Wednesday, January 19, 2011

I don't wanna grow up

     თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემს თავში  არსებობს ერთი ძალიან ძველი და სქელი  პაპკა- სახელად " , Do not do that, It's dangerous" -რომლშიც სამწუხაროდ არ შედის მოწევა, დალევა და არაჯანსაღი კვება, მაგრამ სამაგიეროდ აერთიანებს ყველაფერ იმას , რაც სახიფათოა ჩემი  ნერვული სისტემისთვის  :E: მაგალითად ხშირი არასასურველი კონტაქტები, ბებიაჩემთან ტელეფონზე ლაპარაკი, დილას ადრე გაღვიძება ან დიდხანს ლოდინი. ეს ლისტი შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ, მითუმეტეს რომ ბერლინში ჩამოსვლის შემდეგ ეს პაპკა თავისთავად გაიზარდა.
 და სხვა მრავალ დებულებასთან ერთად ერთი ახალი მცნებაც შეემატა, სახელად:
"არ შედგა ფეხი კა დე ვე ში"



Ka De We აბრევიატურაა და  Kaufhaus Des Westens -ს  ნიშნავს, ანუ უფრო ადამიანურად და ქართულად რომ ვთქვათ: კადევე ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, ძვირადღირებული და  გიგანტურ-მონსტრული სავაჭრო ცენტრია ბერლინში ( და არამხოლოდ). ჰოდა როგორც ამბობენ კეისარს კეისრისაო და  მარტივი ლოგიკაა- თუ დილას  მაკდონალდსში საუზმობ, სადილად фოლ'გაში გადახვეული სენდვიჩებით დადიხარ, ტაბაკს ეწევი  და კაპუჩინო კრუასანთან  ერთად დიდი ხანია ახლოდან არ დაგინახავს-ესეიგი სტუდენტი ხარ, რომლის თვიური შემოსავალიც ცოტათი ცდება 200 ევროს და ასევე სრულიად ლოგიკურად- არაფერი გესაქმება კადევეში ( თუ მაინცდამაინც მაზოხიზმისკენ არ ხარ მიდრეკილი)
მე არ ვარ მაზოხისტი, ამიტომ 4 თვის მანძილზე მხოლოდ ერთადერთხელ შევდგი ფეხი , ისიც წმინდად (გურჯულ) ტურისტული მოსაზრებით წიპა- "ხო უნდა ვნახო აგი რაია."
მაგრამ ვაი რომ იწრო ყოფილა ბუნებაი ჩემი, დღეს ვიტენბერგერ ფლაცზე მოხვედრილმა 10 წუთიანი დიალოგის შემდეგ, (საკუთარ თავთან) გადავწყვიტე და დავიჯერე  რომ კადევეში საქმე მქონდა და შევმწუწდი.


ეჰმ, არ მოვყვები ახლა 6ვე სართულის აღწერას, (უბრალოდ დამერწმუნეთ-  კადევე ყველაზე არაშოპაჰოლიკ ადამიანსაც აღაგზებს :E)  მეოთხე სართულზე შევჩერდები სადაც ძალიან ბევრი სათამაშოებია (



მათ შორის ჩემი ოცნების სათამაშო მაკეტი-ქალაქი თავისი რკინიგზით, სახლებით, მატარებლებით, მანქანებით, ხეებით, ქუჩებით :ცრემლმორეული სმაილი:




 ვიტრინასთან ახლოს მისვლის შემდეგ გავარკვიე, რომ ეს საყვარელი მაკეტი ზუტად ჩემი სამი თვის სტიპენდიის ექვივალენტია ევროებში :very deressive smile:
 არადა რომ შევხედე, ეგრევე წარმოვიდგინე შეფუთული, დიდი ბანტით , ჩემს კარებთან აყუდებული-მით უმეტეს რომ 6 დღეში მართლა მაქვს დაბადების დღე :ეჰ:

(ისე თუ ვინმეს გაგიჩნდათ ჩემი გახარების სურვილი აქვე დავძენ რომ არ ვარ წინააღმდეგი, კიარადა პირიქით გაშლილი ხელ ფეხით შევხვდები თქვენს საჩუქარს!)

მოკლედ ასე სევდიანად დასრულდა ჩემი "საქმიანი ვიზიტი" კადევეში. 
მაგრამ, გამოსვლისას მივხვდი, რომ მაინც ვერ წამოვიღებდი თბილისში ზომის გამო :თავის დამშვიდების სმაილი:
ასე რომ, არაუშავს. :ძალიან მატყუარა სმაილი:









პოსტ სკრიპტუმ: ჩემი სავარაუდო სპონსორების საყურადღებოდ: თქვენ ზომამ არ დაგაფრთხოთ- ტრასპორტირებაზე მე ვიზრუნებ!





4 comments:

Zurriuss.GE said...

გილოცავ დამდეგ პირად ახალ წელს :ესყველაზეცუდისაჩუქარიარასაცმოელიმაგრამრავქნა:

მატარებელი იზ სოოუ გრეით! გამახსენდა, როგორ ვაპირებდი მეტროს რკინიგზები ზეპირად მესწავლა და ვეებერთელა ფურცელზე უშეცდომოდ გადამეტანა :(((

Томас said...

არა, არ არის ცუდი საჩუქარი! :დ
მადლობ ზურიუს!
პ.ს. ბავშვობაშ მეც მინდოდა რაღაც ეგეთი, ახლაც მინდა მაკეტის გაკეთება, მაგრამ არამგონია თავი მოვაბა.
არადა მაგარი იქნებოდა.

Zurriuss.GE said...

ნეტში ერთ ვიდეოს მივაგენი, ერთ ქართველ ტიპს სახლის მთელი ზედა სართული მინიატურულ ვაგზლად აქვს გადაკეთებული. თავისი ხელით აწყობილი მატარებლებით, ლიანდაგებით და ა.შ. თან დენზე მუშაობს. გამოვშტერდი კინაღამ!

Томас said...

აუჰ რა მაგარია, რომ ჩამოვალ უნდა გავიცნო და ვესტუმრო))))
გეხვეწები გადმომილინკე რა, ძალიან დამაინტერესა, სერიოზული ფრიკი ვარ ეგეთი რამეების.