Wednesday, February 16, 2011

დილა და საუზმე ბერლინში

პოსტის მუზა http://liberali.ge/dila-da-sauzme-sakartveloshi

ბერლინი თბილისისგან განსხვავებით ადრე იქოქება, უფრო სწორედ კი დაქოქვა საერთოდ არ ჭირდება, იმიტომ რომ არც არასდროს ჩერდება. ერთი ეგაა, რომ სამუშაო დღეების ღამეებში ცოტა ტემპდავარდნილი აგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ სამაგიეროდ დილის 6 საათზე ქუჩები და S-U Bahn-ები სავსეა ახალგაღვიძებული უკმაყოფილო ადამიანებით, რომლებიც იქვე გაჩერებაზე ნაყიდი coffee to go-ს პლასტმასის ჭიქებით და  სახელდახელოდ გაკეთებული  ქოლესტერინიანი ფუნთუშებით საუზმობენ..

ბერლინში დრო უფრო მეტია ვიდრე ფული, ამიტომ ბაქანზე ზეზეურად მოსაუზმეები მატარებლის მოსვლამდე ცალი ხელით გაზეთს ფურცლავენ რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიგონ როგორ ჩაიარა Hartz IV ზე მსჯელობამ ბუნდესთაგში ან რა ბრძანა ახალი ფრაუ მერკელმა. 

Wednesday, February 9, 2011

(Women Photographers: Part III) Asia kepka

რა მაგარი შეგრძნებაა  რომ დაგუგლავ და შენზე დაქნეულ ადამიანს იპოვნი? თუ გგონია რომ ძალიან არაადეკვატური აზრები გაწუხებს-just google it!
ჩემი მანეკენოფილია Asia kepka-ს არამარტო გაუზიარებია, გადასარევად გადაუღია კიდეც.


6 years ago I found Bridget on Craigslist . I was intrigued and decided to spend $100 not knowing really what will I do with her. One day I took her out of my basement, dressed her up and started to set up a portrait. She looked bit stiff and the photo needed something.. never before I was a fan of doing self portraits but I decided to jump in. Suddenly I found myself in the midst of my most exciting project-don't get me wrong- taking photos always brought me incredible rush and joy. 




ესეც სესია სახელწოდებით Bridget and I