(უძილობისგან გამოწვეული უკუშედეგების აღმოსაფხვრელად
ვიწყებ დიად ეპოპეას- ბიბლიის tavheadური რემასტერინგი-short and limited edition.)
ვიწყებ დიად ეპოპეას- ბიბლიის tavheadური რემასტერინგი-short and limited edition.)
ყოველთვის მაინტერესებდა, რა გამოვიდოდა-თუკი ბიბლიას თანაბარი რაოდენობით შევურევდით დარვინის თეორიას და ზემოდან თავხედურ აზრებს მოვაყრიდით. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არავინ ჩანს ხორრიზონტზე, ვინც ხელს მოკიდებს (არ გაუშვებს) და ბოლომდე მიიყვანს ამ დიად საქმეს, ასე რომ როგორც ურწმუნო , მაგრამ ფრიად ცნობისმოყვარე თომა-სი თავად ვცდი. ეგებ ასე მაინც გავერკვე ბოლოს და ბოლოს - არის თუ არ არის.
W A R N I N G
თუ თავს თვლით სათუთ მორწმუნედ, რომლის რელიგიურ გრძნობებსაც სუსტი ნერვებივით გაფრთხილება ჭირდება/ არ გაქვთ იუმორის საკმარისი მარაგი/გაცახცახებთ ათეისტებზე/მმკ-ს წევრი ხართ ან უბრალოდ შარზე ხართ (ნუ ეს ბოლო ორი თითქმის ერთიდაიგივეა) - თქვენ გაქვთ 20 წამი რომ ღრმად ამოისუნთქოთ, ჩაისუნთქოთ, პირჯვარი გადაიწეროთ/ პროცედურა გაიმეოროთ სამჯერ და შემდეგ ბრაუზერის მარჯვენა კუთხეში მოძებნოთ ღილაკი X (რომელიც, ამობრუნებული ჯვარი არ არის, ის უბრალოდ close-ს ანუ ჩაკეცვას ნიშნავს)
მაინც კითხულობთ? მოკლედ.. მე გაგაფრთხილეთ-პრეწენზიებს არ ვიღებ )
თავი პირველი- ანუ რა იყო პირველად (და როგორ)
მაშ ასე- პირველად იყო არა სიტყვა არამედ- იყო მაიმუნი. ჰო, უბრალოდ მაიმუნი. თუმცა არა, მანამდეც იყო ბევრი რამ, მაგრამ ჩვენთვის ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო მაიმუნია, ამიტომ ათვლის წერტილადაც ეს მონაკვეთი ავიღოთ.
და არსებობდნენ ისინი და იყვნენ მრავალი სახის და ჯიშის: დაბალნი და მაღალნი, შავგვრემანნი და მოყავისფრონი, წითელი და მოწითალო უკანალით. ისინი ძალზე წააგავდნენ ლედი გაგას (საერთო ვიზუალით) და ჩაკ ნორისს (ღიმილით და სახის მიმიკებით). მათი კვების რაციონი ძირითადად ბანანისგან შედგებოდა, (თუმცა, ხანდახან როცა ძალიან შიოდათ -ერთმანეთსაც ჭამდნენ) და დაახლოებით იმდენი IQ ქონდათ, რამდენიც დღეს საშუალოსტატისტიკურ, ტიპიურ გურჯ მურთაზს აქვს. თუმცა, თავს ვერ დავდებ შედარების სიზუსტეზე, იმიტომ რომ, ერთ დღეს (ბიბლიის ერთი დღე კი საშუალოდ 1 საუკუნეს უდრის) მათ მურთაზებისგან განსხვავებით მობეზრდათ მაიმუნობა და მართალია დიდი წვალებით და მაიმუნობით, მაგრამ მაინც დაიხვეწნენ ადამიანის მსგავს არსებამდე.
ეს ამბავი კი ასე მოხდა: ისინი ჰარმონიულად ცხოვრობდნენ, საკვებიც ბევრი ჰქონდათ, კლიმატიც გადასარევი იყო, მოკლედ ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა,-მაგრამ მოიწყინეს. რამდენიმე დღიანი კრების შემდეგ საჯაროდ გადაწყდა (და ამ დღეს დემოკრატია ჩაისახა) რომ რაღაც ახალი იყო საჭირო. ამიტომ ბევრი იფიქრეს თუ ცოტა- ადგნენ და გიგანტური, worldwide competetion გამოაცხადეს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით 7 დღე და 7 ღამე (სწორედ ამდენი ხანი ქონდათ დრო დედლაინამდე) შრომობდნენ უინტერნეტოდ და თავაუღებლად (ერთმანეთს მილიონობით კილომეტრით დაშორებული) კრეატიული მაიმუნები და ბოლოს- დედლაინის გასვლამდე ნახევარი საათით ადრე-ამაყად წარადგინეს თავიანთი სუპერ-დრუპერ მეგა პროექტი- სახელად „ადამი“ პუბლიკის წინაშე.
ადამი პრაქტიკულად ძალიან გავდა მაიმუნს, უფრო კონკრეტულად კი - როგორც შემქმნელებმა განმარტეს- ის საცდელი „დემო“ ვერსია გახლდათ-გაუმჯობესების პერსპექტივით. საწყის ეტაპზე ერთადერთი თვალშისაცემი განსხვავება -რომელსაც მაშინვე შეამჩნევდა დაკვირვებული მაიმუნის თვალი ის გახლდათ, რომ ადამს ნამდვილი მაიმუნებისგან განსხვავებით ნაკლები ღინღლი (ან თუ გნებავთ ბანჯგვლი) ჰქონდა ტანზე და უფრო გაუგებარ ბგერებს და ხმებს უშვებდა, ვიდრე მისი შემქმნელები.
(მისია ნაწილობრივ შესრულებულია, მაკიმარებს-ესეიგი მალე დამეძინება, ასე რომ გუდ ნაით. აუცილებლად გაგრძელდება -როცა ისევ შემომიტევს ინსომნია)
7 comments:
yoveltvis mainteresebda (bavshvobidan, anu daaxloebit 7 klasis mere, darvinis teorias ro gavecani biologiashi) erT mshvenier dghes zooparkshi mcxovreb maimunebic adamianebad gadaiqceodnen tu ara, ratom ar ganicades mat evolucia da ratom darchnen isev trakcitel da utvino maimunebad.
mec sul mainteresebda da verafrit ver vipove pasuxi bibliashi, verc darvintan. amitom, shemdeg blogs aucileblad mivuzgvni magis garkvevas :D
aser uazrobis da arafris momtani teqstis dawera, romelic albat yvelaze usaqmurs tu sheedzlo, vfiqrob rom am adamianis da witeltraka maimunis gonebrivi shesadzleblobebi ertmanetisagan ar gansxvavdeba.
hahha zaan magaria! yvelaze metad vicine chak norisze da lady gagaze! :)))
au imas tu ar moswons, rato awvalebs tvalebs??
sxva rame naxos gasrtobad, tu vito aq vinmes "shemobrunebis" imedi aqvs :D:D:D:D
:))))))))))))))))))))
Post a Comment