Saturday, April 16, 2011

გვათარგმნინე! გვცემე! გაგვტყიპე!

                                                                                                                             (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) თბილისის  
                                                                                                                             სახელმწიფო უნივერსიტეტის ა.კ.ა. ცოდნის              
                                                                                                                              ტაძრისა/ "ჟუჟუნას კანტორის" რიგითი                                                                                                                                                                                                                                                                                                                              სტუდენტის მიმართვა, ამავე 
                                                                                                                              უნივერსიტეტის

                     რექტორს/ ადმინისტრაციას/ ან ვინმეს ვისაც ეხება



 ... ში ჩაბარების პირველ წელს, ზამთრის სემესტრშივე მივხვდი რომ დავუშვი უდიდესი შეცდომა, ისეთი როგორსაც ცხოვრების მანძილზე იშვიათად უშვებ ადამიანი. ნუ აღთქმული ცოდნის ტაძრის მაგივრად რომ ზემოთხსენებული ჟუჟუნას კანტორა დამხვდა ამ ამბავს ჩემი დაბალი ადაპტაციური უნარების გამო მხოლოდ მეორე სემესტრში შევეგუე.

         სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების და  ბოლონიის პროცესის ერთადერთი თვალშისაცემი შედეგიც 100%ით გამოვცადე საკუთარ თავზე. 6 საგნიდან 3 აუცილებლად თუ არ დაგემთხვა ერთმანეთზე და ერთი კოლოქვიუმიდან მეორეზე  სპრინტერული მარათონით თუ არ მიასწარი რა არს ..?

sms.tsu. ge-ს  დაჰაკვა რომ ბებიაჩემსაც შეუძლია და მონაცემთა ბაზა  წელიწადში რამდენჯერმე ყველაზე საჭირო დროს (მაგალითად აკადემიური რეგისტრაციის პერიოდში) რომ ითიშება  ეგ არაფერია. ვის არ მოსვლია!


ყოველ წელს რომ საკუთარ თავს ვეკითხები- სად ვსწავლობ სინქრონული თარგმნის სპეც კურსზე თუ ფსიქოლოგიურზე და მაინც რომ ვერ ვიპოვე პასუხი ესეც ჩემი ბრალია.  უნდა მცოდნოდა (როცა ვაბარებდი) რომ მართალია თ.ს.უ. ში ოფიციალური სწავლების ენა ქართულია მაგრამ მასალების 91 % ყველა ენაზეა ქართულის გარდა. აგრეთვე უნდა მცოდნოდა ისიც, რომ სტუდენტების ნათარგმნი კონსპექტებით მეცადინეობას ხირაგანაზე დაწერილი იაპონური წიგნის წაკითვა ჯობს. (შინაარსს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაიგებ და ვიზუალურად ეს უკანასკნელი ჯობს , ჩემი მოკრძალებული აზრით რათქმაუნდა.)




ასევე უნდა მცოდნოდა ისიც, რომ თ.სუ.ს ადმინისტრაციული პერსონალი აგრესიული ადამიანებით არის დაკომპლექტებული და რომ ყოველთვის მზად უნდა იყო თავდაცვისთვის. როცა საქმეზე მიდიხარ ფაკულტეტის ადმინისტრაციაში არ იქნება ურიგო თან იქონიო ჩაფხუტი, ელექტროშოკი ან ვალერიანის წვეთები (ყველაფერი ინდივიდუალურია :E ).

ამას გარდა ჩაბარებისას უნდა გამეთვალისწინებინა რომ თ.სუ. თ.ს.უ. ზე მეტად ბ.ს.უ. ანუ ბიუროკრატიის სახელმწიფო უნივერსიტეტია. ეს რომ თავიდანვე მცოდნოდა აუცილებლად ვივარჯიშებდი დილაობით და აღარ გამიჭირდებოდა ფურცლებით ხელში კორპუსებს შორის და სართულებზე up and down სირბილი.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! წელს, როცა მეგონა რომ უკვე აღარაფერი გამაკვირვებდა და დედა უნივერსიტეტი 5 თითივით მყავდა შესწავლილი, აღმოჩნდა რომ ყველაფერი წინ გვქონია! თ.სუ. ში როგორც მოწინავე ეროვნულ უნივერსიტეტში (რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს რომ არ ჩამორჩეს საერთაშორისო სატანდარტებს) პრეზენტაციები ახლა უკვე ცემა ტყეპის თანხლებით ტარდება! ზონდერბრიგადები "თვითმმართველობის" სახით ეკაჩავებიან და ურტყამენ სტუდენტებს,დაცვა ცხვირპირის დალეწვის თავისუფლებას უზრუნველყოფს, ლექტორები კი მშვიდად უყურებენ სანახაობას, განა ამის არ დანახვა შეიძლება?!






პოსტ კრიპტუმად:
შევცდით, ჩავაბარეთ, შემოვდგით ფეხი და საკუთარი ნებით გავყავით თოკში თავი, ჰოდა მოდით დაგვესიეთ :E
გვათარგმნინეთ , გაგვტყიპეთ, გვარბენინეთ

არ დაგვინდოთ! :EEE




                                                                                                                          

12 comments:

Katiée.Ge said...

ალყაც უნდს შემოგარტყან ბარემ (იმ ანეკდოტის არ იყოს):D

პ.ს. არა სასაცილოა ისე ეს?
ჩვენს დროსაც ერთი ამბები იყო თვითმმარველობაზე, მაგრამ მგონი ცემა არა. ან მე არ შევსწრებივარ, ფესბუქქი და ბლოგები კი არ იყო, იქედან რომ გამეგო ამბები:|

Dreamar said...

თსუ-ზე დაწერილ სტატიათა შორის ყველაზე ყველაზე საინტერესო იყო :) მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამომიცდია, პოსტის წაკითხვამ დიდი სიამოვნება მომანიჭა :)

skrep said...

ძალიან მინდა ეს პოსტები პოსტებად არ დარჩეს. მიუხედავად იმისა, რომ თსუ-ს სტუდენტი არ ვარ.

Том said...

@ Katie- არა, ეს არ არის სასაცილო, მართლა. და ვეძებ ხალხს რომელიც ამყვება რომ ბლოგს გაცდეს ეს ამბავი. აქ წერით არაფერი შეიცვლება მგონი, გულის მოფხანის გარდა.
@dreamar- მიხარია , რომ მოგეწონა.
@skrep- მე ჩემდათავად პირობას ვდებ რომ ყველანაირად ვეცდები არ დარჩეს ეს ამბავი ფბ-და ბლოგინგ სივრცეში გულის მოსაფხან თემად. უბრალოდ სტუდენტებმა უნდა ამოიღონ ხმა, მე ყველას მაგივრად ცოტნე დადიანივით ვერ გავვარდები პირველი კორპუსის წინ თაფლწასმული. :დდ აზრი არ აქვს და იმიტომ. ყველა სტუდენტმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა.

PR School said...

ძალინ და ძალიან კარგია, თუ ასეთი მშვიდობიანი ტალღა აგორდება. ეს ბევრს დაანახებს, რომ სტუდენტები საუბრობენ პრობლემებზე არ-გუ-მენ-ტი-რე-ბუ-ლად, რომ ისინი არ არიან პროვოკატორები და რეალური საკითხების გადაწყვეტა სურთ. იმედია, ეს ყველაფერი თქვენთვის მომგებიან შედეგს გამოიღებს!!!

Том said...

@PR School მეც მომხრე ვარ რომ მშვიდობიანად, აგრესიის გარეშე დავანახოთ სტუდენტებმა ჩვენი ძალა. არ შეიძლება იყო სტუდენტი და იყო ცხვარი, ნონსენსია! დიდ ნათელ ევროპაში სტუდენტობა დიდი ძალაა, რომლისაც ეშინიათ, ჩვენთან კიდევ გზააბნეული ცხვრების თავშესაფარია.

Molly said...

dzalian kargi postia.. yochag Tommy, me gverdshi gidgavar, aucileblad unda miezgos tvitmartvelobas da tsus administracias, leqtorebsac, xelis gandzreva rom ezarebat.. studentebze dgas nebismieri universiteti, chvens xelshia magatio administratorobac da leqtorobac..

Anonymous said...

გამარჯობა. ყოველთვის გული მწყდებოდა ჯავახიშვილში რომ ვერ ჩავაბარე, მაგრამ აქ რაც წავიკითხე ამის შემდეგ... ნაკლები არც ჭავჭავაძეში ხდება... ნუ ეხლა, თვითმმართველობის წევრები რომ საზღვარგარეთ დასეირნობენ სრულიად უმოტივოდ ეგ ზღვაში წვეთია. თუ თვითმმართველობის წევრი მეგობარს გიწოდებს, შეიძლება პატივი დაგდოს და ინგლისური ენის არცოდნის გამო თარჯიმნობა შემოგთავაზოს. შენი რა მიდის... მოკლედ, საკუთარი თავის სრული კომფორტისთვის თვითმმართველობა არაფერს იშურებს... არჩევნები როგორ ტარდება ჩემი ორი თვალით მაქვს ნანახი. ოთახიდან ყველა "ოპოზიციონერის" დამკვირვებელი გამოაძევეს სრულიად უმოტივოდ... თვითმმართველობის კონტროლის მექანიზმი არ არსებობს და ყველაფრის საწყისიც ამაშია... ყველა თავის გზაზე მიიჩქარის, თავის საქმეს აკეთებს და ყველა ბედნიერია... ნუ, ჩემი "საინტერესო ცხოვრება შეიძლებოდა სხვა უნივერსიტეტში დაწყებულიყო" , მაგრამ რომელ უნივერსიტეტში ეგ უკვე აღარ ვიცი?!...
მაგისტრატურაზე რა უნდა ვქნა???!!! ვაი თუ კიდევ შევცდი, მერე მთელი ორი წელი ეგ უნდა ვიდარდო...

Том said...

@Molly - მაგას ვამბობ მეც, ჩვენს გარეშე რა არის უნივერსიტეტი? რატომ გონია ამ ხალხს (სტუდენტებს) რომ უნდა მიჩმორდნენ და ვიღაცას მათზე მეტი უფლება აქვს!

ანონიმო- ეგრეა, ყველა სახის თვითმმართველობა ამ ქვეყანაში განწირულია მაგისთვის. ნაცნობობა, ჩაწყობა, არაადეკვატური გადაწყვეტილებები/ სადაც არ უნდა ჩააბარო აქ ეგ შეგრძნება არ დაგტოვებს სამწუხაროდ.

Anonymous said...

jujunas kantora momewona :D true postia:))

TheOwl said...

სამხატვროში უარესი ხდება,უბრალოდ ჩვენთან ყველას ყველაფერი "ჰკიდია",ამიტომ არც გამოცდებზეა პრობლემა,არც გაცდენაზე და "თავში ქვა გიხლიათ სულ ყველას" ეგ მიდგომაა. არაფერს ვამბობ სასწავლო კურსზე,შეუსაბამოდ რომაა განაწილებული ყველა სემესტრში (მაგ: პირველ სემესტრში დასახაზი პროექტი მოგვცეს: თეატრი და მეორე სემესტრში გავიარეთ თეატრის აკუსტიკა და განატების საგანი.ერთად კი არ გაგვატარეს პარალელურად) და 100 % უცოდინარ ლექტორები მკლავს კიდე, 80% მასეთია,აი აზრზე არ არიან არაფრის .

Anonymous said...

ra jeiluri suliskvetebaaa:)))))))) da glijam, rom sheni terapia amdeni xania mushaobs!!!