მაშასადამე:
ძვირფასო და არაძვირფასო, მეგობრებო და არამეგობრებო:
იმის გამო რომ დრო საერთოდ არ მაქვს და ბლოგზე გამოქვეყნებული ბოლო პოსტი ლამის ქრისტესშობამდე 244949 წლით ადრე თარიღდება, გადავწყვიტე (სანამ ჩემი ბლოგი, რომელიც ამჟამად სულს ღაფავს და აგონიაშია- საბოლოოდ მიბარებულა ბლოგების ღმერთს) თავი ავიპანჩურო და კვირაში ერთხელ ვარესები <3 ანუ ყოველკვირეული , თემატური პოსტები დავდო.
ბევრი ფიქრის, ტვინის უბნების აქტიური დაძაბვის და საკუთარ თავთან განხორციელებული ტვინშტურმის :E შემდეგ გადაწყდა შემდეგი რამ:
კვირაში ერთხელ დაიდება ამა თუ იმ თემატური ლექსიკონის ჩემეული, თავხედ-თავჰედური ვერსიები. ამით at least სიკვდილისგან ვიხსნი ბლოგს და ემანდ თქვენც (მკითხველსაც ესეიგი) აგიტოკოთ ერთი ორი კუნთი ცხვირ-პირ-ყბა-ტუჩ-ნიკაპის მიდამოებში <3
თავდაპირველად და თავდამეორედაც * ინფანტილური ადამიანების ლექსიკონს შემოგთავაზებთ. დარწმუნებული ვარ ეს ლექსიკონი გამოგადგებათ როგორც საკუთარი თავის უკეთ გასაგებად, ასევე ჩვენს გარშემო არსებულ ზრდასრულთა საბავშვო ბაღში ადეკვატური კომუნიკაციის წარსამართად <3 რამეთუ, ვინ დალიოს ზღვაში ქვიშა, ან ჩვენს გარშემო ინფანტილური, ბავშვობაში გაჭედილი ზრდასრულები? <3 :E
p.s. ვინც არ იცის, ინფანტილიზმის განმარტება, ინებეთ ეროვნული ბიბლიოთეკის ლექსიკონიდან:
ინფანტილიზმი- ორგანიზმის განვითარების მეტ-ნაკლები ჩამორჩენა; ადამიანის ფიზიკური ან ფსიქიკური განვითარების შეჩერება ბავშვობის საფეხურზე.
ამ ეტაპზე განვიხილოთ ფსიქიკური განვითარების შეფერხება, ანუ მენტალური გაჭედვა ბავშვობაში, ინფანტილების ტერმინოლოგიით: