Saturday, January 15, 2011

Idiot! slow down, slow down.

თუკი ბერლინში , გამოფენაზე შესასვლელ დიდ რიგში ორ უცხოელ (არც თუ ისე კარგად ნაცნობ)  სტუდენტთან  ერთად დგახარ small talk ვერ გიშველის. 1 საათიანი ყურყუტის შემდეგ კი, როცა small-  long talk-იც უკან გაქვს მოტოვებული და ენასაც ვეღარ ამოძრავებ- ხვდები რომ ნებისმიერი ინთერნეიშენალ სტუდენტის საუბარს თავისი კანონზომიერება და წესები აქვს. მაგალითად, თუ ბერლინში ხარ, ამ საუბარში  აუცილებლად  იქნება სამი ძირითადი კომპონენტი:  დაიწყება  S-bahn-ზე ,BVG-ზე და ბერლინის სატრანსპორტო სისტემაზე საუბრით, გაგრძელდება ( ა)ლოგიკური კითხვით-„ ნამყოფი ხარ თუ არა ებრაულ მუზეუმში” და სრულიად ბანალურად დამთავრდება  ჰოლოკოსტის , ნაცისტების, ჰიტლერის და ებრაელების მოკლე მიმოხილვით.




ამჯერად უკვე მეორე სტადიაზე ვართ და მახსენდება რამდენიმე კვირის წინ მიღებული შემოთავაზება ზახსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში ექსკურსიაზე წასვლის შესახებ. საერთოდ ექსკურსია „ზაქსენჰაუზენის  საკონცენტრაციო ბანაკში“  ან თუნდაც აუშვიცში ან დაჩაუში - ეს სიტყვათაშეთანხმებები ცოტა უცნაურად ჟღერს, დამეთანხმებით ალბათ. მესმის წახვიდე ექსკურსიაზე ციხე-სიმაგრის, რომელიმე XY სამეფო გვარის სასახლის ან სულაც რომელიმე ძველთაძველი ეკლესიის სანახავად   (გააჩნია შენი ინტერესების სფერო რას და რას შორის ვარირებს) მაგრამ- აუშვიცში ექსკურსია? რავიცი.
 ჯერ კიდევ არ ვიცი წავალ თუ არა, მიუხედავად იმისა რომ ისტორიის სერიოზული freak ვარ, რაღაც არ მიმიწევს მაინც და მაინც გული. ერთ ერთი მიზეზი ალბათ ის არის, რომ როცა ჩემს თავს წარმოვიდგენ ჰოლოკოსტის მსხვერპლად ნერვები მეშლება. საერთოდ არ მხიბლავს იმის დაშვებაც  კი რომ ვიღაც იდიოტი ტურისტები ნახევარი საუკუნის მერე თავიანთ დამპალ ციფრულ ფოტოაპარატებს აჩხაკუნებენ იმ ადგილას სადაც მე წამებით ამომხადეს სული.
ნეტა რას უშვებიან მერე ამ ფოტოებს? საოჯახო (ციფრულ)  ალბომში აკრავენ ეიფელის ქვეშ ამაყად გადღებულ ფოტოებთან ერთად თუ სკაიპით უგზავნიან მეგობრებს რომ გაუზიარონ სად იყვნენ? ან იქნებ საერთოდაც facebook-ზე დებენ, რომ მერე 200-მა, მათზე 200ჯერ უფრო  იდიოტმა დაალაიქოს?


ჩემზე ადრე, ამ კითხვამ როგორც ჩანს როჯერ კრიმერსი შეაწუხა და გადასარევი პასუხიც გადაიღო

NO COMMENT










 მეტი იხილეთ აქ : http://www.rogercremers.nl/serie/Auschwitz2008/01.html









No comments: