Sunday, December 5, 2010

Chinawoman, ბერლინის მშრალი ხიდი და I'm a loser babe, come on kill me

                                          W A R N I N G
პოსტი შეიცავს ბევრ წუწუნს და არის ძალიან გრძელი, ასე რომ თუ ნევრ არ გაქვთ, ჩაისუნთქეთ და ჩაკეცეთ ეს გვერდი.




დღე პირველი ( და უკანასნკელი ჩემი ჩანთისთვის) -შაათი 4 დეკემბერი

დილა გადასარევად დაიწყო- S-bahn-ით მივდიოდი სახლში, ყავას ვსვამდი, ამას ვუსმენდი ბოლო ხმაზე და ვფიქრობდი როდის მივაღწევდი ალექსანდერფლაცზე, რომ სანამ სხვა ხაზზე გადავჯდებოდი სიგარეტიც მომეწია (სრული ბედნიერებისთვის). საღამოს- ჩაინავუმენის კონცერტი მელოდებოდა დ მოკლედ ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი.
ბოლოს როგორც იქნა მივაღწიე ალექსანდერფლაცზე, გადმოვბოდიალდი, ყავა ჩავაგდე ნაგვის ურნაში და უთვითკმაყოფილესი ნაბიჯებით წავედი ესკალატორისკენ. თან ზაჟიგალკის ძებნა დავიწყე რომ დრო არ დამეკარგა. და ამ დროს... ბლაჰ რაღაც მაკლია...ნეტა რა... მმმმ... ზურგზე... რუუგზაკი!!!!
ზუსტად 2 წამში ავფრინდი ესკალატორზე და ჩემი მატარებელიც დაიძრა. იმდენად ავირიე  რომ არც ნომერს შევხედე, არც მიმართულებას.. მოკლედ წავიდა.
2 წუთი გაოგნებული ვიდექი და ვიყურებოდი აქეთ -იქით იმ იმედით რომ ვინმე მოვიდოდა და მომაწვიდა ჩემს რუგზაკს. 2 წუთის მერე მივხვდი რომ არავინ აპირებდა მოსვლას და გენიალური გადაწყვეტილება მივიღე-შემდეგ მატარებელში შევფრინდი თავით, იქნებ დავეწიო (ლოლ) ჩემს რუგზაკს და წასულ მატარებელს თქო.
მოკლედ, ბევრი რომ არ ვიბოდიალო- 2 საათი დავსდევდი ბერლინში (!)  ვაგონს-რომლის არც ნომერი ვიცოდი და არც მიმართულება ^_^
2 საათიანი ისტერიული ძებნის მერე, შევეშვი, დავნებდი და ს-ბანის საინფორმაციო ჯიხურს მივადექი. იქ დაკარგულ-ნაპოვნი ნივთების შესანახი ადგილის მისამართი მომცეს (რომელზეც ხვალ უნდა მივიდე კსტაწი) და დამაიმედეს, თუ რამე საინტერესო არ გედო, არ წაიღებდნენ შენს ზაკსო.
რა მედო ჩანთაში?
რვეული, სახლის გასაღები, ვირჯინია ვულფის 2 წიგნი :( და 1 ბლოკი (!!!!!!) სიგარეტი :(
მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი +
3 კვირის წინ, როცა 1 კოლოფი სიგარეტი ვიპოვე- დავეჭვდი -ემანდ და მართლა ხომ არ არსებობს კეთილი ღმერთი, რომელიც გასაჭირში ჩავარდნილ  უსიგარეტო შვილებს სავსე კოლოფებით ამარაგებს თქო.
ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი რომ არ არსებობს! :(
(ან თუ არსებობს-ძალიან მაგრად მეკაიფება, იმიტომ რომ მთელი ბლოკი ამახია იმ ერთი კოლოფის სანაცვლოდ :( )

ჰოდა ასე, დღის პირველი ნახევარმა გადასარევად ჩაიარა, მაგრამ საღამოს Chinawoman-ის კონცერტზე მივდიოდი, ამიტომ ძალიან დიდხანს არ მინერვიულია. ველოდებოდი როდის დადგებოდა 10 საათი რომ წავსულიყავი.
და ბოლოს აჰანდე! დადგა ნანატრი 10 საათი, თეოს გავუარე და 40 წუთიანი რიგის და ლოდინის მერე, როგორც იქნა შევაღწიეთ შიგნით. ლუდი მოვიმარაგეთ და ბედნიერი სახეებით ველოდებოდით როდის მორჩებოდა ვიღაც დიჯეი ბორისი ტვინის მოტყვნას და როდის გამოანათებდა ჩაინიკა... მაგრამ ჩაინა არ ჩანდა.
გავიდა 10 წუთი.. 20 წუთი...30 წუთი... 40 წუთი.
და ბოლოს ვიკითხეთ და გვიპასუხეს ის რის მოსმენასაც თავში ლუდის ბოთლის ჩარტყმა მერჩივნა.
შეზღუდული პროგრამა ქონდა, უკვე იმღერა და მორჩა-ოოოოოო.
მოკლედ აქ მოვრჩეთ-
ამის შემდეგ-დარჩენილ დროს კვირა დილამდე შეგიძლიათ ჩემი გინება დაადოთ ფონად.

დღე მეორე- relax man! ბერლინური მშრალი ხიდი, გლუვაინი და ბიორკი

დილას- ჩაინას პასუხი დამხვდა ჩემს აღშფოთებულ ^_^ პოსტზე.

ასე რომ 7 ში მაინც წავალ <3

ღამე თეოსთან დავრჩი, ამიტომ გამოფხიზლების და საუზმის მერე-გადავწყვიტეთ აქაურ მშრალ ხიდზე ^_^ ანუ flohmarkt-ზე წავსულიყავით და ბოლოს maybachufferის ფლომარკტი ავარჩიეთ , იმიტომ რომ დღეს ბოლოჯერ იმართებოდა (თუ როგორც ქვია)
ჰოდა წავედით, ბევრი ვიბოდიალეთ თუ ცოტა-მივაგენით:
შოკოლადიანი კრეპები ვჭამეთ, გლუვაინით შევიარაღდით და
(რაც აცივდა ცხვირი სულ ასე მაქვს -რუსი ბრაძიაგასავით წითელი ^_^)
გავუყევით ფლომარკტს, იხილეთ ფოტომასალა - წერა მეზარება, თან ფოტოების დათვალიერება ჯობს ^_^















 ძალიან ბევრი საყვარელი რამეა, მაგრამ I'm saving my pennies for Chinawoman,
ამიტომ-მარტო ბიორკის პლაკატი წამოვიყვანე თან.


 ფირფიტების მინი სამოთხე




და მანეკენი-რომელსაც უეჭველი ვიყიდდი -უბრალოდ არ ვიცი თბილისში როგორ წამოვიყვანო :( (მანეკენოფილი ვარ ხო)


კიდევ-ბევრი საყვარელი  ნახატები




Create or die ^_^

3 comments:

nikoloz said...

:))))) მეც მომინდა მაგ მშრალ ხიდზეეეეეეე:((( ძააან მაგარიი რაგაცერაგაცეები იყოოო... და ფირფიტები კიდეეე:((((( keti var chkareuli chemi dzmis saxelit:)) sxvanairad ar postavs:))))

Том ждёт said...

ქეთუშ :*:* მაგარია ძალიან ამ მშრალ ხიდზე და პლასწინკებზე მეც დამრჩა გული. ავიღებ სტიპენდიას და დავაცხრები სხვა ფლომაკრტს. იაფი ღირს და თან ისეთი მაგარი ფირფიტები იყოოო უჰ!

iraklius said...

ლაიკე

=*