Thursday, July 19, 2012

76 წლის მამაკაცს ესაჭიროება დახმარება (!!!)

კინომოყვარულების ( და არამხოლოდ მათ )  საყურადღებოდ!
76 წლის მამაკაცს ესაჭიროება თითოეული ჩვენთაგანის დახმარება: იგი მძიმედ არის
დაავადებული თანატოფობიით (სიკვდილის შიში), გარდა ამისა კრიტიკულ ასაკშია და ჭირდება რაც შეიძლება მეტი დრო!
ვისაც რამდენი გემეტებათ - იქნება ეს 1 წამი, 10 წუთი თუ 2 საათი -გთხოვთ არ დაინანოთ და გადაურიცხოთ ქვემოთმითითებულ ანგარიშზე:

ანგარიშის მიმღების რეკვიზიტები:
მიქაელი/ გაბრიელი
ზეცა, ჩრდილოეთ სამოთხე
ედემის # 3








Monday, July 2, 2012

პირველად საქართველოში! back in the USSR?

 2003 წლიდან ანუ მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის მოსვლის დღიდან, რაც თავი მახსოვს ყველა მიღწევა, მიუღწევლობა, პრობლემა და უპრობლემობა საბჭოთა კავშირის დროინდელ რეზულტატებს დარდება და რა თქმა უნდა ირკვევა რომ დღევანდელი საქართველო ასი თავით ჯობს საბჭოთას, რომ პირველად საქართველოში, ჯერ აქამდე არასდროს საქართველოში და კომუნისტების შემდეგ საქართველოში პირველად ხდება და ინერგება ესა თუ ის ღირსშესანიშნავი მოვლენა და მეთოდი, რომლის ინიციატორებიც რაღათქმაუნდა ჩვენი კრეატიული ხელისუფალნი არიან.
რაღა დაგიმალოთ და ყური ისე მიეჩვია ნაცმოსეულ რიტორიკას და დემაგოგიას (10 წელი არც ისე პატარა დროა, მოგეხსენებათ)  რომ ძირითადად იავნანასავით ჩამესმის ხოლმე  და ხშირად ტვინი ვეღარც ფილტრავს ამჯერად რა მოხდა პირველად საქართველოში და   რომელ დარგში გამოვიგონეთ ველოსიპედი.
ის ფაქტი, რომ ბათუმი ნიცაა, პლეხანოვი სოჰო, ანძა რომ ეიფელს ჯობს და საერთოდაც, მსოფლიოში რომ ყველაზე მეტი მაგარი რამე გვაქვს- ცნობილი ფაქტია, გადამოწმებას არ საჭიროებს და დაახლოებით იმდაგვარი ლოგიკური თეზისების ჟანრს განეკუთვნება, როგორსაც უნარჩვევების ტესტში შესული, აწ უკვე ლეგენდად ქცეული ნინის ჟირაფობა.
(მაგრამ, თუ მაინც არ გჯერათ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ამისთვის კი სულ რამდენიმე მარტივი პროცედურის შესრულებაა საჭირო:
 სვანეთის მწვერვალებიდან თხილამურებით დაშვებულებმა ბათუმის აკვატორიაში უნდა ამოყვინთოთ, შერატონში მსუყე ლანჩის შემდეგ გზა გორის ესტაკადით უნდა გააგრძელოთ (ოღონდ მარცხნივ არ უნდა გაიხედოთ, თორემ შეიძლება ასობით კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულმა გეტოებმა ერთბაშად გაგიფუჭოთ ლანჩით მოგვრილი სიამოვნება)  და საბოლოოდ თბილისში, რომელიმე ულტრათანამედროვე რამეში უნდა ამოყოთ თავი.
ვოტ ტაკ!