მაშასადამე:
ძვირფასო და არაძვირფასო, მეგობრებო და არამეგობრებო:
იმის გამო რომ დრო საერთოდ არ მაქვს და ბლოგზე გამოქვეყნებული ბოლო პოსტი ლამის ქრისტესშობამდე 244949 წლით ადრე თარიღდება, გადავწყვიტე (სანამ ჩემი ბლოგი, რომელიც ამჟამად სულს ღაფავს და აგონიაშია- საბოლოოდ მიბარებულა ბლოგების ღმერთს) თავი ავიპანჩურო და კვირაში ერთხელ ვარესები <3 ანუ ყოველკვირეული , თემატური პოსტები დავდო.
ბევრი ფიქრის, ტვინის უბნების აქტიური დაძაბვის და საკუთარ თავთან განხორციელებული ტვინშტურმის :E შემდეგ გადაწყდა შემდეგი რამ:
კვირაში ერთხელ დაიდება ამა თუ იმ თემატური ლექსიკონის ჩემეული, თავხედ-თავჰედური ვერსიები. ამით at least სიკვდილისგან ვიხსნი ბლოგს და ემანდ თქვენც (მკითხველსაც ესეიგი) აგიტოკოთ ერთი ორი კუნთი ცხვირ-პირ-ყბა-ტუჩ-ნიკაპის მიდამოებში <3
თავდაპირველად და თავდამეორედაც * ინფანტილური ადამიანების ლექსიკონს შემოგთავაზებთ. დარწმუნებული ვარ ეს ლექსიკონი გამოგადგებათ როგორც საკუთარი თავის უკეთ გასაგებად, ასევე ჩვენს გარშემო არსებულ ზრდასრულთა საბავშვო ბაღში ადეკვატური კომუნიკაციის წარსამართად <3 რამეთუ, ვინ დალიოს ზღვაში ქვიშა, ან ჩვენს გარშემო ინფანტილური, ბავშვობაში გაჭედილი ზრდასრულები? <3 :E
p.s. ვინც არ იცის, ინფანტილიზმის განმარტება, ინებეთ ეროვნული ბიბლიოთეკის ლექსიკონიდან:
ინფანტილიზმი- ორგანიზმის განვითარების მეტ-ნაკლები ჩამორჩენა; ადამიანის ფიზიკური ან ფსიქიკური განვითარების შეჩერება ბავშვობის საფეხურზე.
ამ ეტაპზე განვიხილოთ ფსიქიკური განვითარების შეფერხება, ანუ მენტალური გაჭედვა ბავშვობაში, ინფანტილების ტერმინოლოგიით:
მინდა-არამხოლოდ მინდა, არამედ თუ ჩემი მოთხოვნა არ შესრულდა: პირზე დუჟს მოვიდენ, ისტერიკაში ჩავვარდები, ელიპეფსიურ კრუნჩხვებს დავიმართებ, თავით კედელს გავიტან და მაინც მივაღწევ ჩემსას.
არ მინდა- ფეხების ბაკუნით, ჭიჭყინით, დეპრესიული სახით და ნერვების მომშლელი რეპლიკებით მაინც გადაგაფიქრებინებთ იმას რაც გინდათ და არ გავაკეთებ იმას რაც არ მინდა.
უნდა-რას ქვია უნდა! ვის უნდა? Oo მე არ მინდა, ესეიგი არავის არ უნდა.
მომწონს- ეს სათამაშო მომწონს, ჩემი უნდა იყოს!
ჩემი-მხოლოდ და მხოლოდ ჩემია, ჩემი იყო და ჩემი იქნება. აბა ცადეთ და ხელი დააკარეთ Oo
სხვისი- თუ ჩემი არ არის რაში მედარდება, მოსტყვნია პატრონი
შენ-აპრიორი ჩემზე ცუდი ტიპი ხარ, ამიტომ ჩემი სათამაშო უნდა იყო.
არჩევანი- იასნია როცა ვირჩევდი მე ავირჩიე, მაგრამ თუ ცუდი გამოდგა ჩემი ბრალი არ არის.
პასუხისმგებლობა- system error. word not found.
დეპრესია- ჩემმა სათამაშომ აურია, არ მიჯერებს და ჩემი წესებით არ მეთამაშება. რა მეშველება! :(
კრიტიკა- თუ მე ვაკრიტიკებ იასნია სამართლიანია. თუ მე მაკრიტიკებენ..რაო? მე მაკრიტიკებენ? რა მჭირს გასაკრიტიკებელი? ალბათ არ ვევასები Oo
ყველაფერი ან არაფერი <3
არაფერი- როგორ თუ არაფერი? რა უსამართლობაა?
ობიექტური- ხშირად უსარგებლოა.
სუბიექტური- ყველაფერი კარგია, თუ სუბიექტი მე ვარ <3
ჩვენ- ანუ მე
მე- ვარ ღერძი, რომლის გარშემოც ბრუნავს ყველაფერი <3
უსამართლობა-სამართლიანია მაშინ, როცა მე ვაკეთებ.
სამართლიანი-უსამართლობაა, როცა ასე მე მექცევიან, ისე ზოგადად კაი ვეშია :E
თამაში- ის, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს ^^
კარგი-ვისაც ვუყვარვარ ყველა კარგია.
ცუდი-თუ ჩემნაირი არ არის, ან არ ვუყვარვარ, ცუდია.
ყურადღება- მჭირდება, მჭირდება, მჭირდება, მჭირდება. ყველაფერს ვიზამ რომ მივიპყრო.

No comments:
Post a Comment