მოკლე სიტყვა გრძელად ითქმის, თუ დასჭირდა პოსტსო, ასე იტყოდა ბატონი შოთა, ბლოგი რომ ქონოდა და ერთი საუკუნე რომ არ დაეპოსტა შიგ (თუ ზედ?).
ჰომდა.
რაშია ახლა საქმე.
მოგეხსენებათ, ადამიანს წელიწადში ერთხელ აქვს დაბადების დღე (გამონაკლისს წარმოადგენს ჯიზაზ ქრაისთი), შესაბამისად, საშუალო, სტანდარტულ, მოკვდავ არაჯიზაზ ადამიანს უჩნდება ლოგიკური და კანონიერი სურვილი, მაქსიმალურად კარგად აღნიშნოს კიდევ ერთი წლით დაბერება და სიკვტილთან +1 ნაბიჯით მიახლოვება.
ჰომდა.
რას შვება ამ დროს ადამიანი, თუ არც ოღრაშულად, რესტორნულად უნდა ქეიფი და არც ნათესაობის გარემოცვაში ყვავილების ბუკეტივით ჯდომის პერსპექტივა ხიბლავს?
გეგმავს, რომ ადამიანურად, მეგობრებთან ერთად აღნიშნოს, დალიოს, იცეკვოს, იმღეროს, იხტუნავოს, იხორხოცოს, იღრიალოს. მოკლედ, გაერთოს.
ფიქრობს, რომ იქირავებს ბინას , რომელიც ქირავდება დღიურად. ( (იმიტომ რომ ეზარება საკუთარი სახლის დალაგება, ან საკუთარ სახლს ბონუსად საკუთარი მშობლებიც მოყვებიან, ან საერთოდ არ აქვს იმდენი ფართი, რომ ხალხი დაატიოს)
აპირებს, პატიოსნად გადაიხადოს ღირებულება, აიტანოს სასმელი, დინამიკები... ტრალი. ვალი.
შესაბამისად-next step:
ხსნის უძრავი ქონების გაყიდვა-გაქირავება-დაგირავება-დალომბარდების რომელიმე ეროვნულ საიტს, საძიებო ველში უთითებს სასურველ პარამეტრებს და აჰანდე!
ძიების შედეგებიც რამდენიმე წამში ჩნდება ეკრანზე.
ბედნიერი, future იუბილარი კმაყოფილი იღებს მობილურ ტელეფონს, სანდომიან ხმას იყენებს, მითითებულ ნომრებზე რეკავს..