისბუქი გქონდეს გახსნილი.
არ შეიძლება წაიკითხო ყველა სტატუსი, + ქუჩაში ადამიანი რომ შეგხვდება ავტომატურად მისი ბოლო კრეტინული კომენტი  გაგახსენდეს.
არ შეიძლება ისტერიულად აკომენტო/ ათვალიერო სურათები/ ალაიქო იუთუბიდან გადმოკატავებული ლინკები და არ მოგბეზრდეს.
კიდევ ბევრი არ შეიძლება არ შეიძლება..
სამაგიეროდ, სანამ თვითთერაპიის კურსს ჩავამთავრებ:
წავიკითხავ მონიტორს უკან ჩაწყობილი და უიმედოდ დამტვერილი წიგნების 30% ს მაინც.
ვუყურებ ფილმებს რომლებიც მომენატრა, ან თვეებია ვგეგმავ ვუყურო და ვერ მოვაბი თავი.(ჰო კიდევ, ფუტურამას გადავუვლი თავიდან :E)
ვივლი ცურვაზე -სანამ კვაზიმოდოს დააფდეითებულ ვერსიად ვიქეცი.
და სავარაუდოდ უფრო მეტ დროს დავუთმობ ბლოღს.

what  так.
^ ^
პ.ს.
გუშინ დავიწყე ჩემი დიადი :E გეგმის განხორციელება და 4 წლის წინ ნაჩუქარ დივიდის ჩავუჯექი/ თუ ჩემსავით დროულები  ხართ და ჯერ კიდევ არ გინახავთ წინა საუკუნეში გადაღებული სუპერბუპერ დოკფილმი რედიოჰედზე აუცილებლად უყურეთ :

Meeting People Is Easy  : )









13 comments:

merius said...

fb-ze xshirad is arian, rac undat rom iyon. sabolood ki, sxva adamianebs xvdebi. :(

Том said...

getanxmebi, tumca zogadad egrea, mec egre var, albat shenc, ragac dozit yvela egre viqcevit, ubralod maniakobis zgvars ar unda miaghwios. tvitkontroli kai ramea maset dros.

Nina Gorecki said...

მე ერთხელ ბუკმარკებიდანაც ამოვაგდე და მერე ისე გამოვიდა, უფრო ხშირად შევდიოდი ხოლმე :დ ჩემზე აკრძალვები საწინააღმდეგოდ მოქმედებს, შენ კი წარმატებები ამ საგმირო საქმეში :)) :*

ფბ-ზე თუ არ შემოხვალ აქ გკითხავ, ოლიმპიკში მიხვედი? წყალი როგორია? ))))

takagana said...

samagierod me vzivar maniakivit da valaikkomentapdeiteb yvelafers padriad (sun)

Том said...

@ნინა, მეც ეგრე ვარ ხოლმე, აკრძალვაზე 2 მაგი ინტერესი მიჩნდება მაგრამ ამჯერად მგონი ისე დავიღალე ფბ-სგან რომ აღარც აკრძალვა მოქმედებს :დდდ/ ოლიმპიკს რაც შეეხება, ჯერ არა, შემდეგ კვირას ვგეგმავ დაზვერითი ხასიათის გასვლას <3
პ.ს. დიდი მადლობა :* იმედია მეყოფა ნებისყოფა და უარესად გამარაზმატიკებული არ დავბრუნდები ))))

@may kasahara
ჩემს მაგივრადაც დაალაიქე :ეე/ აი გეუბნები რა, რაც ფბ გავაუქმე ჩემი ჩემმა თვითპატივისცემის დონემ საშიშ ნიშნულს მიაღწია, მეშინია მანია გრანდიოზაში არ გადამივიდეს :ეეე

Roverandom said...

მერე ბლოგზეც რომ იგივე მოხდეს? :) ვთქვათ, ეგეთი ტექსტი:

”არ შეიძლება ბლოგი დაარეფრეშო წამში 47 ჯერ, რომ ნახო, ვინ დაგიკომენტა.

არ შეიძლება გუგლ ხრომში, ოპერაში და ექსპლორერში ერთდროულად მხოლოდ ერთადერთი საიტი-საკუთარი ბლოგი გქონდეს გახსნილი.
კიდევ ბევრი არ შეიძლება არ შეიძლება..
სამაგიეროდ, სანამ თვითთერაპიის კურსს ჩავამთავრებ:
წავიკითხავ მონიტორს უკან ჩაწყობილი და უიმედოდ დამტვერილი წიგნების 60% ს მაინც.
ვუყურებ ფილმებს რომლებიც მომენატრა, ან წლებია ვგეგმავ ვუყურო და ვერ მოვაბი თავი.(ჰო კიდევ, ფუტურამას გადავუვლი თავიდან :E)
ვივლი ცურვაზე - სანამ კვაზიმოდოს დეიდაშვილის დააფდეითებულ ვერსიად ვიქეცი.
ბლოღს საერთოდ აღარ დავუთმობ დროს.” :)

Том said...

@roverandom :DD მართლა არის თან მაგის შანსი რომ ერთ დღეს ბლოგზეც დამემართოს ეგ. მაგრამ იმედია არ მოხდება, იმიტომ რომ მართლა კარგი რელაქსაციაა და არ მინდა მომბეზრდეს.

prschool said...

FBრასტები ხარობენ ქვეყანაში :))))

Том said...

@prschool :Dმაგარი ტერმინია :D

Roverandom said...

მთავარია, როგორ წარმოთქვამ. ეფბერასტი, ფებერასტი თუ უბრალოდ ფბრასტი.

orlandu said...

oh, mware mware simartle!

sun dro said...

ეს დივიდი მეც გადმოწერილი მიდევს ერთი წელია და ვერ ვუყურე. მოვკლა ფბ?

Томас said...

mokali <3