შესავალი და გამოსავალი:
ქვემოთმდებარე უსტარი წარმოადგენს უხეირო და მოკრძალებულ მცდელობას ავტორისა, მეტ-ნაკლები სისავსით და სიზუსტით აღწეროს ღვთივკურთხეული ერის -ივერიის აღზევების და გაბრწყინების შემდგომი პერიოდი.
დასახული მიზნის სირთულიდან გამომდინარე, ავტორი მკითხველებს გულმხურვალედ თხოვს, ავად და კრიტიკულად არ შეუფასონ ნაშრომი, არამედ ყურად იღონ და გულისხმაჰყონ ის ფაქტი, რომ გაბრწყინებული ივერიის სიდიადის აღწერა ჩვეულებრივი მოკვდავის შესაძლებლობებს ასობით ათასჯერ აღემატება.
[და მაინც, მიუხედავად ყველა ზემოთჩამოთვლილი სირთულისა, ავტორი ჯიუტად ეცდება, დეტალურად აღწეროს ეს დიდებული პერიოდი, რომელიც ღვთის მადლით და საპატრიარქოს დაუღალავი [35 წლიანი] შრომით ივერიას [დ]აუდგა.]

მაშ ასე, ვახსენოთ პატრიარქი, ქვა უკან გადავაგდოთ და დავიწყოთ: