შესავლის სახით:
[სანამ განვევრცობი, უნდა დავძინო :E] რომ ზოგადად ძალიან არ მიყვარს ბლოგებზე გამოფენილი ჯგუფები/არტისტები და ავტორების მიერ რივიუს სტილში გადაწყვეტილი ეგზჰიბიციონისტურ-მელომანური წივილ-კივილი, წიპა: „გუშინ სიგურ როსზე 4 ჯერ დავანძრიე“ , „ელამი ტომი- სამყაროს უკანასკნელი სევდიანი რაინდია“, “the national-მა დეკადის ალბომი დადო!“ და ა.შ. არ მომწონს, იმიტომ რომ არ მაინტერესებს რა სიხშირით უდგება ბლოგის ავტორს ნიქ ქეივის ხმაზე, რას ფიქრობს ჯენეზის პი ორიჯზე და რა სიღრმის ეგზისტენციალურ ტკივილს ხედავს Kid A-ს ყდაზე.
გამონაკლისია, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც მე და მუსიკა დავმეგობრდით, არ მახსენდება არცერთი სხვა შემსრულებელი, რომლის მიმართაც ასეთი კონტრასტული დამოკიდებულება მქონდა და მაინც ჰეფი ენდით დასრულდა :]]]
ჩემი დამოკიდებულება კი კარინ დრეიერ ანდერსონისადმი (ა.კ.ა fever ray) დაახლოებით ისეთივე მრავალფეროვანია როგორიც თავად მისი შემოქმედება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს ნიჰილიზმიდან აგრესიის გავლით სრულ გაჭედამდე.
უფრო თანმიმდრევრულად რომ მოვყვეთ:
ანდერსონ(ებ)ის შემოქმედებას პირველად The Knife-ს სახით გავეცანი და სიმართლე რომ ვთქვა დიდად ვერ აღვფრთოვანდი. ამას თან ემატებოდა გადაჰიტებული pass this on რომელიც ყველა მხრიდან მესმოდა , გაუთავებელი საუბრები იმაზე რამდენად გენიალურია ეს კლიპი და ყველა სოციალურ ქსელზე გასტატუსებული I’m in love with your brother/sister. ერთადერთი რაც იმ პერიოდიდან მახსოვს- მახსოვს რომ გამაღიზიანებელი იყო.
ეს იყო შორეულ 2008 ში. მას შემდეგ ძალიან დიდხანს არ ჩამირთავს the knife.
2009-ში უკვე Fever ray გამოჩნდა, ანუ კარინ დრეიერის სადებიუტო სოლო ალბომი,
რომელიც მიუხედავად The Knife-სადმი ანტიპატიისა მაინც ჩავწერე პრინციპით: „ეგდოს, ეგებ მომინდეს."
ბოლოს და ბოლოს, ერთ უაზრო დღეს [როცა არ იცი რას გინდა მოუსმინო] მაი მიუზიქში ბოდიალისას გადავაწყდი და ჩავრთე მაგრამ მეოთხე ტრეკზე გამოვრთე და წავშალე. რაღაცამ ისევ გამაღიზიანა, ოღონდ ამჯერად ეს "რაღაც" მისი ცივი, უემოციო, მშრალი და გამყინავი ხმა + სკანდინავიელი ალქაჯის იმიჯი იყო.
მას შემდეგ, ვერცერთი მეგობრის რეკომენდაციამ, შეგონებამ და შამანურმა რიტუალებმა ვერ გაჭრა სანამ ერთ-ერთმა თითქმის ძალით keep the street empty for me-ს ლაივი არ მომასმენინა.
აქედან დაიწყო ჩემი და Fever ray-ს დამეგობრება, რასაც მოყვა მისი შემოქმედების საფუძვლიანი ჩაჯდომა-ჩაწოლა და The Knife- ხელახლა დამუღამება.
ამ ძებნა-ძიებაში ასევე აღმოჩენილ იქნა კარინის სულ პირველი ჯგუფი Honey is Cool რომელიც არის სრულიად მაზალო :E ბენდი, ხოლო თავად კარინი ტიპიური სკანდინავიელი ნაშის ვიდზე დაძიგძიგებს :E:
[თუ ვინმეს დაგაინტერესებთ: http://www.last.fm/music/Honey+is+Cool]
Honey is cool-ს 1999 წელს მოყვა The knife
რომლის ბიოგრაფიის მოყოლის არანაირი სურვილი არ გამაჩნია და ვიკიპედიიდან გადმოკატავებაც მეზარება, ამიტომ პირდაპირ ფავორიტ ტრეკებს გამოვდებ :E
ძიეგენერატები :E
თავად დეიდა კარინი, ოლაFთან ჩვეულებრივ ფორმაში, სპეციალურად მათთვის, ვისაც ანდერსონები სამფეხა ცხრათავიანი ალქაჯები გონია :E
5 comments:
მაგარი ქალია, რაღაცნაირი წარმართული ენერგეტიკა აქვს, სუნთქვას ვაჩერებ ხოლმე და ისე ვუსმენ :)) ვეტრნეტრისთვის უნდა მოვიმარაგო კიდევ თუ რამე ახალი აქვს
ეგეთი 'რევიუ' რედიოჰედზე მაქვს მარტო დაწერილი, ნასვამი ვიყავი და მეგონა ვათავებდი :დდ მეც არ მაინტერესებს, თუ პროფესიონალური რევიუ არ არის, თუმცა ახლა რაღაცნაირად გამიხარდა საერთო რომ ვიპოვე, ბევრის გაგება შეიძლება ადამიანზე მუსიკით ააა ვაიმე რამდენს ვლაპარაკობ )))
კი ეგეთი ენერგეტიკა აქვს მართლა <3 ახალი არაფერი მგონი, here before თუ გაქვს, და ნუ წითელქუდას საუნდტრეკები ]]]
ეე რა მაგარია, წავიკითხავ შენს რევიუს ახლა, შემოვიჭყიტები.
ბიჭო, რატო ვერ ვჭედავ მე ამ ქალზე, არაწარმართი ტიპი ვარ რა და საერთდ უღმერთო-ურჯულო
გონს მოეგე და ქრისტესმიერ გზას დაადექი. მაშინ განიხსნება კარნი კარინისაკენ სავალნი და გაჭედავ. ვახ ლაივებს მიეძალე. მე ლაივები უფრო მიყვარს, თუ არადა, აი ის პირველი ჯგუფი ნახე, ნაშა მაინც არის :ე
su, adre vitvlidi xolme ramden jgufshi iyo es qali, ogond qronologia ar vicodi:)))) saertod ragac sxva tipshaaa, the knife da fever ray gvanan ertmanets da ragac gansxvavebul qmnian ertaad <3
Post a Comment