Monday, July 2, 2012

პირველად საქართველოში! back in the USSR?

 2003 წლიდან ანუ მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის მოსვლის დღიდან, რაც თავი მახსოვს ყველა მიღწევა, მიუღწევლობა, პრობლემა და უპრობლემობა საბჭოთა კავშირის დროინდელ რეზულტატებს დარდება და რა თქმა უნდა ირკვევა რომ დღევანდელი საქართველო ასი თავით ჯობს საბჭოთას, რომ პირველად საქართველოში, ჯერ აქამდე არასდროს საქართველოში და კომუნისტების შემდეგ საქართველოში პირველად ხდება და ინერგება ესა თუ ის ღირსშესანიშნავი მოვლენა და მეთოდი, რომლის ინიციატორებიც რაღათქმაუნდა ჩვენი კრეატიული ხელისუფალნი არიან.
რაღა დაგიმალოთ და ყური ისე მიეჩვია ნაცმოსეულ რიტორიკას და დემაგოგიას (10 წელი არც ისე პატარა დროა, მოგეხსენებათ)  რომ ძირითადად იავნანასავით ჩამესმის ხოლმე  და ხშირად ტვინი ვეღარც ფილტრავს ამჯერად რა მოხდა პირველად საქართველოში და   რომელ დარგში გამოვიგონეთ ველოსიპედი.
ის ფაქტი, რომ ბათუმი ნიცაა, პლეხანოვი სოჰო, ანძა რომ ეიფელს ჯობს და საერთოდაც, მსოფლიოში რომ ყველაზე მეტი მაგარი რამე გვაქვს- ცნობილი ფაქტია, გადამოწმებას არ საჭიროებს და დაახლოებით იმდაგვარი ლოგიკური თეზისების ჟანრს განეკუთვნება, როგორსაც უნარჩვევების ტესტში შესული, აწ უკვე ლეგენდად ქცეული ნინის ჟირაფობა.
(მაგრამ, თუ მაინც არ გჯერათ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ამისთვის კი სულ რამდენიმე მარტივი პროცედურის შესრულებაა საჭირო:
 სვანეთის მწვერვალებიდან თხილამურებით დაშვებულებმა ბათუმის აკვატორიაში უნდა ამოყვინთოთ, შერატონში მსუყე ლანჩის შემდეგ გზა გორის ესტაკადით უნდა გააგრძელოთ (ოღონდ მარცხნივ არ უნდა გაიხედოთ, თორემ შეიძლება ასობით კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულმა გეტოებმა ერთბაშად გაგიფუჭოთ ლანჩით მოგვრილი სიამოვნება)  და საბოლოოდ თბილისში, რომელიმე ულტრათანამედროვე რამეში უნდა ამოყოთ თავი.
ვოტ ტაკ!
ახლა ძირითად სათქმელს რომ დავუბრუნდეთ:
 როგორც აღვნიშნე, თვალ-ყურ-ტვინი ისეა მიჩვეული ნაცმოსეულ რიტორიკას, რომ თითქმის გამორიცხულია რომელიმე ნიუსმა ყურადრება მიიქციოს. მითუმეტეს, რომ წამყვანები და რეპორტიორები ძირითადად ქოლგეითის რეკლამის სტილში ყვებიან ახალ ამბებს,წიპა:  ექსკლუზიურად თქვენთვის, ახლა უკვე ერთი წასმით გაითეთრებთ კბილებს ერთი წლით!ან  პირველად საქართველოში უპრეცენდენტო პროექტი, გადაფხიკეთ ჩეკი (ან რამე, ვინმე, რავიცი რაც გინდათ) და მოიგეთ! 
როგორც წესი, ჩვენში განხორციელებულ სამთავრობო პროექტებს პრეცედენტი არ აქვს და ხანდახან პირველად მსოფლიოში მასშტაბზეც გადის ხოლმე (მააშ! :E )
სწორედ ასეთ, პირველად მსოფლიოში ტიპის პროექტს განეკუთვნება სულ რამდენიმე დღის წინ (კაცმა არ იცის ვის თავში) აღმოცენებულ-წამოჭრილიენიალური იდეა დასაქმების სამინისტროს შექმნის შესახებ.
ახლა რაში მდგომარეობს ამ ამბის განსაკუთრებულობა :E
სანამ საკითხის საფუძვლიან განხილვაზე გადავიდოდეთ, თავად იდეის და კონცეფციის დონეზევე ერთი პატარა ისტორიული პრობლემა და შეუთავსებლობაა  :E
ჯერ ერთი, ეს პროექტი სულაც არ არის პირველად მსოფლიოში ტიპის და მასშტაბის, უფრო მეტიც (და უარესიც! ) სულ რაღაც ერთი საუკუნის წინანდელი, დღევანდელი სახელმწიფო იდეოლოგიისა და პოლიტიკისთვის საძულველი საბჭოთა, კომუნისტური, გეგმიური ეკონომიკის და არათავისუფალი, კონტროლირებადი საბაზრო პოლიტიკის პერიოდიდან იღებს სათავეს! (მაააშ?! vol.2 :E)
მეორე პრობლემა რასაც ლიბერალურ, დემოკრატიულ, ბიზნესის აყვევებისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ვაწყდებით არის სუფთად ეკონომიკურ-პოლიტიკური დონის საკითხი:
ბოლოს და ბოლოს რა ჯანდაბას ვაშენებთ ამ ქვეყანაში? გეგმიურ კომუნიზმს, რომელშიც სახელმწიფო დაასაქმებს მოქალაქეებს, თუ კაპიტალიზმს, რომელშიც სახელმწიფო მინიმალური დონით ჩაერევა (მაგალითად არ დააწიოკებს ბიზნესს :ე ) და დამსაქმებელი და დასაქმებული თვითონვე მონახავენ საერთო ენას ადეკვატური კონკურენციის პრინციპებზე დაყრდნობით?
მესამე პრობლემა ის არის, რომ ამ აწ უკვე მკვდრადშობილი სამინისტროს შექმნის იდეა  საქმის გაკეთების რეალურ სურვილზე მეტად წინაასაარჩევნო ფანდს და ტრიუკს გავს. (ან იქნებ მე ვარ პარანოიკი? მაგრამ შე კაი დედმამიშვილო, 10 წელია სახელმწიფოს მართავ, 10 წელია ყველაფერი შენს ხელშია და მეთერთმეტე წლის დასაწყისში, კარსმომდგარ არჩევნებზე გაგახსენდა, რომ დასაქმების სფეროში მთლად ყველაფერი რიგზე ვერ გაქვს? Oo 

ამ ყველაფერთან ერთად და ამ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო საინტერესოა როგორი იქნება სამინისტროს სპეციფიკა, როგორ უნდა იმუშავოს, რა უნდა აკეთოს?

ვარიანტი ა)
არ მინდა დავიჯერო, რომ მართლა კომუნისტური გეგმებით აპირებენ "დაასაქმონ" ხალხი, რაც იმას გულისხმობს, რომ ისედაც წყალწაღებულ და დაქცეულ ბიზნესს საბოლოოდ დააქცევენ და კერძო კომპანიებში შტატების გაბერვის ხარჯზე იძულებით  "დაასაქმებენ" უმუშევრებს.
ვარიანტი ბ)
მეორე და უფრო ადეკვატური ვარიანტი იქნება, რომ ტრენინგ-ცენტრად აქციონ სამინისტრო და კონსულტირება გაუწიონ დასასაქმებლებს   (ეს სიტყვა ცუდად არ შემოგეკითხოთ :EEEEEEE)
მაგრამ აქვე ჩნდება ფრიად ლოგიკური კითხვა: ტრენინგების ჩატარებას და კონსულტაციის გაწევას რა ეშმაკად უნდა სამინისტროს შექმნა?
მით უმეტეს რომ იუ ეს აიდის პროგრამის ფარგლებში ისედაც ფუნქციონირებს ამდაგვარი პროგრამა და მამენტ,  დიდი წარმატებებითაც ვერ დაიკვეხნის.
(თუ სახელმწიფო რომ ჩაერევა უფრო უკეთ წავა საქმე? (ვითოოომ? ))

ვარიანტი გ)
სამინისტრო გააკეთებს ბაზას, რომელშიც შეიტანს პოტენციური დამსაქმებლების ვაკანსიებს + დასასაქმებელთა :ე რეზიუმეებს და კონტროლს გაუწევს დასაქმების პროცესს.
მაგრამ vol.2  ჯერ ერთი მაგით რა ხეირი რო? მეორეც, ჯობს.ჯი ხო არსებობს :ე და მაინცდამიანც სამინისტრო უნდა დაერქვას? მე მგონი ისედაც გადასარევად ართმევს ეგ საიტი თავის საქმეს თავს. + კონტროლის გაწევა და კაპიტალიზმი მოგეხსენებათ  დიდად ვერ თავსდებიან ერთმანეთში. მაგას ჯობს დასაქამების "კანტორა" გააკეთონ და ეგაა.

ნაცვლად ამისა რა უნდა გაეკეთებინა ამ 10 წლის მანძილზე სახელმწიფოს:

1. სამუშაო ადგილების შექმნა! 
რაშიც კაპიტალისტური სახელმწიფო არა პირდაპირ არამედ ირიბი გზით იღებს მონაწილეობას. ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას ყველა დონეზე (წვრილ, საშუალო მსხვილ) და ქმნის ისეთ პირობებს:  საკანონმდებლო ბაზას, ადეკვატურ გადასახადებს,  მონოპოლიების ალაგმვას, etc. რომელშიც ბიზნესი იარსებებს.

2. ნორმალური, ადამიანური, ადეკვატური შრომის კოდექსის შექმნა 
რომელმაც უნდა არეგულიროს დამქირავებელს და დასაქირავებელს შორის ქცევის ნორმები. დაქირავებული არ უნდა დაამსგავსოს მონას და დამქირავებელი მონათმფლობელს, იმიტომ რომ  at least 21-ე საუკუნეა, ფეოდალიზმი გადავარდა კაი ხანია+ ჩვენ ხომ ყველაზე ყველაზე ყველაზე მაგარეეეე სახელმწიფო ვართ მსოფლიო მასშტაბით :დ

3.დასაქმების სააგენტოს ( და არა სამინისტროს ! ) შექმნა
რომელიც მოახდენს დაუსაქმებლების აღრიცხვას და მონიტორინგს + კოორდინირებას გაუწევს დამსაქმებლებთან.


ხოდა, პოსტ კრიპტუმად:

სადაც ამდენი მე ვიცი, რიგითმა არასპეციფიკური განათლების მქონე ადამიანმა, დავიჯერო იქანე ზეით :E არ იცით მაგდენი?
პროსტა საარჩევნოდ ახალი იდიოტობა მოიგონეთ რაღაც და აბოლებთ ამ ხალხს.
ვოტ ტაკ. დასაქმების სამინისტრო არა მოსაქმების კიდევ.

პოსტ.პოსტ.კრიპტუმ:
იდეები სხვა, ახალი სამინისტროების შესაქმნელად:
მაგალითად არ გვაწყდენდა:
:გამარჯობააფხაზეთოშენი სამინისტრო:
:პირველად საქართველოში, უპრეცენდენტო სამინისტრო:
:მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების დაფასების სამინისტრო:



etc.








4 comments:

Urban Monkey said...

:niniko chamovida 1 kai davliot: saministro gvinda exla chven da kargad ici eg shen

Urban Monkey said...

P.S. Lots of Love... MAMONT

Томас said...

:tanc: davliot romelia, gaviprochot. chamofrinda ukve xom? ^^
p.s. lotz ov chaxutebaz and gagebaz!!

Molly said...

მოსაქმების სამინისტრო რა კარგია.. :)))) ძალიან კარგად წერ! ლოვ იუ!