Wednesday, February 16, 2011

დილა და საუზმე ბერლინში

პოსტის მუზა http://liberali.ge/dila-da-sauzme-sakartveloshi

ბერლინი თბილისისგან განსხვავებით ადრე იქოქება, უფრო სწორედ კი დაქოქვა საერთოდ არ ჭირდება, იმიტომ რომ არც არასდროს ჩერდება. ერთი ეგაა, რომ სამუშაო დღეების ღამეებში ცოტა ტემპდავარდნილი აგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ სამაგიეროდ დილის 6 საათზე ქუჩები და S-U Bahn-ები სავსეა ახალგაღვიძებული უკმაყოფილო ადამიანებით, რომლებიც იქვე გაჩერებაზე ნაყიდი coffee to go-ს პლასტმასის ჭიქებით და  სახელდახელოდ გაკეთებული  ქოლესტერინიანი ფუნთუშებით საუზმობენ..

ბერლინში დრო უფრო მეტია ვიდრე ფული, ამიტომ ბაქანზე ზეზეურად მოსაუზმეები მატარებლის მოსვლამდე ცალი ხელით გაზეთს ფურცლავენ რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიგონ როგორ ჩაიარა Hartz IV ზე მსჯელობამ ბუნდესთაგში ან რა ბრძანა ახალი ფრაუ მერკელმა. 

ბერლინის სატრანსპორტო სიტემა და ლეგენდარული BVG  უფრო მოქნილი და  მზრუნველია, ვიდრე თბილისის მეტროპოლიტენი. თითოეულ ვაგონში დამონტაჟებული 4 ტელევიზორი ა.კ.ა. berliner fenster   კი 18 (პარასკევ-შაბათს24) საათის განმავლობაში ზრუნავს მგზავრების ინფორმაციით მომარაგებასა და ზომბირებაზე.  
ბევრი უცხოელისათვის (და უცხოელები ბერლინში იმდენი ვართ, რამდენიც "ზღვაში ქუიშა & ცაზედ ვარსკვლავები" :E) ასეთი გრაფიკი მოუხერხებელია, უფრო მეტიც წარმოუდგენლად აუტანელი. მაგალითად ჩემი ესპანელი კურსელები 8 საათის ნაცვლად ყოველთვის 10 ზე მოდიან ლექციაზე, იტალიელი სიმონე  სამ კვირაში ერთხელ თუ გამოანათებს ხოლმე,  პოლონელი კარინა კი საერთოდაც მეორე ლექციაზე ამოეწერა და დაგვემშვიდობა "აბა თქვენ იცით ბრატციო". :E  პოლონეთს და იტალიას რომ შევეშვათ, რაღა დაგიმალოთ, და მეც ძალიან დამიმახინჯა ცხოვრებისეული კონცეფცია და ფილოსოფია დილის 6 საათზე ადგომის ფენომენმა. 5 საათზე მაღვიძარას ხმა რომ ჩამესმის, სიზმარშივე მიჩნდება სუიციდის მოუთოკავი სურვილი  და სანამ  თბილი საწოლიდან  უახლოეს მეტროსტოპთან აღმოვჩნდები დიდი  ეგზისტენციალური კრიზისის გადალახვა მიწევს. 
და ყველაფრის მიუხედავად, აქამდე აზრად არ მომსვლია გამეპროტესტებინა, ან მომეთხოვა უფრო გვიან დაიწყეთ დილა მეთქი.
ნეტავ რატომ? ზედმეტად ზრდილობიანი აზიელი ვარ, უიმედო პესიმისტი, ოპპპორტუნისტ-კონფორმისტი თუ უბრალოდ ადე-კვატ-ური ? 










მორალი # 1: ყველა ქვეყანას თავისი დრო  (და წეს-რიგი) აქვს.
მორალი #2: არჩევანი მარტივია: ადაპტაცია ვერსუს აბრატნი ბილეთი სამშობლოში
მორალი #3 დილას ხაშიც საქზ და coffee to go-ს საეჭვოდ უგემური ფუნთუშებიც.
მორალი # 4: ნუ შეგვჭამეთ კაპიტალიზმით, შეგვარგეთ 2 საათით მეტი ძილი
მორალი # 5: ვისაც არ გეზარებათ და გეხალისებათ სულ ნუ დაიძინებთ, მწყობრში დადექით და ორი-ენ-ტირ-დით შედეგზე. ლუზერები გამოვიძინებთ, და... 
მორალი # 6: ქვეყანას რომ ააშენებთ, დაგვიძახეთ კხმ.




პოსტ სკრიპტუმ:  ტელევიზორის ყურება არც დილას არის კარგი არც საღამოს, (ინ მაი ხამბლ აფინიონ) და ისე, თუ მაინცდამაინც ყურებაა, სავარძელში გემრიელად მოკალთება ჯობს ეს-ბანში კისრის მოღრეცას.

4 comments:

Nina Gorecki said...

ოპორტუნისტ-კონფორმისტო, დამთაგე რა, მე დავწერ დილა და საუზმეს თბილისში :)

და like-button დააყენე რა პოსტებზე <3

Томас said...

სიამოვნებით, ოღონდ ამიხსენი როგორ დაგთაგო :ჩაინიკი:
და ლაიქ ბოქსი როგორ გავაკეთო ეგეც არ ვიცი :დაბლ ჩაინიკი: :შ :დ

Anonymous said...

"ეგზისტენციალური კრიზისის გადალახვა" მომეწონა :დ :დ

ესე იგი, ჯობია მოწამის სულიერ ”მტკიცედ სდგა”-დობაზე აქედანვე დავიწყო მუშაობა..:დ

Томас said...

:დდდდ ჰაჰაჰაჰა, რაც მალე დაიწყებ უკეთესია :დ