Tuesday, January 11, 2011

Facebook მარაზმები Part I (ბეჭდვაი საკვირველი)

ჩემს ინტერნეტ ნევროზებს კიდევ ერთი ახალი  ნევროზუკა დაემატა- სახელად  "რანაირადწერთბლიაძ?!"
facebook-ზე , იმის გამო რომ ყველას ეზარება შრიფტის შეცვლა და ქართულად პოსტვა- ძირითადად ლათინურად აკრეფილი ტექსტები ჭარბობს. ნუ წასაკითხად რომ სასიამოვნო არ არის, მაგას კიდევ არაუშავს (თუ მაინცდამაინც ვეფხისტყაოსნის წაკითხვა არ გაქვთ გადაწყვეტილი  ფბ-ის კომენტარების მეშვეობით )   მაგრამ, ეს იდიოტური წერის მანერა მართლა sucks და მიჩენს სურვილს რომ hide პაპკაში შეგსვათ (გამოსმის პერსპექტივის გარეშე)



მაგალ'ითად:

#1- dalian mikvarkar zvirpaso. აი რომ ვკითხულობ მაჟრიალებს ხოლმე. "დალიან მიკვარკარ ზვირპასო" |   WTF
როდესმე გიცდიათ ხმამაღლა გადაგეკითხათ თქვენი ნაწერი?

# 2 saaaaaal, rogorrrrrrr xaaarrrrrrrrrrrrrrrrr / vaimeeeeeeeeeeeeeeeeeee dsaaaalian momTSssssonnssssssss-მართლა მაინტერესებს , ამსიგრძეზე რომ კრიფავთ, ლაივშიც ეგრე ჭედავთ და jerk-ობთ ხოლმე ? (ან მეორე ვარიანტია- ინტერნეტი  ბარაბნიანი ტელეფონი გგონიათ და რომ მიაღწიოს ინფორმაციამ ადრესატამდე, ვირტუალურ იოგებს ძაბავთ. :( მინდა გაგახაროთ -  ინტერნეტი ბარაბნიანი, საბჭოთა ტელეფონი არ არის )

#3 dzaxli  mxavs zudad, mezizxebit xvelani!  ასეთი ტიპის ნაწერების  გაშიფვრას და გაშიფრულიდან აზრის გამოტანას მინიმუმ 10 წუთიანი დაჟინებული მზერა და გამორიცხვის მეთოდის ამუშავება ჭირდება. შგვიბრალე(თ), X-ც შეიბრალეთ :დ

პოსტ სკრიპტუმ:
შინაარსს ვინ ჩივის :დ  - უბრალოდ წერეთ გამართულად,  ისე რომ წაკითხვის მერე არ ამტკივდეს თვალები. (თვალოფობი ვარ)
ან ქართულ კლავაზე გადადით,
ან ისწავლეთ-როგორ იწერება ლათინურად ქართული. (თუ გინდათ- გამოგიგზავნით ინსტრუქციას)
პატივისცემით თქვენი ტომასი.

პოსტპოსტკრიპტუმკრიპტუმ
nothing personal ოვ კორსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს.

1 comment:

. said...

ეგ მარტო მაგ საიტს არ ეხება მე თუ მკითხავთ(თუ არც:)).
პირადად მე არ ვკითხულობ ლათინური შრიფტით ნაწერს,მეზარება თუ ნერვები არ მყოფნის:D