Sunday, February 3, 2013

ბინის გაქირავების ეროვნული თავისებურებები


მოკლე სიტყვა გრძელად ითქმის, თუ დაჭირდა პოსტსო, ასე იტყოდა ბატონი შოთა, ბლოგი რომ ქონოდა და ერთი საუკუნე რომ არ დაეპოსტა შიგ (თუ ზედ?).
ჰომდა.
რაშია ახლა საქმე.
მოგეხსენებათ, ადამიანს წელიწადში ერთხელ აქვს დაბადების დღე (გამონაკლისს წარმოადგენს ჯიზაზ ქრაისთი), შესაბამისად, საშუალო, სტანდარტულ, მოკვდავ არაჯიზაზ ადამიანს უჩნდება ლოგიკური და  კანონიერი სურვილი, მაქსიმალურად კარგად აღნიშნოს კიდევ ერთი წლით დაბერება და სიკვტილთან +1 ნაბიჯით მიახლოვება.
ჰომდა.
რას შვება ამ დროს ადამიანი, თუ არც ოღრაშულად, რესტორნულად უნდა ქეიფი და არც ნათესაობის გარემოცვაში ყვავილების ბუკეტივით ჯდომის პერსპექტივა ხიბლავს?
გეგმავს, რომ ადამიანურად, მეგობრებთან ერთად აღნიშნოს, დალიოს, იცეკვოს, იმღეროს, იხტუნავოს, იხორხოცოს, იღრიალოს. მოკლედ, გაერთოს.
ფიქრობს, რომ იქირავებს ბინას , რომელიც ქირავდება დღიურად. ( (იმიტომ რომ ეზარება საკუთარი სახლის დალაგება, ან საკუთარ სახლს ბონუსად საკუთარი მშობლებიც მოყვებიან, ან საერთოდ არ აქვს იმდენი ფართი, რომ ხალხი დაატიოს)
აპირებს, პატიოსნად გადაიხადოს ღირებულება, აიტანოს სასმელი, დინამიკები... ტრალი. ვალი.

შესაბამისად-next step:
ხსნის უძრავი ქონების გაყიდვა-გაქირავება-დაგირავება-დალომბარდების რომელიმე ეროვნულ საიტს, საძიებო ველში უთითებს სასურველ პარამეტრებს და აჰანდე!
ძიების შედეგებიც რამდენიმე წამში ჩნდება ეკრანზე.
ბედნიერი, future იუბილარი კმაყოფილი იღებს მობილურ ტელეფონს, სანდომიან ხმას იყენებს, მითითებულ ნომრებზე რეკავს..


და აქ იწყება ყველაზე საინტერესო:

-ალოოოო
-გამარჯობა, თქვენი განცხადება ვნახე ბლაბლაბლა მისამართზე.
-კიი გენაცვალე, გადასარევი ბინაა.
-იცით, 32 იანვარს მინდა ერთი დღით ქირაობა, დაბადების დღისთვის.
აააააააა?(პაუზა) (ჩახველება) (ხმის ჩაწმენდა)-იცით რააა. ეს ბინები სხვანაირად (რანაირად?) ქირავდება.
-როგორ? კითხულობს დაბნეული იუბილარი. (პირველი ზარია და ჯერ ვერ გაერკვა)
-საათობით. თეთრეულიც მოყვება. 3 საათი-30 ლარი. (თუ არ აგიდგა, მტერს და ავს!)))
-ააააა.


პირველი, წარუმატებელი მცდელობა როგორც წესი არ აშინებთ იუბილარებს.
იმედს იტოვებენ, რომ "წინაზე ვიღაც ფსიხთან მოხვდნენ"
და ახლა სხვა ნომერზე რეკავენ.

-დაააა
-გამარჯობა. ბინა მინდა დაბადების დღისთვის.
-დაბადების დღისთვის არ ვაქირავებთ.
-აბა რისთვის აქირავებთ?
-აწერია ზედ!


ცდა # 3.

-ბინა მინდა დაბადების დღისთვის.
-არ გვაქვს და ვერც იშოვით. მაგენი საათობით ქირავდება.


ჰომდა.

ძვირფასო ბინის გამქირავებლებო:
 ეროვნულ,  სატყნაურობინების კულტურას და სახლის ბორდელად ქცევის ფენომენს არ შევეხები. უბრალოდ,ერთი პატარა კითხვა მაქვს:


 თეთრეულის ხარშვას და  გასხმულის წმენდას,  ნარწყევი არ ჯობს?
ან

სადაც ერთს  წმენდთ, მეორემ რა დაგიშავათ?

თუ მაინცდამაინც ჯგუფური ორგიის მოწყობას უნდა დაგპირდეთ, რომ  მოგვაქირავოთ თქვენი აპარტამენტები,

ბლიაძ?


p.s. ჰო და სულ ეგეთს აქირავებთ, როგორც სურათზეა.

ბებიათქვენისამ.

p.p.s. რწყევა დაბადების დღის აღნიშვნის აუცილებელი კომპონენტი არ არის.

2 comments:

babisa said...

არასაათობრივი,დღიური ბინები არის, როცა სტუმრები ჩამოდიან საზღვარგარეთიდან, ქირაობენ ხოლმე.
ასეთი უნდა იქირაო
არ უნდა უთხრა, უბრალოდ, დაბდღეს აწყობ, თუ კინოჩვენებას, რა მათი საქმეა და ვსე :)

Томас said...

ისე ეგ ვარიანტი შეიძლება, მაგრამ ხმაურზე
მეზობლები ზუზუნებენ, დაჟე პატრულიც დაუყენებიათ.