Sunday, January 23, 2011

მშმპ და ჩვენი ინვალიდი აზროვნება

იმის ჩამოთვლა, თუ რა მომწონს ბერლინში ძალიან შორს წაგვიყვანს, ისევე როგორც იმის ჩამოთვლა- რა არ მომწონს თბილისში. ამ ორ ქალაქს ჩემს თავში მხოლოდ ის აერთიანებს რომ ორივეზე შემიძლია უსასრულოდ  გრძელი სია ჩამოვწერო. ერთზე ძირითადად + ები მეორეზე სამწუხაროდ ძირითადად - ები.
ეს პოსტიც +/- ებს ეხება.  ტიფლისს და ბერლინს, პოსტ საბჭოთა საქართველოს და პოსტ ფაშისტურ გერმანიას.

ბერლინში ჩასვლისას (თუკი პოსტსაბჭოთა ბლოკის ქვეყნიდან ხართ) პირველი თუ არა მეთე მაინც, რაც თვალში გეცემათ მშმპ (მოძრაობის შეზღუდვის  მქონე პირების )სიმრავლეა.
ისინი შეგხვდებიან ყველგან: კინოში, მაკდონალდსში, მეტროში, ავტობუსში, როკ კონცერტზე და პარკებში, ქუჩებში, გაჩერებებზე და კლუბებში, უნივერსიტეტში, გამოფენებზე და სკოლებში.

                                 
თუმცა, თუ ისტორიის გაკვეთილებს კარგად სწავლობდით სკოლაში, მაშინ აუცილებლად გემახსოვრებათ რომ სულ რაღაც 70-80 წლის წინ შშმპ-ები (ებრაელებთან და ლგბტ ადამიანებთან ერთად ) ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი იყო ჰიტლერის ზონდერბრიგადებისთვის. ნაცისტებს ლოგიკა მარტივი და "რკინის" ქონდათ- მშმპ -ები ჰიტლერისეული ნამდვილი არიელის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ და ამის გამო საკონცენტრაციო ბანაკებში ასრულებდნენ სიცოცხლეს.

დღეს 2011 წელია


რა შეიცვლა ამ  70 წელიწადში გერმანიაში?
7 თაობა, 9 ბუნდესკანცლერი, გერმანია დაიყო 4 სექტორად, აშენდა და მერე საზეიმოდ დაინგრა კედელი, ბოლოს გაერთიანდა გერმანია და... ამასობაში შეიცვალა მენტალიტეტი.ან მიდგომა, ან ორივე ერთად. ყოველ შემთხვევაში, გერმანელები მიხვდნენ რომ ყველა მოქალაქე ჯანმრთელი, ორფეხა, ორხელა, 100% მხედველობის მქონე, ჰეტერო, ბედნიერი , ქერა და  ცისფერთვალება არიელი ვერ ეყოლებოდათ  და შეეგუვნენ. უფრო მეტიც, ცხოვრების ნორმალური პირობები შეუქმნეს და ეს ადამიანები
ისევე ცხოვრობენ და ახდენენ თავის რეალიზებას როგორც ყველა დანარჩენი, ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი ადამიანები. 



ჩვენთან?
70 წლის წინ ჩვენთანაც არანაკლებ ფაშისტურად ექცეოდნენ მშმპ-ებს კომუნისტები. ისინი იზოლირებულები და იგნორირებულები იყვნენ დანარჩენი სოციუმის მიერ. არ ვიცი ვინ დაამკვიდრა ეს საზიზარი ტერმინი ინვალიდი რომელიც სიტყვასიტყვით ნიშნავს -უვარგისს, გამოსაყენებლად არავარგისს და ასე შემდეგ, მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყო ავტორი, ფაქტია რომ საზოგადოებამ მიიღო და შეითვისა კიდეც ეს ტერმინი რაც თავად საზოგადოების გაუაზრებელ, ფეხებზემკიდია, ინვალიდ  dump აზროვნებაზე მიუთითებს მხოლოდ.
ჩვენ სამწუხაროდ ვერ გვიშველა დეკადების ცვლილებამ,  იმიტომ რომ დღემდე საქართველოში მშმპ ები ისევ იზოლაციაში იმყოფებიან. 
მოკლედ,
ძალიან რომ არ გამიგრძელდეს პოსტი ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან:
თბილისის მეტროში ალბათ შეამჩნევდით ვაგონში ფანჯარასთან გაკრულ ნიშანს რომელზეც მშმპ-თა სიმბოლოც ახატია.
ჰოდა ამასწინათ დაახლოებით 20 წუთი ვფიქრობდი და ვერაფრით ვერ მივხვდი როგორ შეიძლება მოძრაობის შეზღუდვის მქონე პირი თვითონ აღმოჩნდეს 2 კილომეტრიანი ესკალატორის ძირში, თუ სუიციდი არ აქვს გადაწყვეტილი? რა ცინიზმია ამ ნიშანის გაკეთება ვაგონში, როდესაც პრაქტიკულად 0% არის იმის შანსი რომ მშმპ აღმოჩნდეს იქ.
მე არ მაქვს ლაპარაკი იმაზე, რომ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ნაცნობმა, ნათესავმა, შვილმა, მამამ ან სულაც უცნობმა ჩაიყვანოს ადამიანი ესკალატორზე.

(შედარებისთვის- აგერ ბერლინის ფოტოები
სპეციალური ამოსასვლელი მპმ-ებისთვის)
იმის გამო რომ ტროტუარს და კიბეს შორის მანძილი რჩება, მძღოლი ვალდებულია (!) მშმპ პირი უზრუნველყოს სპეციალური დაფით და მიეხმაროს ასვლაში


იგივე ვრცელდება მეტროში.)

თბილისს რომ დავუბრუნდეთ:
მე მაინტერესებს: როგორ შეიძლება ადამიანმა მოახდინოს თავის რეალიზება, როგორ შეიძლება არ დაემართოს დეპრესია, როგორ შეიძლება იცხოვროს როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა როგორ უნდა გაუჩნდეს გარეთ გამოსვლის ხალისი, (ეს ყველაფერი ყოველდღიურად და დამოუკიდებლად)
თუ:
გარშემომყოფების 99% მოიხსენიებს მას როგორც ინვალიდს.
სახელმწიფო მასზე არ ზრუნავს და არანაირ პირობებს არ უქმნის გადაადგილების გაადვილებისთვის.
საინტერესოა ასევე:
როგორ უნდა ისარგებლოს მშმპ-მა ავტობუსით ან მეტროთი?
როგორ უნდა გაერთოს /სად უნდა წავიდეს? ( ისე რომ იქ მყოფმა სოციუმმა 3 მეტრზე არ დააღოს პირი)
როგორ და სად უნდა იმუშაოს?
და რა უნდა გააკეთოს რომ მიღებული იყოს სოციუმის მიერ და არ ესმოდეს არაფრისმომცემი გულისამრევი ფრაზები და ეპითეტები, წიპა: "საწყალი"," დედა ნწნწ", "უი უი", "დედა შვილო რას გამწარდებოდა"  და არ დაინახოს ფსევდოსევდით აღსავსე სახეები?


პასუხები არ გაქვთ, არც მე არ მაქვს. საიდან უნდა გვქონდეს ისე, როცა 
არც  არასდროს გვიფიქრია და  შეგვიწუხებია თავი ამაზე ფიქრით?
არადა მშმპ-ობაისევე როგორც შშმპ -ობა მაინცდამაინც გენეტიკური არ არის, რაც იმას ნიშნავს რომ ერთ დღეს შეიძლება მე, შენ, შენ ან კიდევ რომელიღაც შენ აღმოვჩნდეთ მშმპ-შშმპ- თუ მაგალითად დილას გასვლისას აგური დაგვეცა ან ავარიაში მოვყევით.
(არ ვიწყევლები, ჯვარიც გწერიათ, ყურანის მადლიც შეგეწიოთ და ბუდამაც გადაგაფაროთ თავისი კალთა- ვისაც რისი გწამთ იმის მიხედვით)
უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ, თუ მაინცდამაინც ალტრუისტული იდეებით არ ვიწვით
პრაგმატულად მაინც ვიაზროვნოთ, იმიტომ რომ არავინ არაფრისგან არ ვართ დაზღვეულები.

წამოდით,
ავდგეთ და გავაპროტესტოთ,
ბლიადზ, წელიწადში 4 ჯერ დაგინებულებივით რომ ვიკრიბებით პარლამენტის წინ და ხან მიშა მოდის რომ ვკივით ხან მიშა წადის-
ავდგეთ და მოვითხოვოთ მერიისგან, სახელმწიფოსგან რომ შეუქმნან ამ ხალხს ელემენტარული პირობები.

ძნელია?
საქმე მთავრობებში კი არა ჩვენს ინვალიდ აზროვნებაშია. სანამ არ შეგვაწუხებს და ჩვენი ახლობელი არ აღმოჩნდება მშმპ ან მთლად უარესი-ჩვენ თვითონ არ გამოვცდით საკუთარ თავზე, მანამდე სულ ცალ, ჯანმრთელ ფეხზე გვკიდია ჩვენი მშმპ თანა-მოქალაქეც, მისი ბედ-იღბალიც, სამოქალაქო თვითშეგნებაც  და პასუხისმგებლობებიც.









6 comments:

Xtravaganza said...

chamodi da daaorgianize erti kampania. me shentan vidgebi.
sxvatashoris, exla didi problemaa ak - tbilisel devnilebs asaxleben taviani saxlebidan da aris erti ambavi. me mati uflebebis dacvas vucher mxars da ash magram martali gitxra ori dgis cin ro akcia iyo, ik ver mivedi. :(

Том ждёт said...

რომ ჩამოვალ მართლა მივხდავ, მივხეავ რა- ხმამაღალი ნათქვამია, უბრალოდ რაღაცას მოვიფიქრებ გავაკეთებ და თუ ამყვებით ძალიან მაგარი იქნება.
დევნილებს რაღას ერჩიან :(
უჰ ცუდად ვხდები რომ მახსენდება რა მოწყვლადები არიან ჩვენთან ყველა უმცირესობა + საზოგადოებისგან მარგინალიზებული წევრები.
მოკლედ, რომ ჩამოვალ მართლა გავაკეთოთ
მე არ დამავიწყდება

mzime) said...

და შენ გინდა გამოაღვიძო ეს ინვალიდი საზოგადოება? საკუთარი თავის გარდა გვაინტერესევს ვინმე?


დადებითი პასუხის იმედი არც მაქვს:(((((((((

Том ждёт said...

ციკლიდან რიტორიკული კითხვა პასუხები )
სერიოზულად კი, არავის გამოფხიზლების იმედი არ მაქვს მძიმე-ვ, მითუმეტეს საზოგადოების ))საკუთარი თავისადმი ინტერესი სრულიად ბუნებრივი რამეა, კაკ რაზ მაგ ინტერესის გამო ვამბობ, წინდახედულები ვიყოთ თქო )
ერთ დღეს იზოლაციაში რომ აღმოვჩნდეთ ვგონებ ძალიან გვეწყინება.

Том ждёт said...

პ.ს. ვისაც ალტრუიზმის და ძმები გრიმების გჯერათ, გაგატარებთ, არ არის პრობლემა

Tiks said...

ხვალიუ, ხვალიუ, ამხ. სადომაზოგადო მოღვაწევ :* რამდენი ხანია შენთან არ შემომიხედავს (ჩუმ-ჩუმად დავძვრებოდი და ვკითხულობდი ხოლმე, ძიახ). ჩავჯდები დღეს და ცოტათი გავიგებ, რა (ები) ხდება (ხოლმე) შენს თავს.