Wednesday, February 20, 2013

მენტალური უნარები

ტერმინი ზოგადი უნარები, რომელიც 2005 წელს შემოიჭრა ქართველების ცნობიერებაში (და რომელმაც  ნელ ნელა, დიდი წივილ-კივილის, წყევლა კრუვლის და შეთქმულებათა თეორიების გავლის შემდეგ-  მაინც   დაიმკვიდრა თავისი ადგილი საზოგადოებაში) გულისხმობს:
ლოგიკური მსჯელობის, ინფორმაციის ადეკვატურად გადამუშავების  და მოვლენათა შორის არსებითი ურთიერთმიმართებების წვდომის უნარებს.
ერთი სიტყვით კარგი და საჭირო რამეა. თან, თავისი საზომი ერთეულიც მოყვება ტესტის სახით, რომელიც მინიმალური ცდომილებით ზომავს  აბიტურიენტებში ზემოთნახსენები უნარების არსებობას. შედეგად, უნივერსიტეტი იღებს სტუდენტს, (რომელიც მართალია უმეტეს წილად ვარსკვლავებს არ წყვეტს ციდან), მაგრამ წერა-კითხვა, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა და შემდეგ ამ გამოტანილი შინაარსის წერილობითი ფორმით გადმოცემა მაინც შეუძლია.


რაც შეეხება მენტალური განვითარების ტესტს -სამწუხაროდ ჯერ არც შემოჭრილა და არც დამკვიდრებულა ქართულ ცნობიერებაში, არადა მე თუ მკითხავთ, თავისი არსით, ზოგად უნარებზე არანაკლებ საჭირო და მნიშვნელოვანი რამაა. იგი მოიცავს:
სტერეოტიპებისგან, რასიზმისგან, პრეჯუდისებისა და შოვინიზმისგან დაცლილ, ლოგიკურ აზროვნებას, რომელიც ეფუძნება რეალურ გამოცდილებას და ჰარმონიაშია კონსტიტუციით გამყარებულ ადამიანის ბაზისურ უფლებებთან. ისევე როგორც ზოგადი უნარების, ასევე მენტალური უნარების ქონაც ავტომატურად გულისხმობს ინფორმაციის გადამუშავების ადეკვატურ დონეს  და რაციონალურ, აფექტებისგან  დაცლილ აზროვნებას.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მწვავედ დგას მენტალური რესტარტის (თუ გნებავთ აფდეითის) პრობლემა, შემომაქვს წინადადება- შევქმნათ მენტალური უნარების ტესტები და გავხადოთ იგი სავალდებულო სკოლიდანვე!




ნიმუში # 1

1. მოცემულია პირობა, რომ
ა) ნინი ჟირაფი კი არ არის, არამედ ქალია.
ბ) ნინი სიგარეტს ეწევა.
მოცმეული წინაპირობიდან გამომდინარეობს შემდეგი დასკვნა:
1) ეგ ბოზი ეგ
2) ქალი რომ სიგარეტს ჩაიდებს პირში...
3) ვის ოჯახშიც ეგ შევა...
4) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

2. ადოლფ ჰიტლერმა დახოცა ჰომოსექსუალები.
ა) ძაანაც კაი, მეტის ღირსები არიან
ბ) მინდა ჰიტლერი ვიყო
გ) ნეტა ბოლომდე გაეწყვიტა
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი

3. მოცემულია შემდეგი წინაპირობები:
ა) გოგი ჩემი მეზობელია
ბ) გოგი ათეისტია და ეკლეასიაში არ დადის
მოცემული დებულებებიდან გამომდინარეობს, რომ:

1) გოგი სატანაა
2) გოგი ბავშვებს ჭამს
3) გოგის ღმერთი დასჯის და ჯოჯოხეთში დაიწვება
4) არცერთი პასუხი არ არის სწორი


4.გთხოვთ წარმოიდგინოთ შემდეგი სიტუაცია:
ქუჩაში გასვლისას შეგხვდათ შავკანიანი ადამიანი. რას იზამთ?

1) პირჯვარს გადავიწერ
2) გამეცინება
3) სახე დამეჯღანება და ჩემთვის მივაწყევლი რამეს
4) არავითარი რეაქცია არ მექნება.


5) მოცემულია შემდეგი დებულება:
პატრიარქს დაესიზმრა, რომ ყველა ერთად, კოლექტიურად უნდა გადავხტეთ ხიდიდან:
დებულებიდან გამომდინარე უპასუხეთ თქვენთვის სასურველ პასუხს:

1) ღმერთო მაპატიე ამას რომ ვამბობ, მარა მგონი ცოტა დაბერდა... (პირჯვარი)
2) პატრიაქი პლენში ყავთ და აიძულებენ მსგავსი რამეების თქმას
3) როგორც პატრიარქი იტყვის, ისე უნდა მოვიქცევით! პატრიარქი ბრძენია!
4) არცერთი პასუხი არ არის სწორი