Thursday, July 19, 2012

76 წლის მამაკაცს ესაჭიროება დახმარება (!!!)

კინომოყვარულების ( და არამხოლოდ მათ )  საყურადღებოდ!
76 წლის მამაკაცს ესაჭიროება თითოეული ჩვენთაგანის დახმარება: იგი მძიმედ არის
დაავადებული თანატოფობიით (სიკვდილის შიში), გარდა ამისა კრიტიკულ ასაკშია და ჭირდება რაც შეიძლება მეტი დრო!
ვისაც რამდენი გემეტებათ - იქნება ეს 1 წამი, 10 წუთი თუ 2 საათი -გთხოვთ არ დაინანოთ და გადაურიცხოთ ქვემოთმითითებულ ანგარიშზე:

ანგარიშის მიმღების რეკვიზიტები:
მიქაელი/ გაბრიელი
ზეცა, ჩრდილოეთ სამოთხე
ედემის # 3








Monday, July 2, 2012

პირველად საქართველოში! back in the USSR?

 2003 წლიდან ანუ მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის მოსვლის დღიდან, რაც თავი მახსოვს ყველა მიღწევა, მიუღწევლობა, პრობლემა და უპრობლემობა საბჭოთა კავშირის დროინდელ რეზულტატებს დარდება და რა თქმა უნდა ირკვევა რომ დღევანდელი საქართველო ასი თავით ჯობს საბჭოთას, რომ პირველად საქართველოში, ჯერ აქამდე არასდროს საქართველოში და კომუნისტების შემდეგ საქართველოში პირველად ხდება და ინერგება ესა თუ ის ღირსშესანიშნავი მოვლენა და მეთოდი, რომლის ინიციატორებიც რაღათქმაუნდა ჩვენი კრეატიული ხელისუფალნი არიან.
რაღა დაგიმალოთ და ყური ისე მიეჩვია ნაცმოსეულ რიტორიკას და დემაგოგიას (10 წელი არც ისე პატარა დროა, მოგეხსენებათ)  რომ ძირითადად იავნანასავით ჩამესმის ხოლმე  და ხშირად ტვინი ვეღარც ფილტრავს ამჯერად რა მოხდა პირველად საქართველოში და   რომელ დარგში გამოვიგონეთ ველოსიპედი.
ის ფაქტი, რომ ბათუმი ნიცაა, პლეხანოვი სოჰო, ანძა რომ ეიფელს ჯობს და საერთოდაც, მსოფლიოში რომ ყველაზე მეტი მაგარი რამე გვაქვს- ცნობილი ფაქტია, გადამოწმებას არ საჭიროებს და დაახლოებით იმდაგვარი ლოგიკური თეზისების ჟანრს განეკუთვნება, როგორსაც უნარჩვევების ტესტში შესული, აწ უკვე ლეგენდად ქცეული ნინის ჟირაფობა.
(მაგრამ, თუ მაინც არ გჯერათ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ამისთვის კი სულ რამდენიმე მარტივი პროცედურის შესრულებაა საჭირო:
 სვანეთის მწვერვალებიდან თხილამურებით დაშვებულებმა ბათუმის აკვატორიაში უნდა ამოყვინთოთ, შერატონში მსუყე ლანჩის შემდეგ გზა გორის ესტაკადით უნდა გააგრძელოთ (ოღონდ მარცხნივ არ უნდა გაიხედოთ, თორემ შეიძლება ასობით კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულმა გეტოებმა ერთბაშად გაგიფუჭოთ ლანჩით მოგვრილი სიამოვნება)  და საბოლოოდ თბილისში, რომელიმე ულტრათანამედროვე რამეში უნდა ამოყოთ თავი.
ვოტ ტაკ!

Sunday, June 10, 2012

თავხედური ლექსიკონი - vol. 1 ზრდადაუსრულებელი ზრდასრულები.

მაშასადამე:
 ძვირფასო და არაძვირფასო, მეგობრებო და არამეგობრებო:
იმის გამო რომ  დრო საერთოდ არ მაქვს და ბლოგზე გამოქვეყნებული ბოლო პოსტი ლამის ქრისტესშობამდე 244949 წლით ადრე თარიღდება, გადავწყვიტე (სანამ ჩემი ბლოგი, რომელიც ამჟამად სულს ღაფავს და აგონიაშია-  საბოლოოდ მიბარებულა ბლოგების ღმერთს) თავი ავიპანჩურო და კვირაში ერთხელ ვარესები <3 ანუ ყოველკვირეული , თემატური პოსტები დავდო.

ბევრი ფიქრის, ტვინის უბნების აქტიური დაძაბვის და საკუთარ თავთან განხორციელებული ტვინშტურმის :E  შემდეგ გადაწყდა შემდეგი რამ:
კვირაში ერთხელ დაიდება ამა თუ იმ  თემატური ლექსიკონის ჩემეული, თავხედ-თავჰედური ვერსიები. ამით at least სიკვდილისგან ვიხსნი ბლოგს და ემანდ  თქვენც (მკითხველსაც ესეიგი) აგიტოკოთ ერთი ორი კუნთი ცხვირ-პირ-ყბა-ტუჩ-ნიკაპის მიდამოებში <3

თავდაპირველად და თავდამეორედაც * ინფანტილური ადამიანების ლექსიკონს შემოგთავაზებთ. დარწმუნებული ვარ ეს ლექსიკონი გამოგადგებათ როგორც საკუთარი თავის უკეთ გასაგებად, ასევე ჩვენს გარშემო არსებულ ზრდასრულთა საბავშვო ბაღში ადეკვატური კომუნიკაციის წარსამართად <3 რამეთუ, ვინ დალიოს ზღვაში ქვიშა, ან ჩვენს გარშემო ინფანტილური, ბავშვობაში გაჭედილი ზრდასრულები?  <3 :E

p.s. ვინც არ იცის, ინფანტილიზმის განმარტება, ინებეთ ეროვნული ბიბლიოთეკის ლექსიკონიდან:

ინფანტილიზმი- ორგანიზმის განვითარების მეტ-ნაკლები ჩამორჩენა; ადამიანის ფიზიკური ან ფსიქიკური განვითარების შეჩერება ბავშვობის საფეხურზე.



ამ ეტაპზე განვიხილოთ ფსიქიკური განვითარების შეფერხება, ანუ მენტალური გაჭედვა ბავშვობაში, ინფანტილების ტერმინოლოგიით:







Monday, February 13, 2012

(ჰ)ი(პ)სტერია ! vol.2

ძვირფასო მომავალო ჰიპსტერებო <3
თუ ყურადღებით წაიკითხეთ და გაითავისეთ წინა 5 ჰიპსტერული მცნება, ესეიგი საქმის ნახევარი დასრულებულია და შეგიძლიათ თამამად და მშვიდად გადახვიდეთ თქვენი იმიჯის დახვეწასა დასრულყოფაზე, რაშიც დარჩენილი ხუთი მცნება დაგეხმარებათ:


 6. ჰიპსტერული საკითხავი
ალბათ წინა მცნებებმა უკვე შეგიქმნათ გარკვეული წარმოდგენა იმის შესახებ თუ რა არ უნდა გააკეთოს ჭეშმარიტმა ჰიპსტერმა, მაგრამ გამეორება ცოდნის დედააო (ც) მეინსტრიმ მაგრამ ჭეშმარიტი ანდაზა, ჰოდა ჩვენც კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ დეტალები. არასდროს დაგავიწყდეთ: ჰიპსტერისთვის ჭეშმარიტება არა შინაარსში, არამედ მაქსიმალურ ეგზჰიბიციონზმში მდგომარეობს

Thursday, February 9, 2012

(ჰ)ი(პ)სტერია

    10 მცნება დამწყები ჰიპსტრებისათვის:
    მაშ ასე:  თუკი თქვენ დანამდვილებით გადაწყვიტეთ,  რომ ჰიპსტერის რთულ, ციცაბო და კრისტალივით სუფთა (:ე) ცხოვრების გზას დაადგეთ , აუცილებლად დაგჭირდებათ რამდენიმე წინაპირობა და პუნქტი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ.


    1.  პირველ რიგში უნდა გახდეთ! არ აქვს მნიშვნელობა რა სქესის და სიმაღლის ხართ, თუკი ჰიპსტერობთ, თქვენი წონა 50  კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს. დაიმახსოვრეთ, რაც უფრო ცოტას შეჭამთ და დაიგდებთ ჰემოგლობინს, მით უფრო  მალე დაემსგავსებით ანორესქიით დაავადებულს, რაც ისეთივე მნიშვნელოვანია ჰიპსტერულ ფილოსოფიაში, როგორც მარხვა ქრისტიანობაში ან რამადანი ისლამში. ასე რომ  არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს, დაიცავით მარხვა ჰიპსტერულად და  ყოველდღიურად დაითვალეთ ახალგამოჩენილი ნეკნები მაისურს ქვემოთ! ერთ დღეს (და ეს დღე თქვენსავე  ჰიპსტერულ ნებისყოფაზეა დამოკიდებული)  თქენ აუცილებლად მიაღწევთ იმას, რომ 12-ვე ნეკნი დაგეტყობათ ქურთუკის გარედანაც კი! არ დაგავიწყდეთ: კარგი ჰიპსტერი= თითქმის მისიკვდილებული ჰიპსტერი (რომელსაც მარადგაუღიმარი pokerface  გამომეტყველება და მომაკვდავიგედისებრი, ფერგადასული სახე აქვს).
       თანაც eating is too mainstream!
    2. ჩაცმულობა (!) მეორე და  ძალიან მნიშვნელოვანი შტრიხია თქვენს ჰიპსტერულ იმიჯში. ჩაიცვით ისე, რომ საზოგადოება მაშინვე მიხვდეს რა ფრუქტთან :ე აქვს საქმე! გადაყარეთ ყველაფერი, რასაც აქამდე იცვამდით და შეუდექით გარდერობის განახლებას. იმის მიუხედავად, თუ რა სქესის ხართ, თქვენს კარადაში უნდა მოიძებნებოდეს:
    ა) სკინი ჯინსები. მათ გარეშე თქვენი ფასი კაპიკზე ნაკლებია და რომელიმე რიგითი, მეინსტრიმ ტიპისას არაფრით აღემატება!