Thursday, February 9, 2012

(ჰ)ი(პ)სტერია

    10 მცნება დამწყები ჰიპსტრებისათვის:
    მაშ ასე:  თუკი თქვენ დანამდვილებით გადაწყვიტეთ,  რომ ჰიპსტერის რთულ, ციცაბო და კრისტალივით სუფთა (:ე) ცხოვრების გზას დაადგეთ , აუცილებლად დაგჭირდებათ რამდენიმე წინაპირობა და პუნქტი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ.


    1.  პირველ რიგში უნდა გახდეთ! არ აქვს მნიშვნელობა რა სქესის და სიმაღლის ხართ, თუკი ჰიპსტერობთ, თქვენი წონა 50  კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს. დაიმახსოვრეთ, რაც უფრო ცოტას შეჭამთ და დაიგდებთ ჰემოგლობინს, მით უფრო  მალე დაემსგავსებით ანორესქიით დაავადებულს, რაც ისეთივე მნიშვნელოვანია ჰიპსტერულ ფილოსოფიაში, როგორც მარხვა ქრისტიანობაში ან რამადანი ისლამში. ასე რომ  არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს, დაიცავით მარხვა ჰიპსტერულად და  ყოველდღიურად დაითვალეთ ახალგამოჩენილი ნეკნები მაისურს ქვემოთ! ერთ დღეს (და ეს დღე თქვენსავე  ჰიპსტერულ ნებისყოფაზეა დამოკიდებული)  თქენ აუცილებლად მიაღწევთ იმას, რომ 12-ვე ნეკნი დაგეტყობათ ქურთუკის გარედანაც კი! არ დაგავიწყდეთ: კარგი ჰიპსტერი= თითქმის მისიკვდილებული ჰიპსტერი (რომელსაც მარადგაუღიმარი pokerface  გამომეტყველება და მომაკვდავიგედისებრი, ფერგადასული სახე აქვს).
       თანაც eating is too mainstream!
    2. ჩაცმულობა (!) მეორე და  ძალიან მნიშვნელოვანი შტრიხია თქვენს ჰიპსტერულ იმიჯში. ჩაიცვით ისე, რომ საზოგადოება მაშინვე მიხვდეს რა ფრუქტთან :ე აქვს საქმე! გადაყარეთ ყველაფერი, რასაც აქამდე იცვამდით და შეუდექით გარდერობის განახლებას. იმის მიუხედავად, თუ რა სქესის ხართ, თქვენს კარადაში უნდა მოიძებნებოდეს:
    ა) სკინი ჯინსები. მათ გარეშე თქვენი ფასი კაპიკზე ნაკლებია და რომელიმე რიგითი, მეინსტრიმ ტიპისას არაფრით აღემატება!
     რაც უფრო მეტი და მყვირალა ფერის გექნებათ, მით უკეთესი, მაგრამ მთავარია სტილის შეგრძნებამ არ გიღალატოთ, ამიტომ დასაწყისისთვის შავ სკინებს მიეძალეთ, ადვილი შესახამებელია ყევლაფერთან.
    ბ) კონვერსის კეტები ან სნიკერები-ეს ყველაზე კლასიკური და ჰიპსტერული ვარიანტია, თუმცა შეგიძლიათ იპოვოთ ვინმე „დოდოჩიენდქო“ დიზაინერი, რომელთანაც შეიკერავთ უცნაური ფორმის და ზომის ფეხსაცმელებს,  შემდეგ კი ამაყი, ჰიპსტერული გამომეტყველებით ივლით ქუჩაში. გახსოვდეთ, კარგი ჰიპსტერი ერიდება მეინსრიმს, იგი თავად პოულობს ახალგაზრდა, ნიჭიერ (ნუ ეს ცოტა საეჭვოა) დიზაინერებს, და მანამდე იცვამს მათ პროდუქციას სანამ გამეინსტრიმდებიან!


    გ) მაისურები უნდა გქონდეთ უაზრო წარწერებით და არამფრინავი მაგრამ ამოუცნობი ობიექტებით გაფორმებული. როდესაც არჩევანზე მიდგება საქმე, თითქმის დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ უნიკალური ეგზემპლარი გაცვიათ, და ქუჩაში გასვლისას, ვიღაც მეინსტრიმ ტიპი არ „გაგეძრობათ“ იგივე მაისურით.
    დ) მართალია ჰიპსტერული ფილოსოფია :ე უარყოფს მომხმარებლურ დამოკიდებულებას, მაგრამ ეს რაღათქმაუნდა არ არის სავალდებულო პუნქტი, რომელიც უნდა შეასრულოთ. პირიქით! შეგიძლიათ 24 საათი იჯდეთ american appeal-ზე / urban outfitter -ზე და მოდის ბოლო მსხვერპლივით კვირაში შვიდჯერ გამოიწეროთ ახალ დადებული ტავარი : ე (  მე მომიტევეთ)
    ე) გარდა ზემოთხსენებული საიტისა, ყოველთვის არსებობს ალტერნატივა. დაიწყეთ საკუთარი თავის გაჰიპსტერება თქვენი ბებია-ბაბუების კარადიდან.  რაც უფრო ვინტაჟ ჟაკეტს ან  შარვალს აღმოაჩენთ, მით უფრო მაღალი იქნება თქვენი ფასი ჰიპსტერულ ბაზარზე :ე. მიეძალეთ ყველაფერ ნახმარს და უცნაურს, მოდიდან გადასულს და გახუნებულს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ტყავის გაქუცულ ჩანთებს და რამდენიმე ზომით დიდ ჟაკეტებს. შეიძლება გამოგადგეთ მშობლების გარდერობიც, მაგრამ აქცენტი მაინც სიძველეზე ჯობს გააკეთოთ.
    დ) თუკი ამოწურეთ ბებია ბაბუის და მათი გარებიძაშვილების გარდერობები, და არც ურბანებიდან გამოსაწერი ფული აღარ დაგრჩათ, არ შედრკეთ! მთავარი ეტაპი ახლა იწყება. დაიარეთ სექენდ ჰენდები და ძველმანების ბაზრობები. წამოხიკეთ ყველაფერი, რაც კი თქვენს ჰიპსტერულ გულს გაუხარდება: ძველი ქამრები, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი მესინჯერ ბეგები, რაიკომის მდივნის ღირსების ორდენი, ცალფეხა მაჩვის გამოსახულებიანი გულსაბნევი, კარგადნახმარი ტყავის ფეხასცმელები (რომლებსაც თასმები არ მოყვება :ე), ჟაკეტები და შარფები! ჰიპსტერულ ჩაცმის სტილში მნიშვნელოვანია ბევრი სტილის და ფერის აბსოლუტურად არაადეკვატური არევა, ასე რომ არ შეგეშინდეთ. შეხედეთ კაკადუს, ისიც თავისებურად, ჰიპსტერია!
    ე) სათვალეები- რაც უფრო ნერდულ, გიკურ და უცნაურ სათვალეს გაიკეთებთ, მით უკეთესი. სათვალეები ჰიპსტერების განუყოფელი და საყვარელი აქსესუარია.
    ვ) დახეული კოლგოტები - მდედრი ჰიპსტერების სახასიათო შტრიხია. თუმცა, მაინცდამიანც  თქვენი ხელით ნუ შეეცდებით დაფხრეწვას, თორემ შეიძლება თვალი წაუვიდეს და მთელი ხიბლი დაკარგოს. <3 ან რა საჭიროა წვალება, როცა შეგიძლიათ მზა დაფხრეწილი კოლგოტი გამოიწეროთ ზემოთხსენებული რომელიმე საიტიდან.
    3. მუსიკა. ეს ის სფეროა, სადაც ფართო გასაქანი უნდა მისცეთ  თქვენს უნაკლო, უბადლო და უნიკალურ გემოვნებას <3 დასაწყისმა არ შეგაშინოთ. მიეძალეთ პიჩფორკს,  სახელდახელოდ გადახედეთ რამდენიმე რივიუს, აგრეთვე წლის ალბომებს ქრონოლოგიურად. შეიმუშავეთ თქვენი ტექნიკა: შეაქეთ კონკრეტული ბენდის ან პირველი ან მხოლოდ ბოლო ალბომი. რაც უფრო უემოციოდ და დამაჯერებელი სახით იტყვით ამ ყველაფერს თქვენსავე მეგობარ ჰიპსტერებთან, მით უკეთესი. აგრეთვე, აითვისეთ ლასტ.ფმ. დააკვირდით ბენდის მსმენელების რაოდენობას და თეგებს. თუკი მსმენელების რაოდენობა არ აღემატება 120 კაცს, ხოლო თეგებში აქვს :indie, alternative, dream pop, avant garde, experimental, witch house  ესეიგი ეს ნამდვილად თქვენი ბენდია. აიჩემეთ იგი და ობსესიურად უსმინეთ მის პირველ /ან ბოლო ალბომს. ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ბენდების  არჩევისას არის ის რომ, იგი თქვენს გარდა არავის არ უნდა ქონდეს ნი ტო შტო მოსმენილი, გაგონილიც კი. როგორც კი შეატყობთ, რომ საყვარელი ბენდი გიმეინსტრიმდებათ, მაშინვე უკუაგდეთ იგი :ე

    4.კინო. კინოზეც იგივე პრინციპი ვრცელდება, რაც მუსიკაზე. ნამდვილი ჰიპსტერი უყურებს მხოლოდ არტ ფილმებს. არავითარი ჰოლივუდი. რაც უფრო ნაკლებად ცნობილი და ახალბედაა რეჟისორი, მით უკეთესი! ფილმზე საუბრისას, უნდა იგრძნოთ, რომ იგი მხოლოდ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გაქვთ ნანახი! ნუ დაუკარგავთ თავს საკუთარი უპირატესობის შეგრძნების პატივს, მიასკდით ტორენეტებს და დაქაჩეთ ყველაფერი ვეს ანდერსონიდან სატიაჯატ რეიმდე.
    5. კვება- ჰიპსტერის კვების რაციონი შედგება ძირითადად ყავისგან, ლუდისგან და სიგარეტისგან. სიგარეტის არჩევისას არ ხართ შეზღუდული, ჩიბუხიდან დაწყებული გადასახვევი თამბაქოთი დამთავრებული (ეს უკანასკნელი ჰიპსტერული სულის ბოლო წივილკივილია), შეგიძლიათ ყველაფერს მიეძალოთ. აგრეთვე მნიშვნელოვანი დეტალია ზიპპოს სანთებელაც. იქიდან გამომდინარე, რომ თქვენი წონა არასდროს არ უნდა აცდეს 50 კილოგრამს, კვების რაციონიდან ავტომატურად იღებთ ხორცს (ისედაც, ხორცის ჭამა არაჰიპსტერულია :ე) და სხვა ქონიან-ცხიმოვან საჭმელებს. ჭამეთ მხოლოდ იმდენი, რომ  უკეთეს შემთხვევაში ჰაერით მკვებავის შთაბეჭდილება დატოვოთ, უარეს შემთხვევაში აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეულის.

    გაგრძელება იქნება <3


      7 comments:

      radiobicycle said...

      "უკეთეს შემთხვევაში ჰაერით მკვებავის შთაბეჭდილება დატოვოთ, უარეს შემთხვევაში აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეულის."

      არა, პირიქით, უარეს შემთხვევში ჰაერით მკვებავი და უკეთესი ან საუკეთესო შემთხვევაა აუშვიცი

      Томас said...

      ნწ, პირიქით too mainstream გამოდის :E

      takagana said...

      :D რომელი ჰიფსტერი უყურებ ვაიდას და ანტონიონის :| ქსავიერ დოლან ჰიფსტეროვიჩს არ ცდება ამათი კინოცოდნა :\

      Томас said...

      კაცო, შენ სად გინახავს თავმოყვარე :E <3 ჰიპსტერი ყველაფერზე თავისი კომპეტენტური ჰაზრი რომ არ ქონდეს და ინტელექტუალური ცოდნა არ გადმოაფრქვიოს <3 :დ

      Urban Monkey said...

      პfff... უკვე 4 კომენტი... წავედი მე სხვა სტატიას წავიკიტხავ...


      MAMONT

      Томас said...

      მე ამ ბლოგზე მანამდე ვწერდი სანამ გაპაპსავდებოდა... :E

      nick_el_son said...

      :D:D