Monday, February 13, 2012

(ჰ)ი(პ)სტერია ! vol.2

ძვირფასო მომავალო ჰიპსტერებო <3
თუ ყურადღებით წაიკითხეთ და გაითავისეთ წინა 5 ჰიპსტერული მცნება, ესეიგი საქმის ნახევარი დასრულებულია და შეგიძლიათ თამამად და მშვიდად გადახვიდეთ თქვენი იმიჯის დახვეწასა დასრულყოფაზე, რაშიც დარჩენილი ხუთი მცნება დაგეხმარებათ:


 6. ჰიპსტერული საკითხავი
ალბათ წინა მცნებებმა უკვე შეგიქმნათ გარკვეული წარმოდგენა იმის შესახებ თუ რა არ უნდა გააკეთოს ჭეშმარიტმა ჰიპსტერმა, მაგრამ გამეორება ცოდნის დედააო (ც) მეინსტრიმ მაგრამ ჭეშმარიტი ანდაზა, ჰოდა ჩვენც კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ დეტალები. არასდროს დაგავიწყდეთ: ჰიპსტერისთვის ჭეშმარიტება არა შინაარსში, არამედ მაქსიმალურ ეგზჰიბიციონზმში მდგომარეობს

ვის რაში აინტერესებს რას, რამდენს და რატომ კითხულობთ სახლში? მთავარია რას და როგორ კითხულობთ გარეთ.   ამიტომ პირველივე შესაძლებლობისთანავე ესტუმრეთ ბუკინისტებს/პაძემკებს და პირველ ეტაპზე მოიმარაგეთ სამი კილო კერუაკი, კილონახევარი გინზბერგი და  ასე ნახევარი კილო დანარჩენი ბიტნიკები. მეორე ეტაპზე აარჩიეთ რამე მყუდრო, მაგრამ ხალხმრავალი კაფეტერია, სადაც "ნაჩნიკის" ფონზე წაიკითხავთ ზემოთჩამოთვლილთაგან რომელიმე ავტორს და თან პერიოდულად ხელის მსუბუქი მოძრაობით შეისწორებთ ცხვირთან ჩამოსულ, თითქმის ლუპისსისქის სათვალეებს. გარდა ამისა, სახლში საკითხავ/დასახვეწ ლიტერატურად გამოგადგებათ ნებისმიერი ჰიპსტერული ბლოგიც.

7. ვარცხნილობა


ვინაიდან და რადგანაც ვარცხნილობა ტანსაცმელი არ არის და ყოველდღე ვერ
შეიცვლით, ჯობს საფუძვლიანად გაითავისოთ ჰიპსტერული ვარცხნილობის ორი ძირითადი თეზისი: 1.  ვარცხნილობა უნდა იყოს ასიმეტრიული, უნდა ტოვებდეს აბურძგნულ, მოუვლელ და "ნირიაშლივ" შთაბეჭდილებას. 2. რა სქესისაც არ უნდა იყოთ- თქვენი ვარცხნილობა ორივე სქესზე უნდა "მიდიოდეს".  თუ ამ ორ ოქროს წესს :ე ზუსტად დაიცავთ, ჩათვალეთ, რომ უჰიპსტერესი ვარცხნილობა გაქვთ.

8. კრეაწივი და helloვნება :E
როგორც კაი ბიჭს არ ეგების  გაბოზება  :E ასევე არ ეგების ჰიპსტერულ გზაზე შემდგარ ადამიანს აგრარულ-სასურსათო ტექნოლოგიების სპეციალისტობა, ან კვების პროდუქტების ექსპერტიზა და სოფლის მეურნეობის ელექტრიფიცირების ინჟინერია. თუკი სპეციალობის არჩევასა და მომავალში "რავაკეთო"-ზე მიდგა საქმე, მოახდინეთ მთელი, თქვენში არსებული კრეატივის ამოქაჩვა-ამონთხევა და ჩადეთ იგი ისეთ ჰუმანურ და სათუთ საქმიანობებში როგორიც არის: დიზაინი, ფოტო(ლომო)გრაფია,  არქიტექტურა, დეკორაციები და ა.შ. თუ სმენას და სინდისს არ უჩივით, იქნებ ბენდიც შემოკრიბოთ, ან სამოყვარულო კამერით გადაიღოთ ინტელექტუალური შედევრები. ყოველ შემთხვევაში, ხელოვნება ის სფეროა, სადაც ჰიპსტერებს ბედი ცალყბად, მაგრამ მაინც უღიმის!

და ბოლოს(დაბოლოს),  თუ ხელოვნებაში ვერანაირი ნიჭი ვერ შეატყვეთ თქვენს თავს, არ დანებდეთ- როგორ ფიქრობთ, რისთვის არსებობს  სოციალური მეცნიერებები? <3


9.  სოციალური ქსელები  თავისთავად ცხადია, რომ  თქვენი სამეგობრო წრე 80%ით მაინც, ჰიპსტერებისგან უნდა შედგებოდეს, ამასთანავე, გაითვალისწინეთ რომ  სოციალური კონტაქტები მნიშვნელოვანია როგორც 3D-ში, ასევე ვირტუალურადაც.
საერთოდ,  3Dურთიერთობის დასამყარებლად და ჰიპსტერების შესაკრებად იდეალური ადგილი არამეინსტრიმ <3 კლუბებია, მაგრამ რამდენდაც მახსოვს, თბილისქალაქში არც მეინსტრიმ და არც ანდერღრაუნდ კლუბები აღარ გვაქვს :ე , ამიტომ ერთადერთი რაც შემიძლია გირჩიოთ: უკეთესი  მომავლის მოლოდინში  რომელიმე წიესლა ბარს შეაფარეთ თავი <3 და გამოთბობას დაელოდეთ . (გამოთბობისთანავე ატყდება გაურკვეველი open air -ების ჩატარების ისტერია)
რაც შეეხება არატრიდე, ვირტუალურ ურთიერთობებს, აქ უფრო მარტივად არის საქმე: თქვენი უნიკალური პიროვნების დემონსტრირებისთვის  მხოლოდ ფეისბუქი არ გეყოფათ, ამიტომ არც  Tumblr  და last.fm გაწყენთ. დაე ყველამ (და ყველგან) დაინახოს თქვენი ბრწყინვალე გემოვნება. დაპოსტეთ ცოტა და ლაკონურად, არ გამოიყენოთ მეინსტრიმ სმაილები, დაპოსტეთ (უმეტესად) ლომოფოტოები და გამოამჟღავნეთ თქვენი ჰიპსტერული შეხედულებები. მაგ:
mausma wlis albomi dado]  (იუთუბის ლინკითურთ)
ან:
dzn jado veshia, 2 dgea ver vrtav ]]

10.  სხვა აუცილებელი დეტალები:
ამ მცნებაში გაერთიანებულია ყველა ის დეტალი, რომელიც თქვენს ისედაც დახვეწილ   იმიჯს  საბოლოოდ სრულყოფს და ჰიპსტერული ფილოსოფიის PhD-დ გაქცევთ. 

ა) ველოსიპედი-კარგ ჰიპსტერს არ ყავს მანქანა. ეს ძალიან მეინსტრიმულია. გარდა ამისა, მანქანა აზიანებს გარემოს, ჰიპსტერებს კი უყვართ გარემოზე ზრუნვა <3
(უფრო გულწრფელები რომ ვიყოთ, ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჰიპსტერები მანქანას არ ყიდულობენ უფულობაა, მაგრამ როდესაც ველოსიპედზე ამხედრდებით, იმისთვის რომ თვითშეფასება არ დაგივარდეთ, ხშირად გაიმეორეთ თქვენთვის: " მე მანქანა არ მყავს, სამაგიეროდ მე თქვენზე კაი ტიპი ვარ" !)
ბ) მერე რა, რომ თქვენი ფინანსები მანქანას ვერ წვდება (და ამას არ აღიარებთ). სამგიეროდ apple-ს მიერ გამოშვებულ ნივთთაგან მინიმუმ ერთის  (ipod, macbook, iphone/ipad) ქონა -ეს უკვე ღირსების ამბავია! არც გაიფიქროთ, რომ აიპოდის გარეშე, რომელიღაც უცნაური ბრენდის მიერ გამოშვებული mp3 player-ით როდესმე რამეს მიაღწევთ ჰიპსტერულ იერარქიულ კიბეზე! არამც და არამც! მინიმუმ shuffle, მაქსიმუმ classic!
მას შემდეგ, რაც ამ მინიმუმს გადააბიჯებთ, დროა იზრუნოთ კოლექციის გამდიდრებაზე. მაქბუქი-ეს რათქმაუნდა საუკეთესო ვარიანტია,  მაგრამ როდესაც აიპადზე მიდგება საქმე, ნურც აქ დაიხევთ უკან. გახსოვდეთ, apple-ს პროდუქციიდან არასდროს არაფერი არ არის ზედმეტი. რაც მეტი, მით უკეთესი. (დიდი ამბავი, თუ მათ უმეტესობას ერთიდაიგივე ფუნქციისთვის იყენებთ )

გ) ყველაფერი მოიწონეთ მხოლოდ იქამდე ( და მანამდე) , სანამ გაპაპსავდება!
დ) იყავით საქმის კურსში-ყველაფრის, რაც არამეინსტრიმულია. მიყევით დინებას. დანარჩენს თვითონაც მიხვდებით (რამეთუ, მე ღრმად მწამს თქვენი მაღალი, აუტისტურ-ინტელექტუალური უნარების)
<3

2 comments:

Nikusha Kipiani said...

Ragac ertgvar zegavlenis qvesh arsebul makis mier archeuli gzis gagrdzelebasavit aris da ragac ar momwons. anu ginda iyo ragaca princuipebze dafudznebiT gamorcheuli da ratom unda iyo eseti da ratom arunda iyo ubralod iseti rogoric xar adamiani xom mainc individualurad gansxvavdebian ertmanetisgan da tavianti shexedulebebi gaachniat.

ninendorphine said...

ვააჰ რაღაც გაასწორა : )))) ბევრი ვიხითხითე : )))) წავალ ეხლა ტკბილად დავიძინებ : ))))))