იმის ჩამოთვლა, თუ რა მომწონს ბერლინში ძალიან შორს წაგვიყვანს, ისევე როგორც იმის ჩამოთვლა- რა
არ მომწონს თბილისში. ამ ორ ქალაქს ჩემს თავში მხოლოდ ის აერთიანებს რომ ორივეზე შემიძლია უსასრულოდ გრძელი სია ჩამოვწერო. ერთზე ძირითადად
+ ები მეორეზე სამწუხაროდ ძირითადად
- ები.
ეს პოსტიც +/- ებს ეხება. ტიფლისს და ბერლინს, პოსტ საბჭოთა საქართველოს და პოსტ ფაშისტურ გერმანიას.
ბერლინში ჩასვლისას (თუკი პოსტსაბჭოთა ბლოკის ქვეყნიდან ხართ) პირველი თუ არა მეთე მაინც, რაც თვალში გეცემათ მშმპ (მოძრაობის შეზღუდვის მქონე პირების )სიმრავლეა.
ისინი შეგხვდებიან ყველგან: კინოში, მაკდონალდსში, მეტროში, ავტობუსში, როკ კონცერტზე და პარკებში, ქუჩებში, გაჩერებებზე და კლუბებში, უნივერსიტეტში, გამოფენებზე და სკოლებში.